close
ტურიზმი

CNN-მა თბილისი 2018 წლის საუკეთესო ქალაქების შვიდეულში დაასახელა

საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა CNN-ის ყურადღების ცენტრში, გამოცემა ამჯერად მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების შვიდეული წარმოდგინა, რომელთა მონახულებაც განსაკუთრებით პერსპექტიული და საინტერესო იქნება 2018 წლისთვის. აღნიშნულ ქალაქებს შორის თბილისიც მოხვდა. 

,,ეკონომიკით დაწყებული არჩევნებით დამთავრებული და პოლიტიკიდან კერძო საკუთრებამდე არსებული 2017 წლის მერყევი ტენდენციები, არც თუ ისე მშვიდი და მკაფიო იქნება 2018 წლისთვისაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ბაზრის შერჩევა ინვესტიციებისთვის და მაშინაც კი – როცა გარკვეული რისკი მაინც იარსებებს, რაც უფრო საიმედო იქნება, არჩევანი მით უკეთესია,” – ნათქვამია გამოცემაში და სწორედ ამ  ძირითადი კრიტერიუმით არის გამორჩეული ის 7 ქალაქი, რომელთა ნახვასაც CNN-ი ურჩევს დაინტერესებულ პირებს.

თბილისი, როგორც ჰიპსტერების მექა – ასე ახასიათებს გამოცემა საქართველოს დედაქალაქს, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა მას ,,ლისაბონი 2018″ სტატუსი მოაპოვებინა. ,,ქალაქი ელვისსისწრაფით იმკვიდრებს თავს, როგორც მსოფლიო მოდის, ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ძირითადი ღერძი. ამასთანავე, თბილისის ახლადარჩეული მერის – ყოფილი ფეხბურთელის, კახი კალაძის გეგმით, 2018 წლისთვის 334 მილიონი დოლარი მოხმარდება ქალაქის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასაც”.

ნოემბრის თვეში საქართველოს „თვინ პიქსისა“ და „მალჰოლენდ დრაივის“  ყველასთვის კარგად ცნობილი რეჟისორი – დევიდ ლინჩი ეწვია, მისი ვიზიტი  თბილისში კინოს ინსტიტუტის გახსნას ეხებოდა, რამაც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ქვეყნის კულტურის ცნობადობა მსოფლიოს მასტაბით და გამოცემა ამ ინიციატივასაც მიესალმება. გამოცემა თბილისს  გამოარჩევს ასევე მერსედესის მოდის კვირეულით, ტექნომუსიკის განვითარებითა და ღვინით.

თბილისის გარდა შვიდეულში მოხვდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა  ტორონტო (კანადა),  მასკატი (ომანი), დანდი (შოტლანდია), პარიზი (საფრანგეთი), ტოკიო (იაპონია), სან მიგელ დე ალიენდე (მექსიკა).

 

წყარო: CNN.com

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0