close
მსოფლიო

ჩრჩილის ახალ სახეობას დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს

მოყვითალო-თეთრი ვარცხნილობის მქონე პატარა ჩრჩილს ამერიკის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს.

ახალ სახეობას (Neopalpa donaldtrumpi), რომელიც ცხოვრობს ჰაბიტატში, რომელიც მოიცავს სამხრეთ კალიფორნიასა და მექსიკის ქვედა კალიფორნიას (Baja California),  სახელი ბიოლოგმა ვაზრიკ ნაზარმა დაარქვა.

,,კონკრეტული ეპითეტი  ჩრჩილის თავის მოყვითალო-თეთრ შეფერილობასა და ტრამპის ვარცხნილობის სტილს შორის მსგავსების გამო შევარჩიეთ, ამ არჩევანის მიზეზი კი ისაა, რომ მივაპყროთ ფართო საზოგადოების ყურადღება ჰაბიტატების იმ სახეობების დაცვის აუცილებლობისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან შესწავლილი,“ – განაცხადა ნაზარმა.

ტრამპი არ გახლავთ პირველი პრეზიდენტი, რომლის სახელსაც ცხოველი ატარებს. გასულ თვეს ჩრდილო ჰავაის მარჯნის რიფების მკვიდრ თევზს ბარაკ ობამას სახელი უწოდეს, რითაც პატივისცემა გამოხატეს პრეზიდენტ ობამას მიერ თევზების ჰაბიტატის დასაცავად გაწეული ძალისხმევის მიმართ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response