close
მედიცინა

IARC – ყავა და ბეკონი კიბოს იწვევს! პანიკა თუ რეალობა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC)  საზოგადოებაში პანიკის გამოწვევაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC)   მობილური ტელეფონი, ყავა, დამუშავებული ხორცი და სარეველა ბალახის საწინააღმდეგო გლიფოსატი კიბოს გამომწვევ პროდუქტებად დაასახელა.
თუმცა საკითხზე ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტი მიიჩნევს (NHI), რომ კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნები ხშირად საფუძველს მოკლებული და დაანდრევია.
აშშ მთავრობის წარმომადგენლები კიბოს კვლევის სააგენტოს მოუწოდებენ, წარმოადგინოს ოფიციალური მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს პროდუქტები კანცეროგენებია.
მთავრობის რეფორმების განხილვისა და კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწემ სააგენტო როიტერსს განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტი კომიტეტში ბრიფინგს გამართავს.
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო თავის მხრივ აცხადებს, რომ მათი კვლევა მეცნიერულ კვლევასა და დასკვნებს ეფუძნება.
„ყავის შესახებ 2016 წლის რეპორტი იყო არა უარყოფა, არამედ გადაფასება, რომელიც 25 წლიან სამეცნიერო მტკიცებულებას ეფუძნება,“ – აცხადებს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ქრის უაილდი.
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო წინააღმდეგობაშია ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოსთან, გაეროსა და აშშ რეგულაციებთან Monsanto-ს  მიერ წარმოებულ გლიფოსატთან დაკავშირებით.
IARC ამტკიცებს, რომ გლიფოსატთი „შესაძლო კანცეროგენია“, თუმცა ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო და სხვა მარეგულირებლები აცხადებენ, რომ ეს ასე არაა.

წყარო:dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0