close
ასტრონომია - კოსმოსი

იდუმალი სიგნალი, რომელიც კოსმოსიდან მოდის, ყოველ 16 დღეში მეორდება

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იდუმალი რადიო სიგნალებიდან, რომლებიც მასიური სპირალური გალაქტიკიდან მოდიან, ერთ-ერთი – FRB 180916.J0158+65- ყოველ 16.35 დღეში მეორდება.
კანადელმა მეცნიერებმა კვლევა 2018 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ განმეორებადი სწრაფი რადიო აფეთქებებიდან (fast radio burst, FRB) ერთ-ერთი აღნიშნული პერიოდულობით მეორდება. უფრო ზუსტად, ამ ნიმუშის ერთი ან ორი აფეთქება ყოველ ერთ საათში ერთხელ 4 დღის მანძილზე მიმდინარეობს, მომდევნო 12 წელი კი სიჩუმეა.
მეცნიერების განმარტებით, სწრაფი რადიო აფეთქებების პერიოდულობის დადგენა წინგადადგმული ნაბიჯია იმს გასარკვევად, სად და რატომ ჩნდებიან ეს აფეთქებები და რა თვისებებით ხასიათდებიან ისინი.
შეგახსენებთ, 8 ახალი განმეორებადი სწრაფი რადიო აფეთქება მეცნიერებმა შარშან აღმოაჩინეს. მათი მტკიცებით, აფეთქებები მასიური სპირალური გალაქტიკიდან მოდის, რომელიც დედამიწისგან 500 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

წყარო : edition.cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

გაზიარება:
fb-share-icon0