close
ორგანოების ბეჭდვა

შაქრის უნარი, გალღობის შედეგად მინის მსგავს მასად გადაიქცეს, მეცნიერებმა ბიოლოგიური სტრუქტურების დასაბეჭდად გამოიყენეს.

ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა – მეთიუ გელბერმა და როჰით ბარგავამ ახალი 3Dპრინტერის გამოყენებით, შაქრისგან ორგანოების შექმნა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ განსხვავებით ტიპური კომერციული პრინტერებისგან, გელბერისა და ბარგავას პრინტერი იყენებს ჭარხლისა და ყელის საწუწნი აბებისაგან მიღებულ შაქრის შემცვლელს.

შაქრის გალღობისა და დაბეჭდვის შედეგად, მეცნიერებმა მიიღეს მყარი მატრიცა, რომელიც ხელსაწყოების წარმოებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, ბიომედიცინური ინჟინერია და კიბოს კვლევა, ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ეს გახლავთ არაჩვეულებრივი გზა იმისათვის, რომ შევქმნათ ფორმები, მათ გარშემო კი – რბილი ნივთიერებები, ან გავზარდოთ უჯრედები და ქსოვილები, რის შემდეგაც, მატრიცა დაიშლება,” – განაცხადა ბარგავამ.

დაბეჭდილი შაქრის მატრიცის ირგვლივ ქსოვილების გაზრდის შემდეგ შაქარი იშლება და დამოუკიდებელი არსებობის უნარის მქონე ორგანული სტრუქტურა რჩება.

როდესაც შაქარი იშლება ის ტოვებს ერთმანეთთან დაკავშირებულ მილებსა და მილაკებს, რომელიც ნუტრიენტების ტრანსპორტირებისთვის სისხლძარღვების მსგავსად შეიძლებს იქნეს გამოყენებული.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შექმნიან სპეციალურ საფარს, რომლის საშუალებითაც მოხდება სტრუქტურების დაშლის სიჩქარისა და დროის კონტროლი.

ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერავინ იტყვის, გამოიყენებენ თუ არა აღნიშნულ ტექნოლოგიას ადამიანების ორგანოების დასაბეჭდად, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის თანამედროვე მედიცინაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

წყარო: ttps://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid