close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ცნობილია, რამდენი კილოგრამი ნაგავი დატოვეს ადამიანებმა მარსის ზედაპირზე

დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა ჩაგრი კილიჩმა დაითვალა, რამდენი კილოგრამი ნაგავი დატოვეს ადამიანებმა მარსის ზედაპირზე. ჩაგრი კილიჩის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ The Conversation-ი წერს.

ჩაგრი კილიჩის გათვლებით, მარსის ზედაპირის კვლევის 50 წლის განმავლობაში ადამიანებმა „წითელ პლანეტაზე“ 7119 კილოგრამი ნაგავი დატოვეს.

გაეროს მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყანამ მარსზე 14 სხვადასხვა ექსპედიციის ფარგლებში 18 ობიექტი გაგზავნეს. კილიჩმა მარსზე გაგზავნილი კოსმოსური აპარატების მასა შეაჯამა (9979 კგ) და ჯერ კიდევ მომუშავე აპარატის წონა (2860 კგ) გამოაკლო.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ჯეიმს ვებმა“ მოლეკულურ ღრუბელში ყინულის ბუდობი შეისწავლა

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა მოლეკულურ ღრუბელში ყინულის ნაწილაკების დღეისთვის ყველაზე დეტალური ანალიზის შედეგები წარადგინა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მეცნიერებმა დაკვირვება ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ დახმარებით ჩაატარეს. ღრუბელი „ქამელეონი I“ დედამიწიდან 630 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს – ეს გაზისა და მტვრის რეგიონია, სადაც წყალბადი და ნახშირბადის მონოქსიდი წარმოიქმნება.

„ვების“ მიერ გადაღებული ფოტოს ქვედა მარცხენა კუთხეში ახალგაზრდა პროტოვარსკვლავი Ced 110 IRS 4-ია აღბეჭდილ. სტაფილოსფერი წერტილები ფოტოზე ვარსკვლავებიდან მომავალ სინათლეს წარმოადგენს.

დედამიწისთვის ჩვეული წყლის ყინულის გარდა, მეცნიერებმა კოსმოსურ სივრცეში სხვადასხვა მოლეკულის გაყინული ფორმა აღმოაჩინეს, მათ შორის ამიაკის, მეთანის, მეთანოლის. ამ გაყინულ მოლეკულებს ვარსკვლავებისა და პლანეტების შექმნაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

მეცნიერებს თქმით, კვლევის შედეგები მათ დაეხმარებათ უკეთ გაერკვნენ ეგზოპლანეტების ფორმირებისთვის აუცილებელი მარტივი და რთული მოლეკულების წარმოქმნაში.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდები, რომლებიც აქამდე არ გვინახავს, მზის სიკაშკაშეში იმალება

