close

როგორ შეიძლება სამყარო იყოს 95 მილიარდი სინათლის წლის, როდესაც ის მხოლოდ, დაახლოებით, 14.3 მილიარდი წელია არსებობს?! დიდი აფეთქების შემდეგ, ყველაზე გავრცელებული შეფასების მიხედვით, სამყაროს ასაკი 13.75 მილიარდი წელს შეადგენს,  0.11 მილიარდი წლის მეტ-ნაკლებობით.

თუ სამყარო სტატიკურია, შეგვიძლია თეორიულად დავინახოთ 13.75 მილიარდი სინათლის წელი ყველა მიმართულებით, რადგან ფოტონები გადაადგილდება სინათლესთან ერთად (დაახლოებით 300 000 კილომეტრი წამში, ვაკუუმში) მას შემდეგ, რაც სამყარო შეიქმნა. შეფასებისას ირკვევა, რომ სამყაროს სიგანე 28.5 მილირდი წელს შეადგენს.

მაგრამ სამყარო არ არის სტატიკური.

„დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო, სივრცე და დრო გაფართოვდა,“ – ამბობს ასტრონომი და ასტროფიზიკის პროფესორი, პოლ ფრენსისი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მაუნთ სტრომლოს ობსერვატორიიდან.

„ჩვენ ვიცით, რომ სივრცე ფართოვდება და იზრდება ექსტრაპოლაციით, როდესაც შეგვიძლია დავინახვოთ რაღაც, რაც უკვე ვნახეთ აქამდე იმავე ადგილას. ეს პროცესი  სამყაროს ასაკს მატებს.“

„უბედურება ის არის, რომ სამყარო არ ფართოვდება ყოველთვის ერთი განაკეთით, ამიტომ ექსტრაპოლაციით გამოწვეული დამოკიდებულებები შესაძლოა არ იყოს ზუსტი,“ – ამბობს ფრენსისი.

ფრენსისის მიხედვით, სამყარო ამ ეტაპისთვის ფართოვდება 70 კმ წამში  და მეგაპარსეკში ( 1 პარსექი არის 3.26 სინათლის წელი ან 31 ტრილიონი კილომეტრი).

რამდენი ხანი იყო ყველაფერი ერთად სივრცის ერთ კონკრეტულ ადგილას, როდესაც დიდი აფეთქება მოხდა?

„დიდი აფეთქებიდან 360 000 წლის შემდეგ სამყარო და ყველაფერი მასში გაფართოვდა 1100-ჯერ,“ – ამბობს ის.

„ეს ერთად მოძრავი ობიექტები, რომელბიც რთული ფინანსური პროცესებივით მოქმედებენ, მკვეთრად ზრდის სამყაროს ზომას, და ახლო მომავალში მისი დიამეტრი 93 მილიარდი სინათლის წელი იქნება.“

კოსმოსური დაისი

გაფართოების გასაზომათ მეცნიერები ეძებენ კოსმოსური ტალღების ზღაპრულ ნიშნებს გაბნეულს კოსმოსურ მიკროტალღოვან რადიაციაში – დიდი აფეთქების შემდეგ არსებულ მწუხრში.

ეს ტალღები მოიძებნება 300 მილიონი სინათლის წლის ფართობზე.

„სატელიტებს, როგორიცაა W-map და Planck, შეუძლიათ გაზომონ ეს ტალღები მაღალი სიზუსტით,“ – ამბობს ფრენსისი.

„ჩვენ ასევე ვხედავთ მათ დღეს, მაგრამ ისინი თავდაპირველად იყო ძალიან პატარა და ახლა გაბნეულია გალაქტიკებში.“

„თუ თქვენ დააკვირდებით გალაქტიკის გარკევულ ნაწილს, მაინც შენიშნავთ ტალღების განაწილებას, რომლებიც ერთნაირი მასშტაბისაა.“

„ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ მისი ახლანდელი მასშტაბი და ასევე მისი მასშტაბი, სანამ სამყარო ახალგაზრდა იყო და ეს მოგვცემს ინფრომაციას იმის შესახებ, თუ რამდენად გაიზრდება მომავალში სამყარო.“

„როდესაც გავაერთიანებთ მიმდებარე გალაქტიკების გაზომვებს, ეს საშუალებას მოგვცემს, გავზომოთ ზუსტად, თუ რამდენად გაფართოვდება სამყარო დროთა განმავლობაში და ეს კი მოგვცემს ზუსტ ინფრომაციას სამყაროს ასაკის შესახებ.“

„ეს იგივეა, რომ ვთქვათ, თუ თქვენგან 100 კილომეტრით შორს მყოფი ობიექტი მოძრაობს თქვენკენ 100 კილომეტრი სიჩქარით ნახევარ საათში, რამდენ ხანში იქნება ის თქვენთან,“ – ამბობს ფრენსისი.

 

წყარო: abc.net

ახალგაზრდა ანალიტკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid