close
ბიზნესიკვლევებიმედიცინამსოფლიო

„ლაქტალისმა“ ჩვილ ბავშვთა რძის ნაზავი ბაზრიდან გაიწვია – მიზეზი ბაქტერია სალმონელაა

მსოფლიოს უმსხვილესმა ბავშვთა რძის ფორმულის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია „ლაქტალისმა“ თავისი პროდუქტის გლობალური მასშტაბით გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის მიზეზი კომპანიის პროდუქციის სალმონელასთან დაკავშირება გახდა.

საფრანგეთში ჯანდაცვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 26 ბავშვი დაავადდა.

გაწვევა შეეხება პროდუქციასა და ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, ჩინეთში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და სუდანში.

იგი მოიცავს ჩვილთა რძის ფხვნილის ასობით პროდუქტს ბაზარზე.

როგორც კომპანიის პრესსპიკერმა – მაიკლა ნალეთმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, ლაქტალისი დაახლოებით 7,000 ტონა პროდუქციას გამოიწვევს. თუმცა, კომპანია ვერ აკონკრეტებს, რა რაოდენობის პროდუქტი რჩება ბაზარზე, ან უკვე შეძენილია მომხმარებლის მიერ.

„ლაქტალისი“ მიიჩნევს, რომ სალმონელას გავრცელების კვალი სავარაუდოდ საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქარხანაში მდებარე რძის გასაშრობ კოშკურამდე მიდის.

იქ წარმოებული ყველა პროდუქტი კომპანიამ თებერვლის შუა რიცხვებიდან გაიწვია, კომპანია აცხადებს, რომ პრევენციული ღონისძიებები გატარდა და ყველა ქარხანაში დეზინფექცია ჩატარდა. თუმცა მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწისიდან დღემდე 6 წლამდე ასაკის 20-ზე მეტი ბავშვი სალმონელათი დაინფიცირდა, საფრანგეთის ჯანდაცვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ლაქტალისის“ მიერ გატარებული ღონისძიებები „არასაკმარისი“ იყო და კომპანიამ პროდუქციის გაწვევის მასშტაბი გაზარდა.

სალმონელას ბაქტერია აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.  ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

როგორც წესი, სალმონელათი დაავადებულებს არ აღენიშნებათ სიმპტომები. სხვა შემთხვევებში, წარმოდგენილია ფაღარათი, სიცხე ან მუცლის სპაზმები ინფიცირებიდან 8-72 საათის შემდეგ.

ჩვილ ბავშვთა შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათმა შესაძლოა დაავადებულის გაუწყლოება გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ შარშან „ლაქტალისი“ ქართული რძის პროდუქტების კომპანია „სანტეს“ ერთ-ერთი აქციონერი გახდა.

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid