close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა

სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა და განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებლების ხუთეულში გეგმავს შესვლას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„თავდაუზოგავი შრომით, მომდევნო 15-20 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებლების ხუთეულში შევალთ და ჩინეთის ავტოინდუსტრიას წინ წამოვწევთ“, – განაცხადა პრეზენტაციაზე Xiaomi-ს ხელმძღვანელმა ლი იუნმა.

რაც შეხება თავად ელექტრომობილს, ეს სედანი SU7-ია, რომელსაც იგივე ოპერატიული სისტემა უყენია, რაც Xiaomi-ს პოპულარულ ტელეფონებს. Xiaomi ავტომობილებს BAIC Group-ი პეკინის ერთ-ერთ ქარხანაში დაამზადებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

NASA-მა ღრმა კოსმოსიდან Ultra HD ხარისხის ვიდეო პირველად გადმოსცა🐈

NASA-ს თანამშრომლის კატა ტეიტერსი იმ ვიდეოს გმირი გახდა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ლაზერული კავშირით დედამიწაზე გადმოიცა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ეს მონაცემთა ნაკადური გადაცემის ტექნოლოგიის ტესტირების ფარგლებში მოხდა. Ultra HD ხარისხის გამოსახულების გადმოსაცემად კავშირის თანამედროვე ლაზერული სისტემა იყო გამოყენებული, რომელიც დედამიწიდან 31 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარე ზონდ „ფსიქეზეა“ დამონტაჟებული. ვიდეო ზონდზე მის კოსმოსში გაშვებამდე განათავსეს.

15-წამიანი ვიდეო დედამიწავე 101 წამში მოვიდა. კადრებზე ტეიტერსი ლაზერის სხვის დასდევს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ლაზერული კავშირი მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

7 პროფესია, რომელიც შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს

ტექნოლოგიური განვითარება მუდმივად თამაშობდა გადამწყვეტ როლს სამუშაო ბაზრის ჩამოყალიბებაში. დღეს, ხელოვნური ინტელექტი (AI) გარდაქმნის სამუშაო ძალას, რადგან ახალი სისტემები თანდათან სწავლობენ როგორ შეასრულონ სხვადასხვა ამოცანები. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შეიძლება არ იყოს მყისიერი, ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა იკვალავს გზას სხვადასხვა ინდუსტრიებში. მოდით განვიხილოთ თუ რა სამუშაოების ჩანაცვლება შეუძლია AI-ს.

მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენლები:

კლიენტებისგან ბევრი შეკითხვა მეორდება და არ საჭიროებს მაღალ ემოციურ ან სოციალურ ინტელექტს. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ავტომატური პასუხების გაცემა ხშირად დასმულ კითხვებზე, როგორიცაა შეკვეთის სტატუსი, გადახდის დადასტურება და თანხის დაბრუნება. როდესაც ხელოვნური ინტელექტი ვერ პასუხობს შეკითხვას, მას შეუძლია კლიენტის გადამისამართება ადამიანური მომსახურების წარმომადგენელთან.

ადმინისტრატორები:

ზოგიერთი კომპანია უკვე იყენებს ხელოვნური ინტელექტის მქონე მისაღებ სივრცეებს. მოწინავე AI სისტემებს თავისუფლად შეუძლიათ დაინახონ, მოუსმინონ, გაიგონ და უპასუხონ სტუმრებსა თუ მომხმარებლებს. სავარაუდოა, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო დაიხვეწება და შესაბამისად, მთლიანად გააქრობს ამ სამსახურებს.

ბუღალტრები:
ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის ბუღალტრულ აღრიცხვას. AI-ზე მომუშავე სერვისებს შეუძლიათ ეფექტურად გაუმკლავდნენ მონაცემთა შეყვანას, შეგროვებას, შენახვას და ანალიზს. AI-ის გამოყენება ბუღალტრული აღრიცხვისთვის არის არა მხოლოდ ეკონომიურად მომგებიანი, არამედ გაცილებით ზუსტი, რაც ამცირებს ადამიანის ჩარევის საჭიროებას.

საოფისე სამუშაოები:
ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული პროგრამული პროდუქტები, ავტომატიზირებს სხვადასხვა საოფისე ამოცანებს, მონაცემთა მოპოვებიდან დაწყებული მონაცემთა ანალიზით დასრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები კვლავ ჩაერთვებიან ტრენინგებსა და უფრო მაღალი დონის ანალიზში, რუტინული ამოცანები, როგორიცაა მონაცემთა შეყვანა და დახარისხება, მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებული გახდება.

