close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახალხო კამპანიას იწყებს

 

პროფესორი ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად იწყებს სახალხო კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ – „დაიცავი შენი შვილი“.

ანა დოლიძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს საჯარო დისკუსია აღნიშნული პრობლემის დასაძლევად.

„შევიკრიბეთ ადამიანები და ორგანიზაციები, ვისაც ძალიან გვადარდებს და ვისაც, ბევრი რამ გაუკეთებია ამ თემასთან დაკავშირებით. ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად და ვაცხადებთ კამპანიას. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც ეს საკითხი აწუხებს და მოვუწოდებთ მათ, შემოგვიერთდნენ.

მივმართავთ, საქართველოს პარლამენტს, ჯანდაცვის კომიტეტს, განათლების კომიტეტს, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, მოაწყოს საერთო სპეციალური სხდომა, მოსმენა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, სადაც გვექნება საშუალება, მოვისმინოთ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, აპირებს თუ არა ის საერთოდ რაიმე ნაბიჯები გადადგას აზარტულ თამაშებთან საბრძოლველად“, – აცხადებს ანა დოლიძე.

კამპანაის შეუერთდა „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის“ წარმომადგენელი გიორგი ბახტურიძე. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა.

„გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები: ეს არის რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვა, ასევე ონლაინ თამაშების ჩახსნა, ასაკის გაზრდა მინიმუმ 25 წლამდე და მომდევნო ეტაპზე ამ ბიზნესის გადატანა, მაქსიმუმ ორ რეგიონში“, – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

დღეისთვის კამპანიას წარმოადგენენ:

1. ანა დოლიძე;
2. „აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ – გუგა ბესელია;
3. „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი“ – გიორგი ბახტურიძე;
4. „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ – თამარ ჯაფარიძე;
5. „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ – კოტე ერისთავი;
6. ლაშა გორგაძე;
7. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – გოგი ყიფიანი;
8. ილია ჩხეიძე.

ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, გაერთიანდნენ მათ კამპანიაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

21 წლის უსინათლო ბიჭი, რომელიც საოცარ მაკეტებს ქმნის

ჯანო ძირკვაძე 21 წლისაა. მას უიშვიათესი გენეტიკური დაავადება – ვოლფრამის სინდრომი აქვს. გარკვეულ ასაკში ამ სინდრომის მქონე პაციენტებს უვითარდებათ უშაქრო დიაბეტი, მხედველობის დაქვეითება, ნეიროსენსორული სიყრუე და სხვ.

ჯანო ექვსი წლიდან ქმნიდა მაკეტებს. უკვე სამი წელია მხედველობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და მხოლოდ სინათლის შუქს ხედავს. ამის მიუხედავად მაკეტების შექმნა არ შეუწყვეტია. თითოეულ დეტალს, მონაკვეთს ხელით შეიგრძნობს, ზომავს და ასე ქმნის საოცარ ნამუშევრებს.

– დავიბადე ასპინძის რაიონში, სოფელ რუსთავში. ამჟამად ქალაქ რუსთავში ვცხოვრობ მამიდასთან. 21 წლის ვარ. ახლახან დავამთავრე საქართველოს ბიზნეს–აკადემია, სადაც შევისწავლე საოფისე საქმეები. ექვსი წლის ვიყავი, როცა მაკეტების კეთება დავიწყე. სწორედ ამ ასაკში გამიჩნდა შაქრიანი დიაბეტი. შვიდი წლის შემდეგ ამას უშაქრო დიაბეტიც დაემატა. უკვე 15 წელია, რაც ორივე სახის დიაბეტი მაქვს. მხედველობაზე თავიდანვე მქონდა პრობლემა, ბოლო 3-4 წელია პრობლემები გართულდა და ახლა მხოლოდ სინათლის შუქს ვხედავ.