ბოლო დროს ტელესკოპებით განხორციელებულმა დაკვირვებებმა დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტები (NEO, მათ შორის ასტეროიდები, გამოავლინა, რომლებიც აქამდე არასდროს გვინახავს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ასტეროიდების პოვნა და თვალყურის დევნება შეიძლება გადამწყვეტი იყოს მზის სისტემის ისტორიისა და პლანეტების ფორმირების შესწავლაში.
კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ასტრონომი სკოტ შეპარდი დედამიწასა და მზეს შორის რამდენიმე დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტის აღმოჩენის შესახებ იუწყება.
„ახალი ტელესკოპური დათვალიერებები ებრძვის მზის სიკაშკაშეს და ბინდის დროს ეძებს ასტეროიდებს მზისკენ. ამ კვლევებმა აღმოაჩინა მრავალი ადრე უცნობი ასტეროიდი დედამიწის შიგნით“, – წერს შეპარდი.
ეს ასტეროიდები კლასიფიცირდება მათი პოზიციის მიხედვით: ჩვენ გვაქვს ატირასი (დედამიწის შიგნით ორბიტებით), ვატირასი (ვენერას შიდა ორბიტებით) და ჰიპოთეტური ვულკანოიდები (მერკურის შიდა ორბიტებით).
დინამიურად არასტაბილური ორბიტების (დაახლოებით 10 მილიარდი წლის) და არაპროგნოზირებადი მოძრაობების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ მიმდინარეობს NEO-ების გარკვეულწილად ხელახლა შევსება.
„მოძრაობა დამოკიდებულია ასტეროიდის ბრუნვაზე, ზომაზე, ალბედოსა და მზიდან დაშორებაზე. რაც უფრო პატარაა ასტეროიდი და რაც უფრო მეტ მზის შუქს შთანთქავს, მით უფრო დიდია მისი მოძრაობა“, – წერს შეპარდი.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ასტეროიდების ეს აღმოჩენები დაგვეხმარება უფრო მეტი გავიგოთ მათი მოძრაობის შესახებ და ასევე იმის დადგენაში, როგორ ახერხებს დედამიწასთან ახლოს არსებული ობიექტები სტაბილური რაოდენობის შენარჩუნებას. მეცნიერები ფიქრობენ, რომ NEO-ების უმეტესობა არის ასტეროიდები, რომლებიც განდევნილია მარსსა და იუპიტერს შორის არსებული მთავარი სარტყლიდან.
რაც უფრო პატარაა ასტეროიდები, მით უფრო რთულია მათი დანახვა. მეცნიერთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული „პლანეტის მკვლელი“ NEO-ების დაახლოებით 90 პროცენტი – 1 კილომეტრი ან მეტი სიგრძით – უკვე ნაპოვნია.
ბოლო რამდენიმე უცნობ 1-კილომეტრიან NEO-ს, სავარაუდოდ, ორბიტები მზესთან ახლოს აქვს ან მაღალი დახრილობით ხასიათდება, რაც მათ NEO-ს ძირითადი კვლევების სფეროებს აშორებს.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსში მოგზაურობა ქალებსა და მამაკაცებზე განსხვავებულად მოქმედებს

ადამიანის ორგანიზმზე ნულოვანი სიმძიმის ეფექტი გარდაუვალია, მიუხედავად სქესისა, თუმცა კოსმოსური ფრენის მიმართ ფსიქოლოგიური და ქცევითი რეაგირების თვალსაზრისით „ნასამ“ ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვაობა აღმოაჩინა.

2013 წლის ივნისში ,,ნასამ“ ,,ეროვნულ კოსმოსურ ბიოსამედიცინო კვლევითი ინსტიტუტთან” (NSBRI) ერთად  ქალებსა და მამაკაცებზე კოსმოსის მიერ გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა, იმუნოლოგიური, სენსორმოტორული, კუნთოვანი, რეპროდუქციული და ქცევითი ეფექტების შესწავლის შემდეგ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 477 მამაკაცისა და 57 ქალის მონაცემები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ კოსმოსში მოგზაურობის შედეგად მამაკაცებს მხედველობის საგრძნობლად გაუარესება აღენიშნებათ, ქალებს კი – არა. მამაკაცებს ნაკლები იმუნური რეაქცია აქვთ, ქალებს – შედარებით უფრო დიდი. იმავე კვლევის თანახმად, კოსმოსის ზემოქმედების შედეგად მამაკაცებს ასაკში ყურთასმენის დაქვეითება აღენიშნებათ, განსაკუთრებით – მარცხენა ყურში, ხოლო ქალებს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ყურში ყურთასმენის დაქვეითება ნაკლებად აღენიშნებათ.  ასევე, მამაკაცებს ჩვეულებრივ თირკმლებში ქვები უგროვდებათ, ქალები კი რადიაციისგან გამოწვეული კიბოს მიმართ მგრძობიარენი ხდებიან. მამაკაცებს დგომის დროს თავბრუსხვევის მიმართ ნაკლები მგრძნობელობა ახასიათებთ, ქალებს – მეტი, მამაკაცებისთვის საშარდე ტრაქტის ინფექციები ნაკლებად დამახასიათებელია, ქალებისთვის – უფრო მეტად.

 

წყარო: businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კვლევა – მზის სისტემაში აღმოჩენილი ორი ეგზოპლანეტის ნახევარზე მეტს, შესაძლოა, წყალი შეადგენდეს

მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ორი ეგზოპლანეტა „წყლის სამყაროა“, სადაც წყალი მთელი პლანეტის დიდ ნაწილს შეადგენს. ეს სამყაროები, რომლებიც ჩვენგან 218 სინათლის წლით დაშორებულ მანძილზე მდებარეობენ, მზის სისტემაში აღმოჩენილ არცერთ პლანეტას არ ჰგავს.
ჯგუფმა, რომელსაც მონრეალის უნივერსიტეტის ეგზოპლანეტების კვლევის ტროტიეს ინსტიტუტის მკვლევარი კაროლინ პიაულეტი ხელმძღვანელობს,  Kepler-138-ის სახელით ცნობილი ამ პლანეტარული სისტემის დეტალური კვლევა  ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოაქვეყნა.
პიაულეტი და მისი კოლეგები ეგზოპლანეტებს, Kepler-138 c და Kepler-138 d-ს, NASA-ს Hubble-ისა და Spitzer-ის კოსმოსური ტელესკოპებით დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ პლანეტები შეიძლება შედგებოდეს ძირითადად წყლისგან. ეს ორი პლანეტა და ვარსკვლავთან უფრო ახლოს მყოფი პატარა პლანეტა, Kepler-138 b, ადრე აღმოჩენილი იყო NASA-ს  Kepler-ის კოსმოსური ტელესკოპის მიერ. ახალმა კვლევამ აღმოაჩინა მტკიცებულება მეოთხე პლანეტის არსებობაზეც.
დედამიწაზე სამჯერ მეტი მოცულობით და ორჯერ დიდი მასით,  c და d პლანეტებს   დედამიწაზე გაცილებით დაბალი სიმკვრივე აქვთ. ეს გასაკვირია, რადგან დედამიწაზე ოდნავ დიდი პლანეტების უმეტესობა, რომლებიც აქამდე იყო დეტალურად შესწავლილი, თითქოს ჩვენი მსგავსი კლდოვანი სამყარო იყო.
იმის გარკვევა, თუ რისგან შედგება ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტები საკმაოდ დიდ მუშაობას მოითხოვს. ისინი ძალიან შორს არიან და ძალიან ბუნდოვანი იმ ვარსკვლავების შუქთან შედარებით, რომლების გარშემოც ისინი ბრუნავენ; პირდაპირი სურათების მოპოვება ძალიან რთულია და შემდგომში ძალიან იშვიათია და არ აჩვენებს დიდ დეტალებს.
ეგზოპლანეტის შემადგენლობა, როგორც წესი, გამოითვლება მისი სიმკვრივიდან, რომლის დადგენა ორი მახასიათებლის გამოყენებით ხდება – ერთი აღებულია პლანეტის მიერ ვარსკვლავის სინათლის დაბნელებიდან (ტრანზიტი), მეორე კი ვარსკვლავის რადიალური სიჩქარიდან ანუ „რხევიდან“.
ვარსკვლავის შუქი, რომელიც იბლოკება ტრანზიტის დროს, გვიჩვენებს ეგზოპლანეტის ზომას, საიდანაც ვიღებთ რადიუსს. რადიალური სიჩქარე გამოწვეულია ეგზოპლანეტის გრავიტაციული მიზიდვით, რომელიც განიხილება როგორც ვარსკვლავის სინათლის ტალღის სიგრძის რეგულარული, მაგრამ ძალიან მცირე გაფართოება და შეკუმშვა, როდესაც ის მიიზიდება. ამ მოძრაობის ამპლიტუდამ შეიძლება გვითხრას, რა მასა აქვს ეგზოპლანეტას.
როდესაც იცით ობიექტის ზომა და მასა, შეგიძლიათ გამოთვალოთ მისი სიმკვრივე.
ტრანზიტის მონაცემები აჩვენებს, რომ Kepler-138c-სა და Kepler-138d-ს  რადიუსები დედამიწის რადიუსს 1,51-ჯერ, დედამიწის მასას კი 2,3 და 2,1-ჯერ აღემატებიან. ეს მახასიათებლები, თავის მხრივ, გვეუბნება, რომ ეგზოპლანეტების სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე დაახლოებით 3,6 გრამს შეადგენს, მაშინ, როცა დედამიწის სიმკვრივე – კუბურ სანტიმეტრზე 5.5 გრამია.
გუნდის მოდელირების მიხედვით, წყალი შეადგენს ეგზოპლანეტების მოცულობის 50 პროცენტზე მეტს, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 2000 კილომეტრის სიღრმეზე. შედარებისთვის : დედამიწის ოკეანეების საშუალო სიღრმე მხოლოდ 3,7 კილომეტრია. მაგრამ Kepler-138c და Kepler-138d ბევრად უფრო ახლოს არიან თავიანთ ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარსკვლავი პატარა, წითელი ჯუჯაა, ეს სიახლოვე ორ ეგზოპლანეტას ჩვენს დედამიწაზე ბევრად უფრო ცხელს უნდა ხდიდეს. ერთ გარშემოვლას ისინი 13 და 23 დღეს ანდომებენ.
მკვლევარების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სამყაროების ოკეანეები და ატმოსფერო ჩვენს ოკეანეს ჰგავდეს.
„ტემპერატურა Kepler-138c-სა და Kepler-138d-ის ატმოსფეროებში სავარაუდოდ წყლის დუღილის წერტილს აღემატება და ჩვენ ველოდებით ორთქლისგან შემდგარ სქელ, მკვრივ ატმოსფეროს ამ პლანეტებზე“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათი განმარტებით, მხოლოდ ამ ორთქლის ატმოსფეროში შეიძლება იყოს პოტენციურად თხევადი წყალი მაღალ წნევაზე, ან თუნდაც წყალი სხვა ფაზაში, რომელიც ხდება მაღალი წნევის დროს და რომელსაც ზეკრიტიკული სითხე ეწოდება.

წყარო: nasa.gov,  sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს „ტყუპი ძმების ექსპერიმენტი“

არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვით, რომ უნდა მოგიყვეთ ექსპერიმენტის შესახებ, რომლის მსგავსი არასდროს ჩატარებულა და მომავალშიც, არ ჩატარდება. მისი შედეგები კი, კოსმოსში გაფრენის მსურველთათვის, საკმაოდ შემაშფოთებელია.

2015 წლის მარტიდან, ასტრონავტმა სკოტ კელიმ 340 დღე გაატარა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მეცნიერთა ჯგუფი მის სხეულში მიმდინარე ცვლილებებს აკვირდებოდა და ადარებდა სკოტის ტყუპისცალი ძმის – მარკის მონაცემებს. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ერთი ძმა კოსმოსში, ხოლო მეორე დედამიწაზე იმყოფებოდა.

რამდენიმე დღის წინ მეცნიერებმა კვლევის შედეგების პირველი ნაწილი გამოაქვეყნეს. ეს არის 90 გვერდიანი დოკუმენტი NASA Twins Study, რომლიდანაც რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგზე მოგიყვებით.

კოსმოსში მოგზაურობა სხეულს ცვლის
მეცნიერებმა შეისწავლეს დიდი რაოდენობით ინფორმაცია და გამოიყენეს მრავალფეროვანი საზომები ძმებს შორის, კოსმოსში ყოფნის გავლენით, შესაძლო განსხვავებების არსებობის დასადგენად. ეს უკავშირდებოდა როგორც კოგნიტურ უნარებს, ასევე, გენურ აქტივობას მათ ქსოვილებში. ბევრი მოლეკულური ტესტი, რომელიც ტყუპი ძმების კვლევაში გამოიყენეს, აქამდე არასდროს გამოუყენებიათ ასტრონომების საკვლევად.

ექსპერიმენტის ფარგლებში, კელი იღებდა სისხლს საკუთარი ორგანიზმიდან და ინტენსიურად აგზავნიდა დედამიწაზე. რის შემდეგაც, მეცნიერები ლაბორატორიულ კვლევებს ატარებდნენ. ერთ-ერთ ასეთ ტესტში მეცნიერებმა შეისწავლეს სკოტის ლეიკოციტები. ისინი ეძებდნენ მოლეკულურ სიგნალებს იმის დასადგენად, თუ რამდენად აქტიური იყო გენი. მათ იპოვეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც კელის ორგანიზმში ათასობით გენი იყო გააქტიურებული.

მეცნიერების აზრით, გენების გააქტიურება სტრესით იყო პროვოცირებული, რომელიც კოსმოსში ყოფნას ახლავს ხოლმე თან და შესაბამისად, კელის იმუნური სისტემა იყო სრულ მზადყოფნაში (თავის დასაცავად).

სხვა ტესტში მეცნიერებმა იკვლიეს კელის ქრომოსომების დაბოლოებები, რომლებსაც ტელომერებს ეძახიან. ტელომერები სულ უფრო მოკლდება ასაკის მატებასთან ერთად, ხოლო სტრესს მათი დამოკლება უფრო სწრაფად შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კელი არც ისე ახალგაზრდა იყო და ამასთან, როგორც მეცნიერები ამბობენ, სტრესსაც განიცდიდა, კელის კოსმოსში ყოფნის პერიოდში ტელომერები სულ უფრო იზრდებოდა.

შემაშფოთებელი შედეგი – გენეტიკური მუტაცია და კოგნიტური უნარების დაქვეითება
რადიაციას შეუძლია გამოიწვიოს სხვადსახვაგვარი მუტაცია, რაც ადამიანის ორგანიზმში კიბოს განვითარების რისკს ზრდის. დედამიწის ორბიტაზე გაცილებით დიდი რაოდენობის რადიაციაა, ვიდრე პლანეტაზე.

კოსმოსში 340 დღიანმა ყოფნამ კელის ორგანიზმს 48-ჯერ მეტი რადიაცია მოუტანა, ვიდრე პლანეტაზე შეეძლო მიეღო და მეტიც, რადიაციით გამოწვეული გენეტიკური მუტაცია მისი დედამიწაზე დაბრუნების შემდეგაც გრძელდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი კელის ორგანიზმისთვის მუდმივი გახდება და ეს შესაძლოა სიმსივნის განვითარებას მოასწავებდეს.

ცნობისთვის, ასტრონავტები, რომლებიც მარსზე გამგზავრებას აპირებენ, მიიღებენ 8-ჯერ მეტ რადიაციას, ვიდრე კელიმ მიიღო.

გარდა ამისა, კელის კოგნიტური უნარები გაუარესდა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა მისი დედამიწაზე დაბრუნებიდან 6 თვის შემდეგაც. ის უშვებდა ბევრ შეცდომას კოგნიტურ ტესტებში და ამასთან, გაცილებით ნელა პასუხობდა კითხვებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კელი სათანადოდ არ იყო მზად კოსმოსში გასაფრენად, ან გაურკვეველი მიზეზებით, მისი მოტივაცია დაეცა.

დედამიწაზე დაბრუნება

დაზუსტებით არავინ იცის, თუ რას ნიშნავს ეს ცვლილებები
ადამიანის ბიოლოგია საკმაოდ რთული საკითხია არათუ კოსმოსში, დედამიწაზეც კი. ასე რომ, ყველა ცვლილება, რომელიც კელის ორგანიზმმა კოსმოსში ყოფნისას განიცადა, არ აძლევს მეცნიერებს ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას.

მაგალითად, უცნობია, თუ რატომ გაიზარდა კელის ქრომოსომების ტელომერები სიგრძეში. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს კელის კვების რაციონს ან სტრესს, რომელსაც კოსმონავტები კოსმოსში გამგზავრებისას განიცდიან.

სხვა მხრივ, რამდენად შესაძლებელია NASA დაეყრდნოს მხოლოდ ერთი ადამიანის შესწავლის შედეგად მიღებულ მონაცემებს? მიუხედავად იმისა, რომ კვლევის დიზაინის მიხედვით, ცვლილებების საკონტროლოდ NASA სკოტის ტყუპისცალი ძმის მონაცემებს იყენებდა, მაინც რთულია კვლევის შედეგების გაზოგადება. თუმცა, აღნიშნული შედეგი ნამდვილად აძლევს მეცნიერებს ფიქრის საბაბს. ფიქრის იმაზე, თუ როგორ აისახება მარსზე გაფრენა მისიაში მონაწილე ასტრონავტებზე, რამდენიმეთვიანი ფრენის პირობებში. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ფიზიოლოგიური ცვლილებების გვერდით, კოსმოსში ყოფნის პირობებში, თავს ფსიქიკური ცვლილებებიც იჩენს…

წყარო: The New York Times

marketer.ge

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაქართველო

ძველქართული კალენდარი – განვითარების ეტაპები

ადამიანმა შორეულ წარსულშივე მიაქცია ყურადღება იმას,  რომ დროს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული  და ამიტომაც ცდილობდა  რომელიმე ფიქსირებული მომენტიდან დროის მონაკვეთის ხანგრძლივობის გადათვლას. დროთა განმავლობაში შეიქმნა კალენდარი და საათიც, მაგრამ რადგან ადრეულ პერიოდში სხვადასხვა ხალხს შორის არ იყო ინტენსიური ურთიერთობა, კალენდარიც, როგორც წესი, იმდენივე იყო, რამდენი ასეთი გაერთიანებაც არსებობდა.

შორეულ წარსულში საქართველოშიც რომ არსებობდა კალენდარი, ამას მეცნიერები, როგორც წესი, ადასტურებენ ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში არსებული რამდენიმე სახეობის ხორბლის მეურნეობითა და ვაზის მრავალფეროვანი ჯიშების კულტურით, რადგან კარგი მოსავალის მისაღებად  აუცილებელია დროის თანმიმდევრულად აღრიცხვა.

ძველი ქართული კალენდარული სისტემის შესწავლისას ქართველი მეცნიერები – ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე,  პ. ინგოროყვა და სხვები – ეყრდნობოდნენ ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებს, ერთ-ერთი მათგანი არის  X ს-ის ხელნაწერი კალენდარი, რომელიც შედგენილია პალესტინაში ქართველი ბერის, იოანე-ზოსიმეს მიერ. აღნიშნული კალენდარი საქართველოს გარდა გავრცელებული ყოფილა ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი – თვითონ პალესტინაში.  კანლენდრით თვეების აღრიცხვა  დაკავშირებული იყო მზის მოძრაობასთან  ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს შორის და ასევე, გათვალისწინებული იყო სხვაობა წლის ზამთრისა და ზაფხულის ნახევრების ხანგრძლივობას შორის.

თუმცა აღნიშნული წყაროები, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, არაფერს მეტყველებენ იმის შესახებ, თუ რა სისტემის კალენდარი ჰქონდათ ქართველებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან თუნდაც I-IX საუკუნეებში. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს უძველესი კალენდარული სისტემის კვლევისას ივ. ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ ძველ საქართველოში მთვარის კალენდარს იყენებდნენ, რასაც ადასტურებს  მთვარის ხატობის რელიგიური გადმონაშთები: ,,გერისთაობა“ – აღმოსავლეთ საქართველოში და ,,ნაციხურობა“ – დასავლეთ საქართველოში.

,,გერისთაობა“ 14-15 აგვისტოსაა და მისი სწორი 21-22 აგვისტოა  ანუ როდესაც მთვარე სრულია, ხოლო კიდევ ერთი სწორი  28-29 აგვისტოა, როდესაც მთვარე მეოთხე მეოთხედშია. რაც შეეხება ,,ნაციხურობას“, ის ნააღდგომევს, მეორე კვირიდან ორშაბათობით არის ხოლმე სამი კვირის განმავლობაში და ისიც მთვარის მეოთხედის თაყვანისცემაზეა დამყარებული. რადგან ორივე დღესასწაულის უქმობა კვირა ღამესა და ორშაბათობით იცოდნენ, ივანე ჯავახიშვილმა დაასკვნა რომ ძველ ქართულში ორშაბათს სწორედ მთვარის დღე უნდა რქმეოდა, ეს ფაქტი ასევე დასტურდება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონშიც, სადაც ორშაბათი განმარტებულია როგორც დღე ,,მთოვარისა“.

კვირის დღეების დანარჩენი სახელებიც პლანეტების სახელებს შეესაბამებოდა, მაგრამ მოგვიანებით, ისევე როგორც ებრაელები და ბერძნები, ქართველებიც მათ აღსანიშნავად ციფრებს იყენებდნენ, კვირა-1, ორშაბათი-2, სამშაბათი-3, ოთხშაბათი-4, ხუთშაბათი-5, პარასკევი-6, შაბათი-7. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად კვირის დღეები კვლავ რიცხვებიდან წარმოებულმა ტერმინებმა შეცვალა, მაგრამ მათ თან დაერთო ებრაული წარმოშობის ტერმინი ,,შაბათი“ (ებრაულად ,,შაბეს“ – დასვენება).

მეცნიერულად ასევე დადგენილია, რომ უძველეს საქართველოში, ისევე როგორც იმ დროინდელ მსოფლიოში, წლის დასაწყისად 21 მარტი, ე.ი. გაზაფხულის ბუნიობა იყო მიჩნეული, ხოლო წელიწადის თვეების ძველქართული სახელწოდებები როგორც ეს პავლე ინგოროყვამ განსაზღვრა, შემდგენაირია: 1) ახალი წელიწადი – 23 აგვისტო – 22 სექტემბერი, 2) სთუელისა თვე – 23 სექტემბერი -22 ოქტომბერი, 3) ტირისკონის თვე – 23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი, 4) ტირისდენის თვე – 22 ნოემბერი-21 დეკემბერი, 5) სურწყუნისის თვე – 22 დეკემბერი-19 იანვარი, 6) აპნისის თვე – 20 იანვარი -18 თებერვალი, 7) მირკანის თვე – 19 თებერვალი-20 მარტი, 8) იგრიკას თვე – 21 მარტი-20 აპრილი, 9) ვარდობის თვე – 22 მაისი-21 ივნისი, 10) მარჩბივის (ტყუპის) თვე – 22 მაისი- 21 ივნისი, 11) ქუელთობის თვე – 22 ივნისი-22ივლისი, 12) არდა-დეგის თვე  – 23 ივლისი -17 აგვისტო.

როგორც ხედავთ, თითოეული თვის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა მზის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ ყოფნის პერიოდით,  რაც ნათლად მეტყველებს ამ სფეროში ქართველების განსწავლულობაზე, მით უმეტეს, რომ აღნიშნული კალენდარი, პავლე ინგოროყვას კვლევის თანახმად, ჯერ კიდევ წარმართული ხანიდან არსებობდა საქართველოში,  სანამ მე-7 საუკუნეში დამკვიდრდებოდა თვეების რომაული აღრიცხვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწის გული მოსალოდნელზე სწრაფად ცივდება

დედამიწის ზედაპირისა და ატმოსფეროს ტემპერატურები გამუდმებით იცვლება, ხოლო დედამიწის თხევადი გული კი მუდმივად გრილდება. უწყვეტი გაციება გამოიწვევს თხევადი გულის გამყარებას და გეოლოგიური აქტივობის შეწყვეტას. ახალი კვლევის მიხედვით კი დადგინდა, რომ დედამიწის გული მოსალოდნელზე სწრაფად ცივდება.
მეცნიერებმა კვლევაში გამოიყენეს მინერალი ბრიდგმანიტი, რომელიც დედამიწის გარე ბირთვისა და მანტიის მიჯნაზე გვხვდება და თუ რამდენად სწრაფად ატარებს იგი სითბოს, ბირთვიდან მანტიისაკენ სითბოს გადინების სიჩქარეზეც აისახება. აღნიშნული მინერალის თბოგამტარობის კოეფიციენტი მოსალოდნელზე დაახლოებით 1.5-ჯერ მეტი აღმოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ გულიდან მანტიისაკენ მოსალოდნელზე მეტი სითბო მიედინება და უფრო სწრაფად ცივდება. აღნიშნული პროცესი კარგად შესწავლილი არ არის და რთულია იმის თქმა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება

Nasa-მ ასტეროიდი დააფიქსირა, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება. ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე მასაჩუსეტსის ზომის იშვიათი სახეობის ასტეროიდი $10 000 კვადრილიონად არის შეფასებული.

როგორც ცნობილია, ასტეროიდი სახელად “საიქი” (Psyche) ჯერ კიდევ 1852 წელს აღმოაჩინეს, ახლა კი დედამიწიდან უფრო ახლოს გახდა მისი დანახვის შესაძლებლობა.

სამეცნიერო ჟურნალში The Planetary გამოქვეყნებული ახალი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ უიშვიათესი ასტეროიდის შემადგენლობას უდიდესი ასტრონომიული ღირებულება გააჩნია. კვლევის მიხედვით, ასტეროიდის დიამეტრი 225.3 კილომეტრია, და ის 70 000-ჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე გლობალური ეკონომიკა, ვინაიდან კვლევის მიხედვით, ასტეროიდი, სავარაუდოდ, მთლიანად რკინისა და ნიკელისგან შედგება. მისი ღირებულება 2019 წელს შეფასებული იყო $142 ტრილიონად.

“ჩვენ გვაქვს ნანახი ძირითადად მეტალისგან შემდგარი მეტეორიტები, თუმცა, ეს არის უნიკალური იმით, რომ შესაძლოა მთლიანად რკინისა და ნიკელისგან შედგებოდეს“, – აღნიშნავს მეცნიერი და ახალი კვლევის ავტორი ტრეისი ბეკერი.

ბეკერის თქმით, ასტეროიდი 370.1 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული დედამიწისგან.

როგორც CNN წერს, NASA აპირებს 2022 წლისთვის ასტეროიდზე გაგზავნოს უპილოტო ხომალდი, რომელიც მას შეისწავლის უფრო ახლოდან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება, რომ მარსზე თხევადი წყალი არსებობს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება, რომ მარსზე შესაძლოა თხევადი წყალი იყოს.
კვლევა, რომელსაც  კემბრიჯის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს, იძლევა მტკიცებულებას რადარის გარდა სხვა მონაცემების გამოყენებით, რომ მარსის სამხრეთ პოლისის ყინულის ქვეშ  თხევადი წყალია.
კვლევის ჯგუფმა, რომელშიც შეფილდის უნივერსიტეტისა და ღია უნივერსიტეტის მეცნიერები შედის, თქვა, რომ ეს „აუცილებლად არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე არსებობს მარსზე“.
დედამიწის მსგავსად, მარსსაც აქვს სქელი წყლის ყინულის ქუდები ორივე პოლუსზე.
დედამიწის ყინულის საფარი დაფარულია წყლით სავსე არხებით და დიდი ყინულქვეშა ტბებითაც კი, თუმცა, ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ მარსზე მდებარე ტბები გაყინული იყო მარსის ცივი კლიმატის გამო.
„თხევადი წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი ინგრედიენტია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს“, – განაცხადა შეფილდის უნივერსიტეტის კვლევის ავტორმა, დოქტორმა ფრენსის ბუჩერმა.
საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა, რომელშიც ასევე შედიოდნენ მეცნიერები ნანტის უნივერსიტეტიდან და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან,  კოსმოსური ხომალდის ლაზერული ალტიმეტრი (სიმაღლის საზომი) გამოიყენა.
„ახალი ტოპოგრაფიული მტკიცებულებების, ჩვენი კომპიუტერული მოდელის შედეგებისა და რადარის მონაცემების კომბინაცია ბევრად უფრო სავარაუდოს ხდის, რომ დღეს მარსზე ყინულქვეშა თხევადი წყლის მინიმუმ ერთი უბანი არსებობს“, – განაცხადა კემბრიჯის სკოტ პოლარის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორმა, ნეილ არნოლდმა.

წყარო : bloomberg.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 59
Page 17 of 59