close
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა პრეისტორიული ადამიანის ჩონჩხის რეკონსტრუქცია განახორციელეს

ებრაელმა მეცნიერებმა 70,000 წლის წინ გარდაცვლილი დენისოვანი გოგონას ძვალში აღმოჩენილი დნმ-ის საშუალებით პრეისტორიული ადამიანის რეკონსტრუქცია განახორციელეს.

გოგონა დიდი ხნის წინ გადაშენებული დენისოვანების წარმომადგენელი იყო, რომლებიც ნეანდერტალებისა და თანამედროვე ადამიანის უძველესი ნათესავები არიან.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დეტალური ანატომიური რეკონსტრუქცია განვახორციელეთ და ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ეს ადამიანები,“ – განაცხადა გენეტიკის პროფესორმა ლირან კარმელმა.

რეკონსტრუქციის შედეგად მეცნიერებმა „მიიღეს“ დენისოვანი, რომელიც ერთი შეხედვით თანამედროვე ადამიანს ძალიან ჰგავს, თუმცა ახლოდან დაკვირვების შემდეგ მათ შორის აშკარა განსხვავებებს აღმოაჩენთ.

რეკონსტრუქტირებული ჰუმანოიდი ირიბი შუბლით, გრძელი სახითა და დიდი მენჯის ძვლით ნეანდერტალებს ჰგავს, თუმცა დენისოვანები ფართო თავის ქალითა და დიდი დენტალური თაღით გამოირჩევიან. დნმ-დან მიღებული მონაცემების თანახმად, დენისოვანებს მუქი კანი, თვალები და თმა ჰქონდათ.

დაახლოებით 70,000 წლის წინ გარდაცვლილი გოგონას სამი კბილი, ძვალი და ქვედა ყბა ციმბირში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში 2008 წელს აღმოაჩინეს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა :თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0