ჯანო ძირკვაძის მაკეტი

– ამის მიუხედავად აგრძელებთ მაკეტების შექმნას. არ გიჭირთ?

– არა. მაკეტები თაბახის და მუყაოს ქაღალდით იქმნება. ხელით ვიღებ ზომებს, ხელით შევიგრძნობ ფორმებს. მილიმეტრებში ვაკეთებ ყველა ნამუშევარს. ერთი სანტიმეტრიც რომ შემეშალოს, ნამუშევარი ფორმას კარგავს და ის ელფერი აღარ აქვს. შეცდომა მაშინვე შესამჩნევი ხდება. ამიტომ ყველაფერი მილიმეტრებში უნდა გამოვიანგარიშო. შემდეგ ყველა დეტალს ვაკეთებ ხელის შეგრძნებით.

ჯანო ძირკვაძის მაკეტები
– ფერებს როგორ არჩევთ?

– ფერების ყუთები მაქვს დანიშნული. ხელის შეხებით ვხვდები, რომელ ქილაში რა ფერია. ვიღებ და შემდეგ სურვილისებრ ვანაწილებ ნამუშევარზე.

– გახსოვთ თქვენი პირველი ნამუშევარი?

– ჩემი პირველი ნამუშევარი იყო სამების ტაძარი. დღესაც ვინახავ ამ ნამუშევარს. მის შესაქმნელად გამოვიყენე მუყაოს ქაღალდი, ქვიშა, გირჩი. ძალიან მომეწონა და იმ დღის შემდეგ აღარ გავჩერებულვარ. თავისუფალ დროს ყოველთვის მაკეტების შექმნას ვუთმობ.

ჯანო ძირკვაძის მაკეტები

– პროფესიონალურ დონეზეც შეისწავლეთ თუ თვითნასწავლი ხართ?

– არსად არ მივლია, ყველაფერი ჩემით ვისწავლე. ვცდილობ დროდადრო შედეგი გავაუმჯობესო.

– არასოდეს გიფიქრიათ, რომ ეს ყველაფერი შემოსავლის წყაროდ გექციათ?

– არასდროს მიცდია გაყიდვა. იმდენად დიდ შრომას ვდებ, იმხელა ენერგია სჭირდება, რომ მენანება გაყიდვა. მგონია, რომ ვერც ერთ მათგანს ვერ შეველევი, ყველა ნამუშევარი ერთნაირად მიყვარს.

ჯანო ძირკვაძის მაკეტი

– გამოფენებში იღებთ მონაწილეობას?

– დიაბეტის ცენტრში და საქართველოს ბიზნესის აკადემიაში მქონდა გამოფენა. ჯერჯერობით მხოლოდ ეს ორი გამოფენა მქონდა.

– ვოლფრამის სინდრომი გაქვთ, რაც იშვიათი დაავადება. როგორ უმკლავდებით და ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით ხოლმე საზოგადოებაში?

– ვოლფრამის სინდრომი იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. დღეს საქართველოში დაახლოებით 19 ადამიანი ვართ ამ სინდრომით დაავადებული. ჯანმრთელობის პრობლემებზე აღარ ვისაუბრებ, იმ პრობლემაზე მოგიყვებით, რასაც დღეს ცხოვრებაში ვაწყდები. დაახლოებით ოთხი წელია ვცდილობ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. ყოველ წელს თითო ქულა მაკლდება. გაუმართავი ხმოვანი პროგრამაა, რის გამოც ყოველ ჯერზე მაკლდება ქულა. წელსაც ვცადე ჩაბარება, მაგრამ წელსაც დამაკლდა. სულ ვთხოვ სამინისტროს, ვწერ განცხადებებს, რომ დამეხმარონ, მაგრამ არანაირი ხელშეწყობა და დახმარება არ ყოფილა. არადა ძალიან მინდა სწავლა.

– დასაქმებული თუ ხართ?

– სამწუხაროდ, არა. დიდი ხანია სამსახურს ვეძებ. საქართველოს ბიზნეს–აკადემიაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დავამთავრე, მპირდებიან დასაქმებას და უახლოეს დღეებში ველოდები ზარს. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ჩემ სამომავლო გეგმებში პირველ რიგში სწავლა შედის. როგორც გითხარით, ძალიან მინდა უმაღლესში ჩაბარება. ასევე აქტიურად გავაგრძელებ მაკეტების შემქმნას და ვეცდები უფრო და უფრო დავხვეწო ნამუშევრები.

წყარო : sputnik

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ლიკა რიგვავა მექსიკური ელის ოქტომბრის ნომერში

ქართველი მოდელი, ლიკა რიგვავა მექსიკური ელის ოქტომბრის ნომრის ედითორიალში მოხვდა, რომლისთვისაც მან გუჩის კრუიზ 2020 კოლექციის სამოსი მოირგო. ლიკა გუჩის 2020 წლის კრუიზ ჩვენებაშიც მონაწილეობდა, ხოლო ამ სეზონზე იგი კვლავ ვიხილეთ გუჩის პოდიუმზე მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში. ლიკას პარიზში სააგენტო “კარინ მოდელს”, მილანში – “NOLOGO Mgmt”, ხოლო საქართველოში “ლუქმოდელსი” წარადგენს.

ფოტოგრაფი: Izack Morales
სტილისტი: Raúl Alvarez
მაკიაჟის არტისტები: Claire Urquhart, Elaine Lynskey
თმის სტილისტი: Michael Thomas Lollo

ლიკა რიგვავა გუჩის 2020 წლის გაზაფხული/ზახფული ჩვენებაზე


Vogue.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ფაქტები, რომელიც ფრენის შიშს გაგიქარწყლებთ

ზოგი ადამიანისთვის ფრენა სასიამოვნო და საყვარელი პროცესია, ზოგიერთისთვის კი ის სტრესისა და შფოთვის წყაროა. კარგი ამბავი ისაა, რომ შიშების უმეტესობის განეიტრალება მარტივად შეიძლება. ამისთვის ისიც საკმარისია, რომ აქ ჩამოთვლილ ფაქტებს გაეცნოთ.

1. ფრენა მასობრივი გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა

შეიძლება თქვენთვის ერთხელ მაინც უთქვამთ, რომ ბევრად მეტი შანსია, ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპოთ, ვიდრე ფრენისას. ეს სიმართლეა. ჰარვარდის უნივერსიტეტის რისკების კომუნიკაციის ინსტრუქტორის, დეივიდ როპეიკის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევაში თქვენი დაღუპვის შანსი დაახლოებით 5 000-ში 1-ია. ავიაკატასტროფაში დაღუპვის შანსი კი 11 მილიონში ერთი.

ავიაკატასტროფებზე მეტად სადარდებელი ჭექა-ქუხილია. თქვენი ცხოვრების განმავლობაში შანსი, რომ მეხი დაგეცეთ, დაახლოებით 13 000-ში ერთია.

2. თვითმფრინავები ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე ინტენსიურ ტესტირებას გადიან

ფოტო: Airbus

სანამ თვითმფრინავი ავიაკომპანიას გადაეცემა, ის ხანგრძლივ ტესტირებას გადის, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ეტაპადაა დაყოფილი.

ტესტირებისას მოწმდება თუ რამდენად დრეკადია თვითმფრინავის ფრთები. გამოცდისას ზოგჯერ ფრთებს 90-გრადუსიანი კუთხითაც ღუნავენ. ფრთების ამჟამად მოღუნვისთვის იმაზე ბევრად მეტი ენერგიაა საჭირო, ვიდრე ნებისმიერ თვითმფრინავს ფრენისას ოდესმე განუცდია. ცდებისას ასევე მოწმდება რამდენად უძლებს ძრავი მასში რაიმე ფრინველის მოხვედრას. ასევე მოწმდება მუხრუჭები და ყველა ის სისტემა, რომელიც თვითმფრინავის გამართულად მუშაობისთვისაა საჭირო.

3. თვითმფრინავებს ერთი ძრავით ფრენა შეუძლიათ, დაჯდომა კი ორივე ძრავის გარეშეც შესაძლებელია

ყველა კომერციული თვითმფრინავი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, ერთ-ერთი ასეთი სტანდარტი კი ერთი ძრავით ფრენაა. თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მწყობრიდან ორივე ძრავი გამოვა?

თვითმფრინავებს სიმაღლიდან კონტროლირებული დაშვება ორივე ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც შეუძლია. რა თქმა უნდა, მანძილი, რომლის დაფარვაც თვითმფრინავს ძრავების გარეშე შეუძლია, მის სიმაღლესა და სიჩქარეზეა დამოკიდებული. თუმცა ეს მანძილი თითქმის ყოველთვის საკმარისია იმისთვის, რომ თვითმფრინავი ახლომდებარე აეროპორტში დაეშვას.

4. ტურბულენტობა საშიში არ არის

ფოტო: iStock

ტურბულენტობა არა უსაფრთხოების, არამედ კომფორტის საკითხია. ის უსიამოვნოა, თუმცა ის თვითმფრინავს საფრთხეს ვერ უქმნის, რადგან თვითმფრინავის დიზაინი და სტრუქტურა ამისთვის წინასწარაა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ ტურბულენტობის შესახებ პილოტებმა წინასწარ თითქმის ყოველთვის იციან. განსაკუთრებით ექსტრემალური შემთხვევების დროს კი მათ ყოველთვის შეუძლიათ, რომ ტურბულენტურ ზონას გვერდი აუარონ.

5. ამინდი დაბრკოლებას არ წარმოადგენს

ფოტო: 123Rf

ყველა თანამედროვე თვითმფრინავს წვიმაში, ქარში და ჭექა-ქუხილშიც კი, ფრენა უსაფრთხოდ შეუძლია. პრობლემას არც ნისლი წარმოადგენს, თვითმფრინავს ავტომატური სისტემების წყალობით აეროპორტში დაჯდომა მაშინაც კი შეუძლია, როდესაც ხილვადობა ნულია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა პრეისტორიული ადამიანის ჩონჩხის რეკონსტრუქცია განახორციელეს

ებრაელმა მეცნიერებმა 70,000 წლის წინ გარდაცვლილი დენისოვანი გოგონას ძვალში აღმოჩენილი დნმ-ის საშუალებით პრეისტორიული ადამიანის რეკონსტრუქცია განახორციელეს.

გოგონა დიდი ხნის წინ გადაშენებული დენისოვანების წარმომადგენელი იყო, რომლებიც ნეანდერტალებისა და თანამედროვე ადამიანის უძველესი ნათესავები არიან.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დეტალური ანატომიური რეკონსტრუქცია განვახორციელეთ და ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ეს ადამიანები,“ – განაცხადა გენეტიკის პროფესორმა ლირან კარმელმა.

რეკონსტრუქციის შედეგად მეცნიერებმა „მიიღეს“ დენისოვანი, რომელიც ერთი შეხედვით თანამედროვე ადამიანს ძალიან ჰგავს, თუმცა ახლოდან დაკვირვების შემდეგ მათ შორის აშკარა განსხვავებებს აღმოაჩენთ.

რეკონსტრუქტირებული ჰუმანოიდი ირიბი შუბლით, გრძელი სახითა და დიდი მენჯის ძვლით ნეანდერტალებს ჰგავს, თუმცა დენისოვანები ფართო თავის ქალითა და დიდი დენტალური თაღით გამოირჩევიან. დნმ-დან მიღებული მონაცემების თანახმად, დენისოვანებს მუქი კანი, თვალები და თმა ჰქონდათ.

დაახლოებით 70,000 წლის წინ გარდაცვლილი გოგონას სამი კბილი, ძვალი და ქვედა ყბა ციმბირში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში 2008 წელს აღმოაჩინეს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა :თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ვროპის ბაზარზე წითელი ბანანი გამოჩნდა

ვროპის ბაზარზე წითელი ბანანი გამოჩნდა.  პროდუქტს ეკვადორში, კომპანია „Freskita Bananas“ აწარმოებს.

წითელი ბანანი ტროპიკული ხილის ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა ტრადიციული ბანანისგან მკვეთრად განსხვავდება. კერძოდ, ეს არის ფერი, პატარა ზომა, უფრო ტკბილი გემო, ბევრად მეტი A ვიტამინის შემცველობა.  ბანანის ეს სახეობა ეკვადორში საკმაოდ შეზღუდული რაოდენობითაა, ამიტომ მისი მთლიანი მოცულობა ექსპორტზე გადის.

„Freskita Bananas“–კომპანიამ იცის, თუ რა მოთხოვნები და საჭიროებებია ბაზარზე ამიტომ ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ფართო ასორტიმენტი შესთავაზონ მომხმარებელს. მართალია, ბანანის დიდი მოცულობა არ იწარმოება, მაგრამ მათთვის მთავარი ხარისხია. ყოველი ახალი პროდუქტის უკან დგას გუნდი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას მის ხარისხსა და მიწოდების უზრუნველყოფაზე.

წყარო : Inc.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

❤️„აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებო“ – გია ყანჩელმა ფილმი „შინდისი“ მუსიკალურად გააფორმა

“შინდისის გმირების” პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ფილმის პრო­დი­უ­სე­რი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი გია ყანჩელის გარდაცვალებას ეხმიანება და მასთან შეხვედრას იხსენებს.

როგორც რეჟისორი წერს, მან ლეგენდარულ კომპოზიტორს “შინდისის გმირების” მუსიკალური გაფორმება სთხოვა, რაც გია ყანჩელმა სრულიად უანგრაროდ გააკეთა.

“როდესაც ბატონ გია ყანჩელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “შინდისის გმირების” მუსიკალურად გაფორმება ვთხოვე, მიპასუხა, – მაჩვენე ფილმის შავი მონტაჟი, თუ ჩემი თავი დავინახე, აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებ და თუ ვერ დავინახე საკუთარი თავი, მილიონი რომ გადამიხადო, ვერ გავაკეთებო!

მეორე დღესვე დავუტოვე ფილმი. იმავე ღამეს, გვიან მირეკავს. მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთ წინადადებას მეუბნება: ხვალ დილით, 11 საათზე გელოდები, ჩემთან სახლში.

მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. “შინდისის გმირების” პირველ ნაწილს, ლეგენდარული გია ყანჩელის მუსიკა ამდიდრებს!

მაესტრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდად განისვენეთ!” – წერს რეჟისორი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს — კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალებულო უნდა გახდეს. შესაბამისი პროექტი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ წარადგინეს.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას უნდა გამოიყენონ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც მათივე თქმით, ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

„თავისუფლების ქარხანა“ – თავისუფლების ახალი ეკოსისტემა თბილისში

3 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე
(პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენს „თავისუფლების ქარხნის „
იდეის პრეზენტაციას.
ორგანიზატორები (საინიციატივო ჯგუფი ამა წლის 7 სექტემბერს ჩამოყალიბდა) იწვევენ
ყველა თავისუფალ და თავისუფლების მოყვარე ადამიანს, რომლისთვისაც
უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო თავისუფლებისთვის ბრძოლა და რომელიც ეთანხმება
ამ პრინციპების შინაარსს და იზიარებს მათ.
პლათფორმის 5 ძირითადი პრინციპი
1. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
2. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა
3. განხვავებული აზრის პატივისცემა
4. პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება
5. თავისუფალი აზროვნება & შემოქმედება
„თავისუფლების ქარხნის“ ერთ-ერთი ინიციატორის, სანდრო კაკულიას განცხადებით,
თბილისში, კერძოდ კი პეტრიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში, ღვინის ქარხანა #1-ის
ტერიტორიაზე იქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული
პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის,
თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის,
თუ უბრალოდ – სოციალიიზაციის მსურველთათვის.
„ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე უკვე წარმატებულად ფუნქციობს კვებისა და გართობის
ობიექტები რომლებიც თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ბოლო
წლების საყვარელ ადგილად იქცა. თუმცა, ჩვენი იდეა ამ სივრცის აბსოლუტურად ახალი
მახასიათელებითა და შინარსით შევსებას გულისხმობს. ეს არ იქნება მხოლოდ ე.წ Food
Court-ი და კვების ობიექტების გაერთიანება. ჩვენ ვფიქრობთ, ჩამოვაყალიბოთ ისეთი
FREEDOM FACTORY
ეკოსისტემა, რომელიც ინოვაციური ვირტუალური თუ ფიზიკური პლატფორმების
მეშვეობით ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება თბილისში.
შეიქმნება საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო
აუდიტორიები, ჩატარდება ვორქშოპები და მრავალფეროვანი , ინტერ-დისციპლინური
ლექციები. თავისუფლების ქარხნის ბაზაზე დაფუძნდება ლაბორატორიები,
სახელოსნოები და თანამედროვე ინოვაციების ჰაბი .
თანამშრომლობისთვის ვიწვევთ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს საინტერესო და კრეატიული
იდეები, ნამუშევრები თუ გამოგონებები, სურს მიიღოს ცოდნა ან გაუზიაროს საკუთარი
გამოცდილება სხვებს. ვიწვევთ ყველას, ვისაც თავისუფალ გარემოში საკუთარი თავის
რეალიზაცია სურს, ყველას, ვისაც თავისუფლების შენებაში ერთი აგურის დადება მაინც
შეუძლია.
იქმნება ფონდი, რომელიც წაახალისებს ყველა ინოვატორულ წამოწყებას და ხელს
შეუწყობს შემოქმედებითობის განვითარებას, არაფორმალური განათლების მიღებას და
კულტურული მიღწევების გაცნობას. იდეის პრეზენტაციაზე გახმოვანდება მრავალი
ინიციატივა, რომელიც თბილისელებს და სტუმრებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს,“ –
აცხადებს სანდრო კაკულია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დაავადება კოღოს ნაკბენით გადადის, აშშ-ში მერვე ადამიანი გარდაიცვალა

ცხენის აღმოსავლური ენცეფალომიელიტის დაავდებისგან შეერთებულ შტატებში წელს მერვე ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით, რომელიც კოღოების საშუალებით ვრცელდება, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა  მასაჩუსეტის შტატში, დაფიქსირდა.

ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსი (EEEV) იშვიათი დაავადებაა რომელიც კოღოების ნაკბენებით ჩნდება. EEEV ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებში ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 4-დან 10 დღემდე და დაავადების მწვავე მიმდინარეობა გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, სიმძიმისდა მიხედვით.

EEEV -ით დაინფიცირებული ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეთ გრიპის ან დენგეს ცხელების მსგავსი სიმპტომები (ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, გულისრევა), ნეიროინვაზიური სიმპტომებით (მენტალური სტატუსის ცვლილება, გულყრა),  ზოგიერთ შემთხვევაში კი – კომა და ამის შედეგად თავის ტვინი დაუზიანდეთ.

დაავადებულებში ლეტალობის მაჩვენებელი 30 პროცენტია.

ჯანდაცვის ხელისუფლება მოსახლეობას შებინდების შემდეგ გარეთ გასვლიდან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

წყარო : CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 18 19 20 21 22 40
Page 20 of 40