გაყიდვების წარმომადგენლები:
AI ცვლის სარეკლამო და საცალო ლანდშაფტს. სოციალური მედიის პლატფორმებზე მიზანმიმართული მარკეტინგის შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ შექმნათ პერსონალური კონტენტი. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ისწავლოს სავაჭრო ქცევები და მიაწოდოს პერსონალიზებული პროდუქტის რეკომენდაციები. თვითმომსახურების სარეკლამო ბაზრები ასევე საშუალებას აძლევს ბიზნესს შექმნან საკუთარი რეკლამა, რაც ამცირებს ტრადიციული გამყიდველების საჭიროებას.

ტაქსის და სატვირთო მანქანის მძღოლები:
უახლოეს წლებში ტაქსები და ავტობუსები სრულად ავტონომიური გახდება. გარდა ამისა, სატვირთო მანქანების მძღოლების დეფიციტი შესაძლებელს ხდის, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე სატვირთო მანქანები ჩაანაცვლებენ ადამიანურ მძღოლებს. კომპანიები, როგორიცაა Waymo და Cruise, უკვე ლიდერობენ ავტონომიური მართვის ტექნოლოგიაში.

კორექტორები და მთარგმნელები:
ხელოვნური ინტელექტის მქონე აპლიკაციები, ეხმარებიან მწერლებს შეამოწმონ თავიანთი ნამუშევარი წაკითხვის, ორთოგრაფიული შეცდომებისა და გრამატიკული შეცდომებისთვის. AI ასევე აადვილებს თარგმნის პროცესს, რაც მართალია მთარგმნელებისთვის დიდი დახმარებაა, თუმცა ეს ერთგვარი გამოწვევაცაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

რუსეთმა პირველი ელექტრომანქანის პროტოტიპი წარადგინა – კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ეს მოდელი „ტესლას მოკლავს“

18 დეკემბერს მოსკოვის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი რუსული ელექტრომობილის პროტოტიპი წარადგინეს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით,ელექტრომობილის პროექტი რუსულმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Avtotor-მა შეიმუშავა და პირველი პროტოტიპი მხოლოდ სატესტო პროცესს გადის.

მწარმოებელ კომპანია Avtotor-ში ირწმუნებიან, რომ მათი ახალი ელექტრომობილი „ტესლას მოკლავს“

მწარმოებლის თქმით, ავტომობილის ყველა ნაწილი რუსეთშია დამზადებული და მანქანების გამოშვება 2025 წლიდან იგეგმება.

Avtotor-ის საწარმო კალინინგრადში მდებარეობს და მასში BMW-ს, Ford-ის, KIA-სა და Hyundai-ის ავტომობილები მზადდებოდა, თუმცა, დასავლეთის სანქციებმა ამ ყოველივეს შეჩერება გამოიწვია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტექნოლოგიები

დიდი დიღმიდან სარაჯიშვილისკენ, შემდგომ კი სადგურის მოედნისკენ ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება – Ramboll-ის რეკომენდაცია

დიდი დიღომი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უბანია დედაქალაქის სხვა უბნებს შესაძლოა ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს, ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმიდან ხდება ცნობილი. 80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის არის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია “რამბოლმა”, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

დოკუმენტში საუბარია რამდენიმე ალტერნატიულ სცენარზე, რომლითაც დიდი დიღმის ცენტრალურ უბნებთან დაკავშირების გეგმები არსებობს. კვლევის მიხედვით, ამ მიმართულებით სატრანსპორტო კვანძების განვითარება აუცილებელია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ 2042 წლამდე დიდი დიღმის მოსახლეობა 54.6%-ით გაიზრდება.

დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის განვითარების გეგმა:

დიდი დიღომი საბჭოთა პერიოდში გაშენდა ქალაქის ჩრდილოეთით, როგორც ახალი საცხოვრებელი უბანი. იგი ყოველთვის განიცდიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდ კავშირს. ამჟამად ტერიტორიას გადატვირთული ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურება, რის შედეგადაც ადამიანები ქალაქის ცენტრში უმეტესად ავტომობილით მგზავრობენ. მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში შემოთავაზებული TBT (10 საავტობუსე ზოლით შეკრული დერეფანი) ქსელი დიდ დიღომს თბილისის დანარჩენ ნაწილთან დააკავშირებს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, დიდ დიღომსა და ქალაქის ცენტრს შორის მგზავრობისთვის უმჯობესი იქნება სარკინიგზო სისტემა. ეს შეესაბამება ქალაქში სარკინიგზო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის თბილისის გრძელვადიან ხედვას, რომელიც მიჩნეულია უფრო კომფორტულად და ეფექტურად.

დიდ დიღომთან სარკინიგზო კავშირის შემდეგი ვარიანტები შეიძლება განიხილოს:

ვარიანტი 1: ცენტრალური რკინიგზის სადგური სარაჯიშვილის გავლით დიდ დიღომამდე – ტრამვაის მატარებელი, რომელიც მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე ივლის სარაჯიშვილის სადგურამდე, შემდეგ კი სპეციალური ტრამვაის ხაზით გადაადგილდება. ეს დაკავშირებული იქნება შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელთან;

ვარიანტი 2: დიდუბის სატრანსპორტო კვანძიდან დიდ დიღომამდე – ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება;

ვარიანტი 3: საბურთალოდან დიდ დიღომამდე – ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება.

კიდევ ერთი ალტერნატივა, რომლითაც დიდი დიღმის დაკავშირება განიხილება არის ამ უბნიდან დელისის მიმართულებით ახალი საბაგიროს გაყვანა.

დოკუმენტის თანახმად, ახალი ტრამვაის ექსპლოატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღად 2035 წელი არის განსაზღვრული და მისი ბიუჯეტი 276 მილიონი დოლარი იქნება. დოკუმენტის მიხედვით, ერთი კილომეტრი ტრამვაის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა კილომეტრზე 20 მილიონ ევრომდე ჯდება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების ღირებულებად 154 მილიონი დოლარი არის შეფასებული, ხოლო მოძრავი შემადგენლობის შესყიდვისთვის 110 მილიონი დოლარი არის ნავარაუდევი.

წყარო : bm.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

კომპანია Tesla-მ ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა

ილონ მასკის კომპანია Tesla-მ სოციალურ ქსელში მეორე თაობის ჰუმანოიდ რობოტ Optimus-ის სადებიუტო ვიდეო გამოაქვეყნა. ის გასულ წელს წარდგენილ მოწყობილობაზე ბევრად გაუმჯობესებულია.

კადრებში ადამიანთან მიმსგავსებული რობოტის დახვეწილ ვიზუალს ვხედავთ. ასევე, მის მიერ სხვადასხვა მოძრაობის შესრულებას, როგორიცაა გვერდით მიტრიალება, ხელებზე დახედვა, თითების მოკეცვა, სიარული და ჩაკუზვა. სადემონსტრაციო ვიდეო იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ იღებს Optimus კვერცხს და ფრთხილად დებს ისე, რომ არ დააზიანოს.

ბოლოში ორი რობოტი ჩნდება, რომლებიც კლუბურ მუსიკაზე ხელებაწეულები, საკმაოდ მოქნილად ცეკვავენ.

 

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, მრავალი კითხვა არსებობს. მაგალითად, როგორია ამ რობოტის რეალური, გამოყენებადი, შესაძლებლობები ან როგორ აპირებს კომპანია მასში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას, რაც უკვე დაანონსებულია. გაურკვეველია ისიც, შეძლებს თუ არა Optimus სხვადასხვა საქმიანობაში ადამიანის ჩანაცვლებას ახლო მომავალში.

Tesla-ს ინფორმაციით, ეს რობოტი წინა მოდელზე 30%-ით ჩქარა დადის და 10 კილოგრამით მსუბუქია. როგორც ჩანს, მის მექანიკურ ხელებს სერიოზული ყურადღება დაეთმო: ყველა თითზე ტაქტილური სენსორებია ჩამონტაჟებული, რომელთა მეშვეობითაც მოწყობილობას ობიექტებს ფრთხილად გადაადგილება შეუძლია.

მასკისთვის ეს Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან პროგნოზირებს, რომ მომავალში მასზე კომპანიის ღირებულების დიდი ნაწილი იქნება დამოკიდებული. Optimus სავარაუდოდ, 20 000 აშშ დოლარზე ნაკლები ეღირება. მან, წესით, კომპანიის ქარხნებში მომუშავე საწარმოო პერსონალი უნდა ჩაანაცვლოს, მაგრამ რამდენად გამართლდება ეს მოლოდინი, უცნობია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ადამიანის ტვინის ქსოვილისგან ფუნქციური კომპიუტერი შექმნეს

არ არსებობს ადამიანის ტვინისავით ძლიერი და კომპლექსური კომპიუტერი. თავის ქალის შიგნით მოქცეული ქსოვილი ისეთი მოცულობის ინფორმაციას ამუშავებს ისეთი სისწრაფით, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია ამასთან ახლოსაც ვერ მივა.

ტვინის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ ნეირონები პროცესორის როლსაც ეფექტიანად ასრულებს და მეხსიერების აპარატისასაც. განსხვავებით ტვინისგან, თანამედროვე გამოთვლით მოწყობილობებში ესენი ფიზიკურად განცალკევებული ერთეულებია.

მსოფლიოს მეცნიერებს აქამდე არაერთხელ უცდიათ, გამოთვლები ადამიანის ტვინისათვის მეტად მიემსგავსებინათ. ახალი ნაშრომის ფარგლებში მკვლევრებმა წინ წაიწიეს — მათ ადამიანის ტვინის ნამდვილი ქსოვილის ელექტრონიკასთან ინტეგრაცია შეძლეს.

ინოვაციას Brainoware ეწოდება და იგი ნამდვილად მუშაობს — ფენგ გუომ, ინჟინერმა და მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელმა, მას სხვადასხვა მოქმედება შეასრულებინა წარმატებით, მათ შორის საუბრის ამოცნობა და არაწრფივი განტოლებების პროგნოზირება.

იგი ოდნავ უფრო უზუსტო აღმოჩნდა, ვიდრე ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ნამდვილი ელექტრონული კომპიუტერი. მთავარი ისაა, კვლევის ფარგლებში პირველი ნაბიჯი გადაიდგა ახალი ტიპის კომპიუტერული არქიტექტურისკენ.

Brainoware-ის შექმნისას მეცნიერებმა ეთიკური პრინციპები დაიცვეს. მეორე მხრივ, სფეროს სხვა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიის დახვეწისას ეთიკის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.

გუომ და მისმა კოლეგებმა ტრადიციულისგან განსხვავებულ მიდგომას მიმართეს. მათ ადამიანის ტვინის ნამდვილი ქსოვილი გამოიყენეს, რომელიც ლაბორატორიაში გაზარდეს. ადამიანის პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან მათ სხვადასხვა ტიპის ტვინის უჯრედები შექმნეს. ისინი სამგანზომილებიან მინიტვინებად, სახელად ორგანოიდებად, განლაგდა. მათ კავშირები და სტრუქტურები ისევე განუვითარდა, როგორც ნამდვილ ტვინშია. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

მასკის ახალი AI-სტარტაპი $1 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

ილონ მასკის ახალი AI-სტარტაპი აქციების გაყიდვით $1 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. ხელოვნური ინტელექტის ფირმა xAI-ის განაცხადი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას უკვე წარედგინა, მილიარდერის კომპანიამ კი ამ დრომდე $134.7 მილიონის ინვესტიციები მიიღო.

როგორც მილიარდერმა წლის დასაწყისში, Twitter Spaces-ის ღონისძიებაზე განაცხადა, მის AI-ში, „მორალის პირდაპირი ფორმით დაპროგრამების“ ნაცვლად, xAI მაქსიმალურად ცნობისმოყვარე ხელოვნური ინტელექტის შექმნას შეეცდება. გასულ თვეში, ChatGPT-თან კონკურენციის მიზნით, xAI-იმ მისი პირველი პროდუქტი, AI-ბოტი, სახელწოდებით Grok-ი წარადგინა.

მასკის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI ცალკე აპლიკაციად იქნება წარმოდგენილი, თუმცა ამასთან ერთად ინტეგრირებული იქნება მის სოციალურ მედიაპლატფორმა X-შიც. მილიარდერის ფირმა DeepMind-ის, OpenAI-ისა და სხვა წამყვანი AI-კვლევითი ფირმების ყოფილ თანამშრომლებს აერთიანებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

იაპონიაში, მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სინთეზის რეაქტორი ამუშავდა

იაპონიაში მსოფლიოში უდიდესი ექსპერიმენტული ბირთვული სინთეზის რეაქტორი აამუშავეს. ეს ტექნოლოგია ჯერ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, მაგრამ ფიქრობენ, რომ სწორედ ის იქნება მომავალში კაცობრიობის ენერგეტიკულ საჭიროებათა დაკმაყოფილების ძირითადი წყარო.

