close
დედამიწამსოფლიო

ერაყსა და ირანში დამანგრეველ მიწისძვრას, სულ მცირე, 332 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყისა და ირანის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, სიმძლავრემ 7.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 332 ადამიანი გარდაიცვალა 2,500 კი დაშავდა.

ყველაზე დიდი დარტყმა ერაყის საზღვრიდან დაახლოებით 15 კმ-ში, ირანის კერმანშაჰის პროვინციაში განხორციელდა, სადაც 236-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ირანის სეისმოლოგიურმა ცენტრმა დაახლოებით 118 ბიძგი გამოავლინა. ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელის განცხადებით, 70,000 ადამიანს თავშესაფარი ესაჭიროება.

მიწისძვრამ  მეწყერები გამოიწვია, რაც სამაშველო ოპერაციებს აფერხებს. ირანის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სულ მცირე 14 პროვინცია დაზარალდა.

 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid