close
კომუნიკაცია

ჰაკერებმა ISIS-ის Twitter-ის გვერდი LGBT სლოგანებით ააჭრელეს

ჰაკერთა ჯგუფმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული Twitter-ის  გვერდი გატეხეს და LGBT სლოგანებითა და ცისარტყელას გამოსახულებებით ააჭრელეს.
ჰაკერთა ქმედება ორლანდოს ერთ-ერთ ღამის გეი-კლუბში მომხდარ თავდასხმას უკავშირდება.
ჰაკერი, რომელიც WauchulaGhost-ის  სახელითაა ცნობილი და რომელიც ჰაკერთა ჯგუფ Anonymous-თან   არის დაკავშირებული, აცხადებს, რომ Twitter-ის  გვერდი მისი გატეხილია. ჰაკერი აცხადებს, რომ გასული თვის მანძილზე მან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ Twitter-ის  250-მდე გვერდზე გეი პორნოგრაფიის ამსახველი ფოტოები განათავსა, მაგრამ კვირის თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერ მესიჯებზე გადაერთო.
„თქვენ მოსპეთ უდანაშაულო სიცოცხლეები. ერთადერთი, რისი გაკეთებაც თქვენს წინააღმდეგ ამ ხალხის დასაცავად შემიძლია, ეს გახლავთ,“ –

აცხადებს WauchulaGhost.

Anonymous, რომელიც4Chanფორუმზე2 000-იანი წლების მიწურულს დაარსდა, 2015 წლიდან აწარმოებს ანტი ISIS კამპანიას. ჯგუფმა ჩჰარლიე Charlie Hebdo-ის რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ISIS-თან დაკავშირებულ ათობით Twitter  ანგარიშზე აიღო კონტროლი. სდფდსფსფსდფ

ორლანდოში, ღამის გეი-კლუბ “პულსში” სროლის შედეგად დაიღუპა 49 ადამიანი. თავდამსხმელი, წარმოშობით ავღანელი, აშშ-ის 29 წლის მოქალაქე ომარ მატინი შტურმის დროს სპეცრაზმმა მოკლა. ორლანდოში მომხდარი სროლა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული თავდასხმა გახდა.
ამასთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ ომარ მატინის ისლამისტურ სახელმწიფოსთან კავშირი ჯერ-ჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის. ომარ მატინის მამამ მირ სედიკმა ტელეკომპანია NBC-სთან  ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდასხმა რელიგიური მოტივებით არ იყო განპირობებული და რომ მომხდარი შესაძლოა, სექსუალური უმცირესობებისადმი მისი შვილის ნეგატიურ დამოკიდებულებას უკავშირდებოდეს.

წყარო:BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response