close

კვლევები

ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

რომელია ყველაზე ძვირადღირებული კოსმოსური მისია მსოფლიოში?

სამყაროს საიდუმლოებების ამოცნობის მცდელობები არასოდეს ყოფილა იაფი. სხვადასხვა მისიებმა ადამიანის ცოდნისა და ტექნოლოგიური ინოვაციების საზღვრები გააფართოვა. კოსმოსური მისიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროგრესში.

საინტერესოა, რა თანხებთან არის დაკავშირებული დედამიწის გარეთა სამყაროს შესწავლა?

New Horizons – 700 მილიონი დოლარი

15-078b-s-1691391564.webp

NASA-ს რევოლუციურმა მისიამ New Horizons-მა პლუტონსა და იდუმალ სარტყელზე გაამახვილა ყურადღება. კოსმოსური ეპიკური მოგზაურობისთვის, შორეული ვარსკვლავების საიდუმლოებების გამოსავლენად 2006 წელს გაუშვეს.

New Horizons-ის უახლესი სამეცნიერო ინსტრუმენტებმა და ბორტზე მყოფმა სამეცნიერო აღჭურვილობამ მოხიბლა მსოფლიო, როდესაც მან პლუტონისა და მისი მთვარეების პირველი ახლო ხედის სურათები გადაიღო. უკიდეგანო სირთულეების მიუხედავად, მისია შესრულდა, რომელიც დაახლოებით, 700 მილიონი დოლარი ღირდა.

მარსის სამეცნიერო ლაბორატორია (Curiosity Rover) – 2,5 მილიარდი დოლარი

379-msl20110519-pia14156-1691391619.jpg

NASA-ს ინოვაციური მისია სახელწოდებით Mars Science Laboratory (Curiosity Rover) მარსზე 2012 წლის აგვისტოში დაეშვა.

Curiosity თითქმის ტონას იწონის და აღჭურვილია უახლესი სამეცნიერო ხელსაწყოებით. მას აქვს ორი ძირითადი მიზანი: განსაზღვროს, არის თუ არა პლანეტა დასახლებადი და ეძებს წარსული მიკრობული სიცოცხლის მტკიცებულებებს.

გამოკვლევებმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მარსის ეკოსისტემის შესახებ, მათ შორის უძველესი მდინარის კალაპოტებისა და ქიმიური მოლეკულების ნიშნები.

Mars 2020 Perseverance Rover – 2,8 მილიარდი დოლარი

mars2020-rover-factfile-full-widthjpgthumb1160-1691391655.1160.jpg

2020 წლის ივლისში გაშვებული მკვლევარი რობოტი Mars 2020 Perseverance Rover აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით და სამეცნიერო ინსტრუმენტებით, რომლებიც შექმნილია მარსის გეოლოგიური ისტორიის ამოსახსნელად.

მისი მოწინავე ნიმუშების ქეშირების სისტემა მიზნად ისახავს მარსის კლდისა და ნიადაგის ნიმუშების შეგროვებას და შენახვას. იხილეთ სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

„დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება“ – ყველაფერი Nipah ვირუსის შესახებ, რომელიც ახლა ვრცელდება

სამხრეთ ინდოეთში მომაკვდინებელინიპას ვირუსის შეჩერებას ცდილობენ.მედიკოსების ინფორმაციით, ვირუსი მარტივად გადამდები არ არის, თუმცა დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება.

გასულ კვირას 700-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის მედიცინის მუშაკს ჩაუტარდა ტესტირება. დაიხურა რამდენიმე სკოლა, ოფისი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელიც.

Nipah-ის ეპიდემია მეოთხეა, რომელიც კერალაში ხუთ წელიწადში დაფიქსირდა – ყველაზე ბოლო აფეთქება 2021 წელს იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აფეთქებები ჩვეულებრივ გავლენას ახდენს შედარებით მცირე გეოგრაფიულ არეალზე, ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ ადამიანებში გავრცელების გაზრდამ, შეიძლება, დიდ მასშტაბებსაც მიაღწიოს.

რა ვიცით ვირუსის შესახებ

Nipah ვირუსი პირველად 1998 წელს მალაიზიასა და სინგაპურში ღორის ფერმერებს შორის ავადმყოფობის დროს გამოვლინდა. ვირუსის აფეთქების დროს დაინფიცირდა 300 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 100.

Nipah ვირუსს აქვს სიკვდილიანობა 40%-დან 75% -მდე, დამოკიდებულია შტამზე, ამბობს რაჯიბ უსრაფულ ისლამი, ვეტერინარი ექიმი.

