close
კულტურასაქართველო

დღეს „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართება

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური ორკესტრის – „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართება.

მუსიკალური ორკესტრი -„პარაორკესტრი“, რომელიც ყველა კატეგორიის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აერთიანებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდმა“ 2014 წელს დააფუძნა.

ორგანიზაციის მიზანია არტთერაპიის საშუალებით აღნიშნული სპექტრის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია. ორკესტრის რეპერტუარშია, როგორც კლასიკოსი, ასევე, თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები, მუსიკა კინოფილმებიდან, ჯაზური კომპოზიციები და სხვა.

,პარაორკესტრი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ფუნქციონირებს – სამინისტრო ყოველწლიურად უწყობს ხელს პარაორკესტის შემოქმედებით საქმიანობას.

საკონცერტო პროგრამა:

  1. მუსიკა კინოფილმიდან „სამი კაკალი კონკიასათვის“ კომპოზიტორი – კარელ სვობოდა; 2. მუსიკა ანიმაციური ფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“-კომპოზიტორი – გია ყანჩელი
  2. პოპური ქართული კინოფილმებიდან;
  3. იპანამა;
  4. მუსიკა ფრანგული კინოფილმიდან – ვლადიმერ კოსმა;
  5. მუსიკა ქართული კინოფილმებიდან- კომპოზიტორი გია ყანჩელი პოპური;
  6. „ ქარავანი“-კომპოზიტორი ჯუან ტიზოლი ლუის ელიგნტონის ცნობილი კომპოზიცია;
  7. მუსიკა ანიმაციური ფილმიდან „მეფე ლომი“ – „ლომებს სძინავთ ღამით“ ; კომპოზიტორი სოლომონ ლინდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid