close

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ ყველაფერი პირიქითაა – დღეები დედამიწაზე დროთა განმავლობაში უფრო  ხანგრძლივი ხდება, ეს კი ჩვენი პლანეტის ბრუნვაზე მთვარის ზეგავლენის გამო ხდება.

ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ 1,4 მილიარდი წლის წინ დედამიწასა და მთვარეს შორის ურთიერთობა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მაშინ დღე არა 24-საათიანი, არამედ 18-საათიანი იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ დროიდან დღემდე დღე 6 საათით გახანგრძლივდა ანუ წელიწადში საშუალოდ 0.00001542857 წამით.

ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მთვარე ნელ-ნელა შორდება დედამიწას. 1,4 მილიარდი წლის წინ ის ცოტა უფრო ახლოს იყო დედამიწასთან, ჩვენი პლანეტა კი უფრო სწრაფად ბრუნავდა.

კოლომბიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოყენებული ტექნოლოგია – TimeOptMCMC აერთიანებს ასტრონომიულ თეორიას, გეოლოგიურ მონაცემებს და სტატისტიკას. მისი საშუალებით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ იცვლება მზის სისტემა დროთა განმავლობაში.

TimeOptMCMC-ის საშუალებით განხორციელებული რეკონსტრუქციის გზით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღის ხანგრძლივობა ყოველწლიურად 0.000018 წამით მატულობს, მთვარე კი დედამიწას წელიწადში დაახლოებით 3.82 სანტიმეტრით შორდება.

 

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid