close

ბიოლოგია

ბიოლოგია

მეცნიერებმა დნმ-ის ანალიზით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირება მოახდინეს

ახლა მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა მისი დნმ-ის ანალიზის მეშვეობით.  საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლა ქიმიური რეაქციის ინტერპრეტაცია, რომელიც ადამიანის სხეულში მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოაჩინეს „ბიოლოგიური საათი“ , რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს ინდივიდის  სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებაში.

 

როგორც ჩანს, ასაკი არ არის მხოლოდ განვლილი წლების რაოდენობა. ჩვეულებრივი ასაკი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც ბიოლოგიური ასაკი, რომელიც დნმ-ის მიხედვით დაითვლება.  იმისათვის, რომ გამოვთვალოთ ადამიანის „ბიოლოგიური საათი“, მკვლევარებმა შეადარეს მოხალისეების  ფაქტობრივი ასაკი იმას, რაც ასახულა დნმ-ში.

როგორც სამეცნიერო ვებ-გვერდ„Science Blog”-ზე დაყრდნობით გავრცელდა, მეცნიერები მივიდნენ დასვკნამდე, რომ ადამიანები, რომელთა ბიოლოგიური ასაკი აღმოჩნდა უფრო მეტი ვიდრე ფაქტობრივი ასაკი, მოკვდებიან შედარებით მალე,  ვიდრე ისინი, რომელთა ასაკებიც ერთმანეთს ემთხვევა. ეს პროცესი განმეორდა 4 ცალკეულ კვლევაში. კვლევის შედეგები მიიღეს 14 წლის განმავლობაში 5000 ადამიანის შესწავლით.

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევართა ცნობით – ოთხმა კვლევამ იდენტური კავშირი აჩვენა ბიოლოგიურ და ფაქტობრივ ასაკს შორის.

რა ვიცით სიცოცხლის ხანგძლივობაზე

2005 წელს 115 წლის ასაკში გარდაიცვალა პლანეტის უძველესი მკვიდრი ჰენდრიკ ვან ადენ-სხიპპერი. ნიდერლანდელმა თავისი სხეული მეცნიერებას აჩუქა. მისმა სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა დამოკიდებულია ღეროვან უჯრედებზედა მათი თვითგანახლების უნარზე.

მეცნიერები გაოცდნენ იმით, რომ ქალის სხეულში სისხლის თეთრი უჯრედები გამოჩნდნენ მხოლოდ ორი ღეროვანი უჯრედისგან. ამის საფუძვლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა ან თითქმის ყველა სისხლის ღეროვანი უჯრედები მოკვდა.  აღმოჩნდა, რომ ტელომერები სისხლის თეთრ უჯრედებში გაცვეთილი, ხოლო მათი სიგრძე კი ძალიან მოკლე იყო, რომელიც პირდაპირ მოქმედებს უჯრედების სიცოცხლის ხანგძლივობაზე. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან განაცხადეს, რომ ტელომერის დრეკადობის გაზრდის უსაფრთხო საშუალება უკვე წარმოდგენილია.

იყო ვარაუდი, რომ გამდიდრებული სისხლის ღეროვანი უჯრედებით შესაძლებელია სიცოცხლის ხანგძლივობის გაზრდა.

ბოლო დროს ჩატარებულმა  სიცოცხლის ხანგძივობის შესახებ კვლევამ  აჩვენა, რომ ალელი, რომლის მატარებელიცაა ყოველი მეხუთე ადამიანი, პასუხისმგებელია ტვინზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. აგრეთვე გენეტიკური ვარიაცია ასევე დამოკიდებულია სიცოცხლის ხანგძლივობაზე.

წყარო: Science Blog

სრულად ნახვა
ბიოლოგია

მალარიის პროტეინი კიბოს უჯრედებს ანადგურებს!

მეცნიერთა მტკიცებით, კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მალარიის პარაზიტის გამოყენებით შეუძლია დაავადების 10 სახეობიდან 9 დაამარცხოს.

დანიელი და კანადელი მეცნიერების ჯგუფი ორსულ ქალებში მალარიის მკურნალობის გზების  ძიების დროს შემთხვევით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საუკთესო იარაღს გადააწყდა.

მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მალარიის პროტეინით კიბოს განკურნებაა შესაძლებელი. აღნიშნული მეცნიერები აცხადებენ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ისინი ამ მიზნით დაიწყებენ ადამიანბზე ცდების ჩატარებას.

მალარიის ექსპერტმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა ალი სალანთმა აღმოჩინა, რომ  ნახშირწყლები, რომელსაც მალარიის პარაზიტი ორსული ქალის პლაცენტაში მიემაგრება, არის იმ ნახშირწყლების იდენტური, რომლიც კიბოს უჯრედებშია.

ლაბორატორიაში მისმა გუნდის წევრებმა შექმეს პროტეინი, რომელსაც მალარიის პარაზიტი იყენებს პლაცენტის დასაცავად, და დაუმატეს ტოქსინი.

მალარიის ცილის და ტოქსინის ეს კომბინაცია ეძებს კიბოს უჯრედებს, სანამ შეიწოვება დაავადებული უჯრედების მიერ. შემდეგ ტოქსინი შიგნით თავისუფლდება, რაც იწვევს სწორედ იმ პროცესს, რომელიც კლავს კიბოს უჯრედებს.

პროფესორი სალანთი დააკვირდა პროცესს უჯრედების კულტურაში და კიბოთი დაავადებულ თაგვებში.

„ ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერები ეძებდნენ მსგავსებას პლაცენტის ზრდასა და სიმსივნეს შორის.

პლაცენტა არის ორგანო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იზრდება მხოლოდ რამდენიმე უჯრედიდან იმ ორგანოში, რომლის მასა დაახლოებით ორი ფუნტია, და ის ემბრიონს შედარებით უცხო გარემოში ჟანგბადითა და საკვებით ამარაგებს – იგივეს აკეთებს სიმსივნეც. ის შედარებით უცხო გარემოში აგრესიულად იზრდება,“ – განაცხადა პროფესორმა სალანთმა, რომელიც, თავის გუნდთთან ერთად  მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებში ცდის.

მისი აღმოჩენა, რომ პლაცენტაში მდებარე ნახშირწყლები სიმსივნეებშიცაა წარმოდგენილი,საფუძვლად დაედო ახალი პრეპარატის განითარებას.

“ჩვენ შევისწავლეთ ნახშირწყლების ფუნქცია. პლაცენტაში ის ხელს უწყობს სწრაფ ზრდას. ჩვენმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იგივე ხება კიბოს სიმსივნეებშიც.

ჩვენ შევაერთეთ მალარიის პარაზიტი კიბოს უჯრედებთან და პარაზიტს ისეთი რეაქცია ქონდა მათ მიმართ, როგორც პლაცენტის მიმართ და მიემაგრა მათ.

მკვლევარებმა ათასობით ნიმუში გამოცადეს: დაწყებული ტვინის სიმსივნეებიდან დამთავრებული ლეიკემიით და ზოგადი სურათიც შეიქმნა.

მათმა შედეგებმა აჩვენა, რომ მალარიის ცილას შეუძლია ადამიანის სიმსივნეების 90 პროცენტზე მეტ დაესხას თავს:

არაჰოჯკინის ლიმფომის შემთხვევაში(ლიმფოსარკომა), ნამკურნალევი თაგვების სიმსივნეების ზომა დაახლოებით ოთხჯერ შემცირდა.

პროსტატის კიბოს დროს პირველივე დოზის მიღების შემდეგ სიმსივნეები გაუჩინარდა ექვსი ნამკურნალევი თაგვიდან ორის შემთხვევაში.

ძვლის მეტასტაზური სიმსივნის დროს ექვსიდან ხუთი ნამკურნალევი თაგვი ცოცხალი დარჩა, მაშინ, როცა კონტროლ ჯგუფიდან ვერცერთი თაგვი ვერ გადარჩა .

აღნიშნული გამოგონების უკან მდგომ მეცნიერებთან თანამშრომლობის შედეგად კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა კლინიკური განითარების მართვის მიზნით ბიოტექნოლოგიური კომპანია, VAR2pharmaceuticals, შექმნა.

აღმოჩენა დოკუმენტირებულია ჟურნალ Cancer Cell-ში.

წყარო: Cancer Cell

სტატია მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგია

ჩვენ მალე შევძლებთ ჩავიტვირთოთ ტვინში იმდენი ინფორმაცია, რამდენიც მოგვინდება!

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ შეგვიძლია „ცოდნის პირდაპირ ტვინში ატვირთვა“

მეცნიერთა აზრით, ცოდნის პირდაპირ ტვინში შეტვირთვა, ისევე, როგორ ეს ხდება კლასიკური sci-fiჟანრის ფილმში – „მატრიცაში“, მოხდება ისეთი მცირე ძალისხმევით, როგორიცაა ჩაძინებაა.

მკვლევრები ამტკიცებენ, რომ შეიმუშავეს სიმულატორი, რომელსაც შეეძლება მიღებული ინფრომაციის მიწოდება პირდაპირ ტვინისთვის და ასწავლის ადამიანს უმოკლეს ვადაში ახალ უნარებს.

მათ მიაჩნიათ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯები განვითარებადი პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც მატრიცას სტილს რეალობად აქცევს.

Sci-fiფილმში „მატრიცა“ მთავარ გმირს, ნეოს შუძლია ისწავლოს kung fu რამდენიმე წამში მას შემდეგ, რაც ეს საბრძოლო ხელოვნება მის ტვინში აიტვირთება.

კალიფორნიაში არსებული HRL ლაბორატორიის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ იპოვეს სწავლის გაძლიერების გზა, რომელიც მოქმედებს გაცილებით მცირე მასშტაბებზე, ვიდრე ეს ჰოლივუდის ფილმშია მოცემული.

მათ შეისწავლეს გაწვრთნილი პილოტის ტვინში ელექტრული სიგნალები და შემდეგ ეს მონაცემები შეტვირთეს ახალბედა მფრინავის ტვინში, რომელსაც მისცეს შესაძლებლობა ემართა თვითრმფინავი ფრენის რეალისტური სიმულაციისას.
კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდაჟურნალში –  Frontiers in Human Neuroscience, აღმოაჩინა, რომ სუბიექტები, რომლებმაც  მიიღეს ინფრომაცია ტვინში ჩანერგილი ელექტორდების მეშვეობით, გააუმჯობესებს ფრენის უნარ-ჩვევები 33 %-ით უკეთ, ვიდრე სუბიექტებმა პლაცებო ჯგუფიდან.

„ჩვენი სისტემა პირველია. ეს არის ტვინის სტიმულირების სისტემა,“ განმარტა დოქტორმა, მეთიუ ფილიპსმა.

„ეს ჟღერს, როგორ sci-fi, მაგრამ ჩვენი სისტემის განვითარებას დიდი სამეცნიერო საფუძველი აქვს.“

„ჩვენი კონკრეტული ამოცანა იყო თვითრფინავის მართვაზე დაკვირვება, რომელიც მოითხოვს როგორც კოგნიტური, ისე მოტორული დავალებების შესრულებას.“

„როდესაც რაიმეს სწავლობთ, თქვენი ტვინი ფიზიკურად იცვლება. მყარდება და ძლიერდება კავშირები, რომელ პროცესსაც ნეირო-პლასტიურობა ჰქვია.“

„გამოდის, რომ ტვინის გარკვეული ფუნქციები, როგორიცაა საუბარი და მეხსიერება, მოთავსებულია ტვინის ძალიან კონკრეტულ რეგიონში, რომელიც დაახლოებითთქვენი ნეკა თითის ზომისაა.“

დოქტორი მეთიუსი მიიჩნევს, რომ ტვინის სიმულაცია შესაძლებელია იმპლემენტირდეს ისეთ დავალებებთან, როგორიცაა მანქანის მართვა, გამოცდისთვის მომზადება და ენის შესწავლა.

„მეთოდი თავისთავად ძალიან ძველია. უძველესმა ეგვიპტელებმა 4000 წლის წინ გამოიყენეს ელექტრონების შემცველი სპეციფიკური თევზი ტკივილის შემცირებისა და სტიმულირებისთვის.“

„ამ მეთოდის მეცნიერული შესწავლა დაიწყო 2000-იან წლებში და ახლა აქტიურად მიმდინარეობს კვლევებზე მუშაობა.

„ერთი და იგივე დავალების შესრულებისას ადამიანების ტვინები ერთმანეთისგან განსხვავდება. და რაც აღმოვაჩინეთ არის ის, რომ სტიმულაცია განსაკუთრებით ეფექტური იქნება დასწავლისთვის.“

ამავდროულად, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო მეტად იბნევიან მუშაობის პროცესში.

წყარო: telegraph.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 13 14 15
Page 15 of 15