close
ს საინტერესოაექნოლოგიები

,,Falcon Heavy-მ” სადებიუტო ტესტგაფრენა წარმატებით განახორციელა

falcon heavy

SpaceX’s-ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა რაკეტამ – Falcon Heavy-მ სადებიუტო ტესტგაფრენა განახორციელა.

რაკეტა ფლორიდის შტატში, კანავერალის კონცხზე მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა.

მოვლენას თვალს Cocoa Beach-დან 2,000-მდე მაყურებელი ადევნებდა. რაკეტას წარმატებით მოსწყდა ორი გვერდითა ბუსტერი, რომლებიც უკან, კანავერალის კონცხზე დაეშვნენ და აფრენიდან დაახლოებით 8 წუთში ხმელეთზე ერთდროულად დასხდნენ.

სასარგებლო დატვირთვის სახით Falcon Heavy-იმ ორბიტაზე ილონ მასკის კუთვნილი ავტომობილი – Tesla Roadster-ი გაიყვანა.

რაკეტის მეორე ეტაპი იქნება სამივე ძრავის დაწვის პროცესის დასრულება, რათა მანქანა საბოლოოდ გავიდეს ჰელიოცენტრულ ორბიტაზე მზის გარშემო.

მანქანა იმოძრავებს ელიფსური ორბიტაზე დედამიწასა და მარსს შორის, ჩვენი დედავარსკვლავის — მზის გარშემო.

Falcon Heavy-ის ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია, ორჯერ მეტის, ვიდრე კონკურენტი კომპანიის, United Launch Alliance (ULA)-ის,  4 Heavy -ს. თითოეული გაშვების ღირებულება 90 მილიონო აშშ დოლარია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ Falcon Heavy-ი მარსზე 17 ტონა ტვირთის წაღებას შეძლებს.

Falcon Heavy-ზე SpaceX-ის გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაბდა. კონსტრუქციულად ის საბაზო Falcon 9-ს წარმოადგენს, რომელზეც გვერდებიდან ამავე Falcon 9-ის პირველი საფეხურებია დამაგრებული.

დღეისთვის არსებულ და პერსპექტიულ რაკეტებთან შედარებით, მასკის Falcon-ების უპირატესობა ნაწილობრივ მრავალჯერად კონსტრუქციაშია. საწვავის მარაგის ამოწურვის შემდეგ, პირველი საფეხური უკან, დედამიწაზე ბრუნდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზად:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2