close
კონომიკასოფლიოურიზმი

დუბაიში ძვირადღირებული კურორტი შენდება

palm island dubai 2

 

დუბაი სასტუმრო ,,ბურჯ ალ არაბიას” მახლობლად, დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის ტურისტულ კურორტს ააშენებს.კურორტი ორ ხელოვნურ კუნძულზე განთავსდება, რომლებიც აფრის ფორმის მქონე, წყალში მდგარი სასტუმროს ერთერთ მხარეს გაშენდება.

არაბთა გაერთიანებული საემიროების ყველაზე განვითარებულ ქალაქს შემუშავებულ აქვს გეგმა, რომლის შესაბამისადაც, 2020 წლისთვის ქალაქის სტუმართა რიცხვმა წელიწადში 20 მილიონს უნდა მიაღწიოს. საინტერესოა, რომ სწორედ 2020 წელს, დუბაი მსოფლიო გამოფენა „უორლდ ექსპო 2020“-ს უმასპინძლებს.

ტურისტული კურორტის სახელია მარსა ალ არაბი. ორივე კუნძულის ჯამური ფართობი 370 000 კვადრატულ მეტრზე (37 ჰექტარი) მეტი იქნება. ერთი კუნძული გასართობ დაწესებულებებს და საოჯახო ტურიზმს დაეთმობა, მეორეზე კი – ლუქს კლასის ვილები და ნავმისადგომები განთავსდება.

ვიზიტორების რიცხვით დუბაი მსოფლიო ლიდერია. დუბაის ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, დუბაის უკვე 4.6 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. ეს კი შარშანდელი იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. მარსა ალ არაბზე 140 ვილა, საზღვაო და აკვაპარკი განლაგდება.

მარსა ალ არაბის გარდა, დუბაიში არაერთი სხვა გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა საგამოფენო კომპლექსი „უორლდ ექსპო 2020-სთვის“, დუბაის მეტროს სისტემის განვითარება, ასევე საერთაშორისო აეროპორტი ალ მაკტუმი, რომელიც ქალაქის განაპირას შენდება და წლიურად 146 მილიონი მგზავრის მიღებაზეა გათვლილი.

დუბაის ხელოვნურ კუნძულებს შორის ყველაზე დიდია პალმ ჯუმეირა, რომელზეც რამდენიმე სასტუმრო, ვილა და აპარტამენტია განლაგებული. ქალაქის სანაპირო ზოლში სხვა კუნძულებიც შენდება, თუმცა 2009 წლის კრიზისის შემდეგ, მათი განვითარება შეჩერდა და გაბარიტებში შემცირდა. ჯერ არ დასრულებულა კუნძული პალმ ჯაბელ ალი, რომლის მშენებლობაც 2002 წელს დაიწყო. პალმ დეირას პროექტი კი გადააკეთეს და ის ამჟამად დეირა ისლანდსის სახელით არის ცნობილი.ხელოვნური კუნძულების კიდევ ერთი პროექტია ხელოვნური არქიპელაგი, რომელიც თავისი ფორმით, მსოფლიოს რუქას ჰგავს და 300 კუნძულს მოიცავს. ეს პროექტი მხოლოდ ნაწილობრივ არის დასრულებული.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2