close
პოლიტიკა

ჩრდილოეთ კორეა, პროვოცირების შემთხვევაში, მზადაა ბირთვული ომისთვის

  მას შემდეგ, რაც აშშ-მა თავისი საზღვაო საბრძოლო ჯგუფი კორეის ნახევარკუნძულის წყლებში გააგზავნა, ჩინეთთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ერთად საზღვაო წვრთნების მიზეზით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი სოციალური ქსელის საშუალებით გაამცნო საზოგადოებას თავისი გზავნილი, რომ თუკი საჭირო გახდებოდა, უნილატერალური ქმედებით „გადაწყვეტდა პრობლემას“, ჩრდილოეთ კორეა გაფრთხილებით გამოდის, რომ აშშ-ის მხრიდან მსგავსი „პროვოკაციის“ განმეორების შემთხვევაში, ქმედებებს „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება.
დონალდ ტრამპის განცხადება მოჰყვა ფლორიდაში, გასულ კვირას მის შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტთან. ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაერწმუნებინა ჩინეთი, რომ კიდევ უფრო გაემკაცრებინა ჩრდილოეთ კორეაზე სანქციები, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ თებერვალში, ჩრდილოეთ კორეამ 4-ჯერ დატესტა ბირთვული იარაღი. გასული კვირის მოვლენები, კერძოდ, აშშ-ის სამხედრო ჩარევა სირიაში, ჩრდილოეთ კორეამ დაინახვა, როგორც გაფრთხილება, რომ ვაშინგტონი მზადაა, იმოქმედოს მარტო, თუკი ჩინეთი ვერ შეძლებს ზეწოლის გაძლიერებას თავის მეზობელზე ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეწყვეტის თაობაზე.   ჩრდილოეთ კორეა კვლავ არღვევს გაეროს რეზოლუციას, რომელიც უკრძალავს მას ბირთვული რაკეტების შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგიების განვითარებასა და მათ დატესტვას. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და გავუმკლავდეთ აშშ-ის ომისკენ მიმართულ უგუნურ ქმედებებს, სირიაში აშშ-ის ქმედებები შესაძლოა იყოს გაფრთხილება, თუმცა, ჩვენ არ გვეშინია.“
აშშ-ის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ზემოთ აღნიშნულ ქმედებებს აკლია პრეზიდენტისთვის საჭირო ექსპერტიზა და გამოცდილება, რამაც შესაძლოა აშშ კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებულ ახალ კონფლიქტში ჩაითრიოს, სადაც მთავარი საფრთხე სწორედ ჩრდილოეთ კორეაა. „თუკი თქვენ ეძებთ მსოფლიო კრიზისის მაგალითს საერთაშორისო სისტემის ორ დიდი ძალას შორის, რომელიც იქნება უდიდესი ზიანის მომტანი, მაშინ ჩრდილოეთ კორეა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სირია. ვაშინგტონის ქმედებები, რაც გულისხმობს კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკის სამხედრო გაძლიერებას და ფლორიდაში ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხი უნდა განიხილებოდეს მეტი სერიოზულობით, საჭიროა აშშ-ჩინეთის ერთობლივი ხედვა და მოქმედება ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუკი არ გვსურს, რომ სიტუაცია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს,“-აცხადებს ის.
ამასთან, ჩინეთმა 150 000-მდე სამხედრო განათავსა თავის საზღვარზე, ჩრდილოეთ კორეიდან მიგრანტების შესაძლო შემოდინების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, რეგიონში სიტუაცია უკიდურესად იძაბება.
თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა წინა კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა „პროვოკაციულ ქმედებებს“ აგრძელებს: „ჩრდილოეთ კორეის „წითელი“ რეჟიმი, უკვე ბირთვული რეჟიმიცაა. პრეზიდენტმა მთხოვა, რომ მოვამზადოთ შესაძლო ქმედებების ვარიანტები,(მათ შორის, სამხედრო ჩარევა) რომ მოვაშოროთ ეს საფრთხე (ჩრდილოეთ კორეა) ამერიკელ ხალხს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში“ .
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ტილერსონი, აღნიშნავს: ,,აშშ-ის ბოლო 20 წლის საგარეო პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეაში სრულიად უშედეგო იყო, დრო უკვე ამოიწურა, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განიხილებოდეს“ ჩრდილოეთ კორეა და ამერიკა არასოდეს ყოფილან მეგობრები, თუმცა, დღეს ისინი ყველაზე მეტად ახლოს არიან ომთან, ვიდრე ოდესმე.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid