close
ისტორიასაქართველო

გარსევან კურდღელაიძე – ანტარქტიდის მკვლევარი პირველი ქართველი მეცნიერი

გარსევან კურდღელაიძე იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის შესწავლით იყო დაკავებული. გარსევან კურდღელაიძე დაიბადა 1920 წელს თუშეთის სოფელში. 1951-56 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დაასრულა და 1957 წელსვე მიიწვიეს ანტარქტიდის მე-3 საბჭოთა ექსპედიციაში, სადაც ორი წელი გაატარა. ქართველი მეცნიერის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ გამოიცა წიგნიც – „ანტარქტიდის დღიური“ (1962).
1970 და 1971 წლებში გარსევან კურდღელაიძე ორჯერ მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ოკეანოლოგიურ ექსპედიციებში გემ „მუსონზე“, რომელიც ატლანტის ოკეანეს და გოლფსტრიმის დინებებს იკვლევდა. 1959 წელს მუშაობა დაიწყო მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც სათავეში ჩაუდგა ქართველ გლაციოლოგთა ექსპედიციებს. გარსევან კურდღელაიძემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთ-სამეგრელოს სპელეოლოგიურ ექსპედიციებში და მღვიმე-გამოქვაბულების შესწავლის საქმეში. სამუშაოებთან დაკავშირებით ხშირად იქმნებოდა ნაშრომები, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response