 

მსგავსი: დიდი გარღვევა მეცნიერებაში — ბირთვული სინთეზით გახარჯულზე მეტი ენერგია მიიღეს, რაც შეიძლება, უსაზღვრო ენერგიის წყარო გახდეს #1tvმეცნიერება
ბირთვული სინთეზი განსხვავდება ბირთვული დაშლისგან, რომელსაც ამჟამად იყენებენ ატომურ ელექტროსადგურებში. ერთი ატომბირთვის დაშლის ნაცვლად, ის ორ ატომბირთვს ურწყავს ერთმანეთს.

რეაქტორ JT-60SA-ის მიზანია, შეამოწმოს სინთეზის, როგორც უსაფრთხო, ფართომასშტაბიანი და ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიის წყაროს გამოსადეგობა, რომელიც უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მის საწარმოებლად ხარჯავს.

ექვსსართულიანი შენობის სიმაღლის დანადგარი ტოკიოს ჩრდილოეთით არის განთავსებული და შედგება დონატის ფორმის „ტოკამაკისგან“, რომელშიც პლაზმა 200 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება.

წარმოადგენს ევროკავშირისა და იაპონიის ერთობლივ პროექტს; კიდევ ერთი ასეთი პროექტი, სახელად საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორი (ITER) ამჟამად საფრანგეთში შენდება.

ორივე პროექტის საბოლოო მიზანია წყალბადის ბირთვების შერწყმა ერთ უფრო მძიმე ელემენტად, ჰელიუმად, რა დროსაც გამოიყოფა ენერგია სინათლისა და სითბოს სახით — ახდენს იმ პროცესის მიბაძვას, რაც მზეში მიმდინარეობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

VIDEO: უიშვიათესი ფაქტი – ხელის პროთეზი ქალის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდა

50 წლის შვედ ქალს, რომელმაც ხელი ფერმაში მომხდარი ინციდენტისას დაკარგა, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროთეზი დაუყენეს, რომელიც ამავე დროს, ტრანსფორმაციულიც აღმოჩნდა.

ბიონიკური ხელი ეფუძნება რევოლუციურ ტექნოლოგიას, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს უერთდება და წარმოქმნის ადამიანი-მანქანის ინტერფეისს; შედეგად, ხელოვნურ ინტელექტს თავის ტვინის სიგნალების ზუსტ, მაგრამ მარტივ მოძრაობებად გადათარგმნა შეუძლია.

ქალი, რომელსაც ბიონიკური ხელი დაუყენეს, სახელად კარინი (გვარი ანონიმურია), ახლა გარკვეულწილად გრძნობს შეხებას და ინდივიდუალურად ამოძრავებს ხუთ ბიონიკურ თითს, თანაც 95-პროცენტიანი წარმატებით.

კარინმა ოცი წელი იცხოვრა მარჯვენა ხელის გარეშე, მაგრამ ახლა, მას უკვე შეუძლია ყოველდღიური საქმიანობის 80 პროცენტის შესრულება, მაგალითად, საკვების მომზადება, საგნების აღება, ჩანთებისა და ტანსაცმლის შეკვრა გახსნა, კარის ჩამკეტის დატრიალება, ხრახნების დაჭერა.

გარდა ამისა, პროთეზული ხელის დაყენების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა კარინის ყრუ ტკივილიც, რომელიც მისი თქმით, ისეთი იყო, თითქმის ხელს ხორცსაკეპ მანქანაში ყოფდა.

„პროთეზით ყველაფერს უკეთესად ვაკონტროლებ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ტკივილი შემიმსუბუქდა. დღეს გაცილებით ნაკლები მკურნალობა მჭირდება“, — ამბობს კარინი.

ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელმაც კარინის ბიონიკური ხელი შექმნა, მისი წარმატების შესახებ ახლახან გამოაქვეყნა პუბლიკაცია ჟურნალ Science Robotics-ში.

შვედ, იტალიელ და ავსტრალიელ მკვლევართა განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შიდა ელექტროდების მქონე რობოტულმა ხელმა გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა იდაყვს ქვემოთ ამპუტაციის შემთხვევებში.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 91
Page 10 of 91