„თითოეული ეპიდემია არის შემაშფოთებელი, ყოველი ეპიდემია აძლევს პათოგენს საკუთარი თავის შეცვლის შესაძლებლობას“,- ამბობს ექიმი.

ვირუსს ძირითადად ხილის ღამურები ატარებენ, მაგრამ ადამიანებთან ერთად შეიძლება დაინფიცირდეს შინაური ცხოველი, როგორიცაა ღორი. ის ვრცელდება ინფიცირებული ცხოველების ან ადამიანების სხეულის სითხეებთან კონტაქტით. ამ ეტაპზე არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინები ან მკურნალობა, მაგრამ მკვლევრები იკვლევენ კანდიდატებს.

შტამი, რომელიც ცირკულირებს ინდოეთსა და ბანგლადეშში, განსხვავდება მალაიზიაში გაჩენილისგან, ამბობს სტივენ ლუბი, კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი. გამომდინარე იქიდან, რომ მალაიზიის შტამი ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელდა, ადამიანებს შორის გადაცემა მცირე იყო. მაგრამ ახლა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინდოეთში გავრცელებული ვერსია, შესაძლოა ადამიანიდან ადამიანსაც გადაეცეს.

მიუხედავად მისი მოკვლის პოტენციალისა, ვირუსი არ ვრცელდება ადამიანებს შორის ისე მარტივად, როგორც სხვა ცხოველების მიერ გადაცემული ინფექციები, რაც ამცირებს მის გავრცელებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ამბობს დანიელ ანდერსონი, ავსტრალიის სამეფო მელბურნის საავადმყოფოს ვირუსოლოგი.

ვირუსის მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასევე აძლევს მას ნაკლებ შესაძლებლობას სწრაფად გავრცელდეს პოპულაციაში, ამბობს კრისტოფერ ბროდერი, რომელიც სპეციალიზირებულია წარმოშობილ ინფექციურ დაავადებებში.

„ვირუსის საუკეთესო ინტერესებში არ შედის ყველას მოკვლა, რომელსაც ის აინფიცირებს“,- ამბობს მეცნიერი.

ის დასძენს, რომ კერალაში მოცირკულირე შტამი დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის პირველად გაჩნდა ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ ბანგლადეშში, თუმცა მომავალი ეპიდემიები შეიძლება უფრო დიდი. ასევე, სავარაუდოდ, უკვე ვრცელდება ვარიანტები, რომლებიც ჯერ არ არის აღმოჩენილი, ამბობს ბროდერი.

რა სიმპტომები აქვს Nipah ვირუსს

ინფიცირებულ ადამიანებს თავდაპირველად უვითარდებათ სიმპტომები: ცხელება, სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი და ღებინება.

ასევე,  მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა, ადამიანს დაემართოს ენცეფალიტი და კრუნჩხვები, რაც შემდგომში გამოიწვევს კომას, ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

იპონური კომპანია კბილების ამომყვან მედიკამენტზე მუშაობს

იაპონური ფარმაცევტული სტარტაპი მედიკამენტზე მუშაობს, რომელსაც კბილების ამოყვანა შეუძლია.

კიოტოს უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილმა Toregem Biopharma-მ ცდები თაგვებზე წარმატებით ჩაატარა, 2024 წლიდან კი პრეპარატის ადამიანებზე გამოცდას იწყებს.

უცხოური გამოცემის ინფორმაციით, კომპანია 2025 წლიდან კლინიკური ცდის ჩატარებას ანოდონტიის დიაგნოზის მქონე 2-დან 6-წლამდე ბავშვებში გეგმავს. სამომავლოდ მედიკამენტის გამოყენება იმ ზრდასრულებსაც შეეძლებათ, რომლებმაც კბილები კარიესის გამო დაკარგეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ისტორიაში პირველად: ექიმებმა 19 წლის მოზარდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს

ჩინეთში მეხსიერების კლინიკის ნევროლოგებმა 19 წლის მოზარდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, ვისთვისაც კი ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვამთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მამრობითი სქესის მოზარდს მეხსიერების დაქვეითება, დაახლოებით, 17 წლის ასაკში დაეწყო და მდგომარეობა წლების განმავლობაში გაუარესდა.

