close
მედიცინა

ჰოკინგი: ,,უმთავრესი გამოწვევა“, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, სიმსუქნეა

რა არის ,,უმთავრესი გამოწვევა”, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს?

პროფესორი სტივენ ჰოკინგი აცხადებს, რომ მსოფლიოს „უმთავრესი გამოწვევა“, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, სიმსუქნეა.

ჭარბი წონა არა მხოლოდ კიბოს განვითარების რისკს ზრდის, არამედ პლანეტის #1 მკვლელის – გულის დაავადების შანსსაც. ცნობილია ისიც, რომ სიმსუქნე სიცოცხლის ხანგრძლივობას 10 წლით ამცირებს.

ცნობილმა ფიზიკოსმა აღნიშნული განცხადება შვედური ორგანიზაციის სარეკლამო კლიპისთვის გააკეთა, რომლის მიზანი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„ამ მომენტისთვის კაცობრიობას უმთავრესი გამოწვევა ემუქრება, ხოლო მილიონობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია,“ – აცხადებს ჰოკინგი GEN-PEP-ის ერთ წუთიან კლიპში.

„დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან დაკავშირებული გართულებებისგან. ძალიან ბევრს ვჭამთ და ცოტას ვმოძრაობთ. საბედნიეროდ, გამოსავალი მარტივია: მეტი ფიზიკური აქტივობა და ცვლილება რაციონში. ეს სარაკეტო მეცნიერება არაა.

სარეკლამო რგოლი სრულდება მესიჯით, რომ ფიზიკური ინერტულობა სიკვდილის გამომწვევი ნომერ მეოთხე მიზეზია მსოფლიოში.

ორგანიზაცია მოზრდილებს რეკომენდაციას აძლევს, დღეში 30 წუთის განმავლობაში ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, ხოლო ბავშვებმა ეს დრო უნდა გააორმაგონ.

წლევანდელი მონაცემების მიხედვით, ყოველი ათი მამაკაციდან ერთი და შვიდი ქალბატონიდან – ერთი მსუქანია. ექსპერტები ამ მხრივ სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ. მეცნიერების განცხადებით, ამ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად გარკვეული პოლიტიკის გატარებაა საჭირო. მათ შორის, რესტორნები, კაფეები და კვების სხვა ობიექტები უნდა აიძულონ, თავიანთ მენიუებში კალორიების შესახებაც შეიტანონ ინფორმაცია, ხოლო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებს ,,შაქრის გადასახადი” უნდა დააკისრონ.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response