პაციენტის ტვინის ვიზუალიზაციით გამოვლენილი ჰიპოკამპუსის (რომელიც მეხსიერების კონსოლიდაციაში მონაწილეობს) შეკუმშვა და მისი ცერებროსპინალური სითხე მიუთითებს დემენციის ამ ყველაზე გავრცელებული ფორმის საერთო მარკერებზე.

ალცჰაიმერს ხშირად ხანდაზმულების დაავადებად მიიჩნევენ, მაგრამ ადრეული შემთხვევები, რომლებიც მოიცავს 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, დიაგნოზების, თითქმის, 10%-ს შეადგენს.

30 წლამდე ასაკის, თითქმის, ყველა პაციენტში გამოვლენილი ალცჰაიმერის დაავადება შეიძლება აიხსნას გენის პათოლოგიური მუტაციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დაავადება მემკვიდრეობით მიიღეს. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი დიაგნოზის დასმისას, მით უფრო სავარაუდოა, რომ დაავადება მემკვიდრეობით მიღებული დაზიანებული გენების შედეგია.

თუმცა პეკინის Capital Medical University-ს მკვლევრებმა მოზარდის გენომის შესწავლისას ვერ აღმოაჩინეს რაიმე საეჭვო გენი ან მუტაციები, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერების დაკარგვის ადრეულ დაწყებაზე.

ამ დიაგნოზამდე ალცჰაიმერის მქონე ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 21 წლის იყო. ის და მისი ოჯახი ატარებდნენ PSEN1 გენის მუტაციას, რომელიც იწვევს ტვინში ანომალიური ცილების დაგროვებას, ქმნის რა ტოქსიკური დაფების გროვას, რაც ალცჰაიმერის დაავადების საერთო მახასიათებელია.

ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევა, ზემოხსენებულისაგან განსხვავებით, გაურკვევლობას ბადებს. 19 წლის მოზარდის ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია ალცჰაიმერის ან დემენციის ისტორია, თუმცა მოზარდს არ აღენიშნებოდა სხვა დაავადებები, ინფექციები ან თავის ტრავმა, რითაც მისი უეცარი კოგნიტიური დაქვეითება აიხსნებოდა.

მეხსიერების კლინიკაში გაგზავნამდე ორი წლით ადრე, პაციენტს აღენიშნებოდა ყურადღებისა და მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება და კითხვის გაძნელება. ხშირად ვერ იხსენებდა წინა დღის მოვლენებს და ყოველთვის არასწორ ადგილას ათავსებდა პირად ნივთებს.

საბოლოოდ, კოგნიტიური დაქვეითება იმდენად გაუარესდა, რომ ახალგაზრდამ საშუალო სკოლა ვერ დაამთავრა. პაციენტის მეხსიერების ქულა 82%-ით დაბალი იყო, ვიდრე მისი ასაკის თანატოლებისა.

„პაციენტს აღენიშნება ალცჰაიმერის ძალიან ადრეული შემთხვევა, მკაფიო პათოგენური მუტაციების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პათოგენეზი ჯერ კიდევ შესასწავლია”, – წერენ ნევროლოგი ძიენფინგ ძია და მისი კოლეგები თავიანთ კვლევაში.

ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ალცჰაიმერი არ მიჰყვება ერთ, კონკრეტულ გზას და ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

South China Morning Post-ისთვის მიცემულ განცხადებაში ნევროლოგები, რომლებიც აღწერდნენ პაციენტის შემთხვევას, ამტკიცებდნენ, რომ მომავალი კვლევები უნდა ფოკუსირდეს დაავადების გამოვლენის ადრეულ შემთხვევებზე, რათა უკეთ ჩავწვდეთ მის გამომწვევ მიზეზებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

დავიწყებული მოგონებები შეიძლება ხელუხლებელი დარჩეს ტვინში – კვლევა

დავიწყებული მოგონებები შეიძლება ხელუხლებელი დარჩეს ტვინში – ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი,რომელიც დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ნეირომეცნიერმა ტომას რაიანმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს. მათ შეისწავლეს ფუნდამენტური ბიოლოგია, რომელიც საფუძვლად უდევს დავიწყების ფორმას.

მათი ნამუშევრის მიხედვით, როდესაც ჩვენ ვერ ვიხსენებთ ძველ ტელეფონის ნომერს ან საშუალო სკოლის მასწავლებლის სახელს, ეს დეტალები სულაც არ იკარგება. როგორც რაიანმა განმარტა, დავიწყება შეიძლება იყოს აქტიური პროცესი, რომელსაც ტვინი იყენებს სწავლის მხარდასაჭერად.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტების დავიწყება შეიძლება უხერხულობად მივიჩნიოთ და ხშირად ასეც ხდება, ეს შეიძლება იყოს ტვინის მახასიათებელი და არა შეცდომა. ნეირომეცნიერების მზარდი კვლევა იწყებს იმ იდეის შესწავლას, რომ დავიწყება ადაპტაციურია და არა შემზღუდველი.

ითვლება, რომ ბუნებრივად ფაქტების დავიწყება მრავალი მიზეზის გამო ხდება. მოგონებები შეიძლება უბრალოდ გაქრეს დროთა განმავლობაში. მაგრამ დავიწყება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს „რეტროაქტიული ჩარევით“, ანუ როდესაც თქვენ განიცდით ორ მოვლენას, რომლებიც დროში საკმაოდ ახლოს არიან. ერთის მეხსიერება მეორეს ერევა.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი მღრღნელებზე ჩაატარეს. გასული 10 წლის განმავლობაში, მღრღნელების ტვინში კონკრეტული ენგრამების მარკირებისა და მანიპულირების უნარმა ნამდვილად შეცვალა მეხსიერების ველი და, გაფართოებით, დავიწყების ველი.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში არ მონაწილეობდნენ ალცჰაიმერის ან რაიმე დაავადების მოდელის მქონე ადამიანები, მან შეიძლება გააღოს რამდენიმე საინტერესო კარი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებთან კამათს აზრი არ აქვს

შვედმა მკვლევრებმა გაარკვიეს, თუ რატომ არის ქალთან კამათი ფუჭი საქმე. ისინი კაცებს ურჩევენ ამ პროცესს თავი აარიდონ, რადგან დამარცხდებიან, – წერს The Daily Mail-ი.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ქალებს უკეთ ახსოვთ სხვადასხვა დეტალი და კაცთან კამათისას ამ უნარს კარგად იყენებენ. მათ კარაგად ახსოვთ „ვინ თქვა და რა“, „სად არის დაკარგული ნივთები“ და ა.შ. ქალებს ეს უპირატესობა გააჩნიათ, რადგან კარგად აქვთ განვითარებული ეპიზოდური მეხსიერება. სწორედ ამ უნარის გამო მეცნიერები აცხადებენ, რომ ქალთან კამათი უაზრობაა.

შვედი მეცნიერების კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ ქალები უკეთ იმახსოვრებენ სახეებს და სუნს. 

ექსპერტების ჯგუფმა თავისი დასკვნები 617 კვლევაზე დააფუძნა, რომლებიც 1973-2013 წლებში ჩატარდა. ექსპერიმენტში 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

სიგარეტის მოწევა დაბერების პროცესს აჩქარებს – ახალი კვლევა

ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები მოწევის შედეგებს იკვლევდნენ. მათ აინტერესებდათ თუ რა გავლენას ახდენს ეს ადამიანის სხეულზე. კვლევებით დადგინდა, რომ თამბაქოს მოწევა გავლენას ახდენს კანის ბიოფიზიკურ პარამეტრებზე, მათ შორის დერმის, ეპიდერმისსა და ნასოლაბიური ნაკეცების სისქესა და სიმკვრივეზე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ბიოტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის თანახმად, თამბაქოს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სისქისა და სიმკვრივის ცვლილებები, ასევე პოტენციურად ხელი შეუწყოს სახის ნაოჭების განვითარებას.

და აი ახლა, მეცნიერებმა ჩაატარეს დეტალური კვლევა, რომელიც მოწევასა და დაბერებას შორის კავშირს იკვლევდა. მკვლევრებმა ამისთვის 472 174 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს.

ლეიკოციტების ტელომერის სიგრძის შემცირება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც სიგარეტს ხშირად ეწევიან, ლეიკოციტების ტელომერების შემცირებას განიცდიან. ამ ფრაგმენტების სიგრძეს ტელომერი ეწოდება. თავის მხრივ, სისხლის თეთრი უჯრედების ტელომერების შემცირება დაბერებასა და უჯრედების ცუდ მდგომარეობაზე მიუთითებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოწევა სისხლის თეთრ უჯრედებში ქრომოსომის ბოლო ფრაგმენტებს ამცირებს.

კვლევას სიიუ დაი და ფენ ჩენი ხელმძღვანელობდნენ.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მოწევა ლეიკოციტების ტელომერების სიგრძის შემცირებას იწვევს, რაც ქსოვილის თვითაღდგენის, რეგენერაციისა და დაბერების მაჩვენებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოწევას შეუძლია დააჩქაროს დაბერების პროცესი, ხოლო თავის დანებებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს შესაბამისი რისკები”, – თქვა სიიუ დაიმ.

საუბარია პროცესზე, რომელიც უჯრედების ბუნებრივ დაბერებას იწვევს. როდესაც უჯრედები იყოფა, ტელომერები ოდნავ უფრო მოკლე ხდება. და თუ უჯრედი გარკვეულ სიგრძემდე მოკლეა, ის ვეღარ იყოფა — აქ უჯრედი კვდება.

წინა კვლევებისგან განსხვავებით, მკვლევრები ამჯერად მოწევის ინტენსივობაზეც აქცენტირდნენ.

„რაც უფრო ხშირად ეწევით სიგარეტს ლეიკოციტების ტელომერის სიგრძე მნიშვნელოვნად ნაკლები გაქვთ. მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების ტელომერების სიგრძის შემცირება და რაც უფრო მეტს ეწევით ეს პროცესი უფრო აქტიურდება”, – აღნიშნა ფენ ჩენმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რაციონიდან მარილის ამოღება გულის პრობლემების რისკს 18%-ით ამცირებს – კვლევა

მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე მარილის მოხმარების გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა სამხრეთ კორეის კიუნპუკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გამოიყენეს და 500 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 40-დან 70- წლამდეა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ადამიანი საკვებს მარილს არ ამატებს მის ორგანიზმში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 18%-ით მცირეა, ვიდრე მათში, ვინც მარილიან საკვებს ანიჭებს უპირატესობას.

ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დადებითი გავლენა ორგანიზმზე მარილის მოხმარების შემცირებასაც აქვს. მათ შეადარეს ორი ჯგუფის მონაცემები – პირველი საკვებს მარილს ყოველთვის ამატებდა, მეორე კი ხშირად. გაირკვა, რომ მეორე ჯგუფში გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი პირველთან შედარებით 12%-ით მცირეა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას

ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, 

კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ბიორეაქტორი, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციებს იმეორებს. მან ღორის ორგანიზმში 1 კვირა გაძლო, რაც ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის იმედის მომცემია.

კერძოდ, სპეციალისტებმა ადამიანის თირკმლის უჯრედები მოათავსეს მოწყობილობაში, რომელიც იმპლანტაციას ექვემდებარება. ის ცხოველის სხეულში გადაიტანეს, რის შემდეგაც ბიორეაქტორში არსებულმა უჯრედებმა ფუნქციურობისა და სიცოცხლისუნარიანობის 90%-ზე მეტი შეინარჩუნა.

ეს ექსპერიმენტი მიუთითებს, რომ მკვლევართა მიერ შექმნილ ბიონიკურ ორგანოს იმუნური სისტემა არ უტევს. მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, ჩაანაცვლებს თუ არა ამგვარი ტრანსპლანტი ადამიანის თირკმელს, თუმცა დიალიზისა თუ სხვა ძვირად ღირებული პროცედურების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მსგავსი მიღწევები მნიშვნელოვანია.

იალიზის მოწყობილობები ძალიან დიდი ზომისაა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ჩასანაცვლებლად არც ისე მოსახერხებელი საშუალებაა. ამის ნაცვლად მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნამდვილი ორგანოს უჯრედების შემცველი ბიორეაქტორი უკეთესი ალტერნატივაა და პოტენციურად მრავალი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დიალიზი კვირაში რამდენჯერმე სჭირდება, მათთვის დონორის მოძებნა კი ძალიან ძნელია. აშშ-ში ახალ თირკმელს მხოლოდ 20 000 პაციენტი იღებს. ეს მაშინ, როცა მომლოდინეთა სიაში დაახლოებით 100 000 ინდივიდია.

„ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი იმისთვის შევქმენით, რომ უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობა შეგვესწავლა და არა მათი გადატანა და მეტაბოლური ფუნქცია. სამომავლო კვლევები კონცენტრირდება როგორც უჯრედთა რაოდენობის ზრდაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდის გახანგრძლივებაზე უფრო მეტ ცხოველში, რათა სტატისტიკური მნიშვნელობა და საბოლოო მტკიცებულება მივიღოთ. ბიოხელოვნური თირკმელი ამ ორგანოს დაავადებების მკურნალობას უფრო ეფექტიანს, ასატანს და კომფორტულს გახდის”, — აცხადებენ ავტორები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 30 31 32 33 34 114
Page 32 of 114