close

კვლევები

კვლევები

კვლევა: სექსუალური დისკრიმინაცია დეპრესიის საფრთხეს 3-ჯერ ზრდის

ქალებს, რომლებიც სექსუალურ დისკრიმინაციას განიცდიან, დეპრესიით დაავადების საფრთხე სხვებთან შედარებით სამჯერ მეტად ემუქრებათ, – წერს Indipendent.

ლონდონის უნივერსიტეტის ახალი კვლევების მიხედვით, ქალების მიერ სექსუალური დისკრიმინაციის განცდასა და მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის მჭიდრო კავშირია.

კვლევაში, რომელიც 2009-2010 წლებში მიმდინარეობდა და ჟურნალ Health Psychology-ში გამოქვეყნდა, 16 წლიდან ზემოთ 2,956-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. მათ სპეციალურ კითხვებს უპასუხეს. შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალებს, რომელთაც სექსუალური დისკრიმინაცია განუცდიათ, დეპრესიისკენ მიდრეკილება სამჯერ მეტად აქვთ, ასევე, ფსიქოლოგიური პრობლემები უფრო მეტად აღენიშნებათ, ვიდრე – სხვებს.

Indipendent-ის მიხედვით, კვლევის დროს გამოვლინდა, რომ ქალები სექსუალური დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად ქუჩაში განიცდიან (77%). შემდეგ ადგილზეა საზოგადოებრივი ტრანსპორტი (39.9 %) და ბოლოს – ავტოსადგურები, ან იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი მოსაცდელი ადგილები (38.9).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: რომანტიკული ურთიერთობებისგან თავისუფალი მოზარდები უფრო წარმატებულები არიან

მოზარდები, რომლებსაც არ აქვთ რომანტიკული ურთიერთობები, ნაკლებად დეპრესიულები არიან, – წერს abc News ახალ კვლევაზე დაყრდნობით.

კერძოდ, ბრისტოლის სამედიცინო სკოლის კვლევის მიხედვით, რომანტიკული ურთიერთობებისგან თავისუფალ მოზარდებს მათ შეყვარებულ თანატოლებთან შედარებით უფრო ძლიერი სოციალური უნარები აქვთ.

კვლევის ფარგლებში მე-10 კლასში მყოფი 594 მოზარდი გამოიკითხა. აღმოჩნდა, რომ მოზარდებმა, რომლებიც შეყვარებულნი არ იყვნენ, მასწავლებლებისგან თუ თანატოლებისგან უფრო კარგი დახასიათება მიიღეს, ვიდრე რომანტიკულ ურთიერთობებში მყოფებმა.

შესაბამისად, კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მოზარდები, რომლებიც რომანტიკულ ურთიერთობებზე უარს ამბობენ, სწავლისა თუ ურთიერთობების მხრივ შეყვარებულ თანატოლებზე მეტად წარმატებულნი არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

თაგვებს, რომლებსაც სხვა თაგვბის ტანჯვას აყურებინებდნენ, დეპრესია დაემართათ🐭

ტოკიოს სამეცნიერო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ თაგვებს, რომლებიც სხვა თაგვების ტანჯვას ხედავენ, დეპრესია ემართებათ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დასკვნამდე სპეციალისტები ექსპერიმენტის შედეგად მივიდნენ. გალიაში მსხვილ თაგვთან ერთად პატარა თაგვი ჩასვეს. მეზობელი დიდ თაგვს აღიზიანებდა, რომელიც თავის სივრცეს აგრესიულად იცავდა და პატარა თაგვს უპირისპირდებოდა. ამ ყველაფერს მესამე თაგვი აკვირდებოდა, რომელიც საკუთარ გალიაში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.

იმის მიუხედავად, რომ „მაყურებელ“ თაგვებს არაფერი ემუქრებოდათ, მათ დეპრესიის სიმპტომები განუვითარდათ. 10 დღის შემდეგ მათ ანგედონიის ნიშნები გაუჩნდათ – ვითარების, როდესაც ორგანიზმი სიამოვნებას ვერ განიცდის. ეს დეპრესიის ერთ-ერთ მთავარი სიმპტომია.

„თუ თაგვებს არჩევანს მისცემთ – დალიონ ტკბილი თუ ჩვეულებრივი წყალი, ისინი თითქმის ყოველთვის ტკბილ წყალს აირჩევენ, იმიტომ რომ ეს უფრო სიამოვნებთ. მაგრამ თაგვი, რომელიც სხვა თაგვის სოციალური მარცხის მოწმე გახდა, ამას არ აკეთებდა, რაც სიამოვნებისადმი ლტოლვის შემცირებაზე მიანიშნებს“, – განაცხადა კვლევის ავტორმა აკიოსი საიტომ.

ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ თაგვების მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ დეპრესიის სიმპტომები დაუბრუნდათ. მეცნიერების თქმით, ე.წ. მეორადი დეპრესია სპეციალისტებს ადამიანის ფსიქიკური პრობლემებისა და მათი მკურნალობის შესწავლის საშუალებას მისცემს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ინვ-იტრო განაყოფიერების იაფი და მარტივი ალტერნატივა, რომლის მეშვეობითაც ავსტრალიაში ბავშვი დაიბადა

ერთი კვირის ბონი ლუტასი პირველი ბავშვია ავსტრალიაში, რომელიც შედარებით ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიის დახმარებით ჩაისახა. ასე მსოფლიოში ათეულობით ბავშვია დაბადებული, მიდგომა კი თანდათანობით უფრო პოპულარული ხდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მეთოდს CAPA-IVM (capacitation in-vitro maturation) ეწოდება. იგი ამჟამად დამკვიდრებული ტექნიკის, ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF), უფრო მარტივი და იაფი ალტერნატივაა; CAPA-IVM-ის მიზანია, ისეთ ადამიანებს დაეხმაროს, რომელთაც დაფეხმძიმება უჭირთ.

„ამ ბავშვის დაბადებას ყველა მოუთმენლად ველოდით”, – აცხადებს ბილ ლეჯერი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სპეციალისტი ფერტილურობის კუთხით – “ქალების სამეფო საავადმყოფო მსოფლიოში სულ რაღაც ექვსიდან ერთ-ერთი ადგილია, რომელიც CAPA-IVM-ს უზრუნველყოფს და ეს ავსტრალიაში პირველი ბავშვია, რომელიც ამ მეთოდით ჩაისახა”.

ტრადიციული IVF მიდგომის ფარგლებში ქალს ორი კვირის განმავლობაში უკეთებენ ჰორმონულ ინიექციებს. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, საკვერცხის ფოლიკულიდან ერთი ან მეტი კვერცხუჯრედი წარმოიქმნება. კვერცხუჯრედებს შემდეგ აგროვებენ და სხეულს გარეთ ანაყოფიერებენ სპერმატოზოიდებით.

IVF მეთოდით პირველი ადამიანი დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში. მას შემდეგ ამ გზით უკვე 8 მილიონზე მეტი ბავშვია ჩასახული.

მიუხედავად პოპულარობისა, ამ ტრადიციულ მიდგომას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. პირველ რიგში, იგი საკმაოდ ძვირი და მოუხერხებელია. ამას გარდა, არსებობს საკვერცხეების გადამეტებული სტიმულირების რისკიც, რაც მათ შეშუპებასა და ტკივილს იწვევს. არც ისე ხშირად, თუმცა IVF-ის შედეგად სხვადასხვა დაავადების (თუნდაც საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის) მქონე ადამიანებს უფრო მაღალი რისკები აქვთ და ჰორმონულ მეთოდებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ.

ნაცვლად ცალკეული კვერცხუჯრედებისა, IVM-ის ფარგლებში განუვითარებელი უჯრედების ჯგუფებს, ე.წ. კუმულუს-ოოციტურ კომპლექსებს, აგროვებენ. ესენი მოუმწიფებელ კვერცხუჯრედსა და მხარდამჭერ უჯრედებს აერთიანებს, კვერცხუჯრედს კი სხეულს გარეთ მომწიფების საშუალებას აძლევს. შედეგად საკვერცხეების სტიმულაციის საჭიროება იკლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად IVM ბოლომდე ახალი არ არის. პირველი ბავშვი, რომელიც გარეთ დამწიფებული კვერცხუჯრედისაგან ჩაისახა, დაახლოებით 30 წლის წინ დაიბადა. ამის შემდეგ ამ მეთოდით 1300-ამდე ბავშვი გაჩნდა.

მსოფლიოს მეცნიერებმა არაერთი მიდგომა განიხილეს, რათა პროცედურა დაეხვეწათ და ჩასახვის შანსები გაეზარდათ.

„პრობლემა ისაა, რომ, როდესაც კვერცხუჯრედს ადამიანის სხეულიდან ვიღებთ, იგი ძალიან სწრაფად მწიფდება მაშინაც კი, როცა ამისათვის შეიძლება სულაც არ იყოს მზად. მეორე მხრივ, CAPA მეთოდი კვერცხუჯრედის განვითარებას 24 საათით აჩერებს. შესაბამისად, იგი უფრო ნელა იზრდება და უფრო ჯანსაღად მწიფდება”, – განმარტავს ლეჯერი.

რაც უფრო ჯანსაღია კვერცხუჯრედი, მით უფრო მეტია ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი. ნაკლები ინიექცია ნაკლებ რისკსშექმნის, ხარჯებს შეამცირებს და პაციენტებსაც ნაკლებ ხანს მოუწევთ, გვერდითი მოვლენები აიტანონ – გულისრევა, თავის ტკივილი, წამოხურებები და სხვ.

ეს გვერდითი ეფექტები არც ისე სერიოზულად ჟღერს, თუმცა მრავალი ჰორმონული ინიექცია პაციენტებისთვის ზოგჯერ ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია.

ბონის მშობლებისთვის, ლიანა და თეო ლუტასებისთვის, ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ ჰორმონთა ცვალებადობის გაძლება აღარ მოუწიათ.

„IVF-ის ხელახლა მცდელობამდე შესვენებას ვაპირებდი, რადგან არ მინდოდა, მგზავრობისას ჰორმონების გვერდითი ეფექტები მქონოდა”, – იხსენებს ლიანა – “როცა CAPA-IVM შემომთავაზეს, სასიამოვნოდ გამაკვირვა იმის გაგებამ, რომ ინიექციები მხოლოდ ორი დღით დამჭირდებოდა. მთლიანი პროცესი გაცილებით ნაკლებად შიშის მომგვრელი აღმოჩნდა”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ნაყინი და ჩიფსები ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც კოკაინი და ნიკოტინი

კვლევის მიხედვით, ულტრა დამუშავებული საკვები – ნაყინი, კარტოფილის ჩიფსები, ტკბილი გაზიანი სასმელი და ა.შ. ადამიანებში ისეთივე დამოკიდებულებას იწვეს, როგორსაც კოკაინი და ნიკოტინი. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთია აშშ-ში მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევის შედეგი. მათ 36 ქვეყანაში ჩატარებული 281 კვლევის შედეგები გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ ასეთ საკვებზე დამოკიდებულება უკვე აღინიშნება ზრდასრულების 14 და ბავშვების 12%-ში.

სპეციალისტების თქმით, მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, თუ როგორ იწვევს ულტრა დამუშავებული საკვები დამოკიდებულებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: კატებს სახის 276 გამომეტყველება აქვთ🐱

ამერიკელმა მეცნიერებმა შინაური კატების ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს ამ ცხოველების სახეებზე 276 სხვადასხვა გამომეტყველება დააფიქსირეს. ამის შესახებ CNN-ი ჟურნალ Behavioural Processes-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხის ცნობით, კვლევა ბრიტანი ფლორკივიჩმა და ლორენ სკოტმა 2021-2022 წლებში, კალიფორნიაში ჩაატარეს. ისინი კატების ერთ-ერთ კაფეში მცხოვრებ 53 ცხოველს აკვირდებოდნენ. მეცნიერები ცხოველებს შორის კომუნიკაციას იღებდნენ და 194-წუთიანი ვიდეოკადრების ანალიზი ჩაატარეს. ბიოლოგიურ პროცესებთან (მთქნარება, სუნთქვა) დაკავშირებული კუნთების მოძრაობები კვლევაში ჩართული არ იყო.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატებს სახის ასობით განსხვავებული გამომეტყველება აქვთ და მათგან 45,7% მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, 37% კი აგრესიულს. ამასთან, იყო გამომეტყველები, რომელთა გაშიფვრაც მეცნიერებმა ბოლომდე ვერ შეძლეს.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ კატების კომუნიკაცია იმაზე რთულია, ვიდრე აქამდე გვეგონა“, – ამბობს ფლორკივიჩი.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ კატა მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, როდესაც ყურები და ულვაშები წინ აქვს წამოწეული, თვალები კი დახუჭული, მაგრამ როცა მას ყურები გაბრტყელებული აქვს, თვალის გუგები კი ვიწრო, ეს ნიშნავს რომ ცხოველი აგრესიულად არის განწყობილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

კვლევა: 2070 წლისთვის 3 მილიარდი ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში იცხოვრებს

ევროპელი, ჩინელი და ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, 2070 წლისთვის 3 მილიარდი ადამიანის საცხოვრებელ ადგილებში ჰაერის ტემპერატურა გაუსაძლისამდე გაიზრდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ უახლოეს მომავალში სათბურის გაზების დონე არ შემცირდება, უამრავ ადამიანს 29 გრადუსზე მაღალ საშუალო ტემპერატურის პირობებში მოუწევს ცხოვრება. შედეგის მისაღებად სპეციალისტებმა გაეროს პლანეტის მოსახლეობის ზრდის პროგნოზი და გლობალური დათბობის განვითარების მოდელები გამოიყენეს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ადამიანების უმეტესობა ვიწრო კლიმატურ სივრცეებში ცხოვრობს, სადაც საშუალო ტემპერატურა 11-15C გრადუსს შეადგენს. შედარებით მცირე ნაწილის ბინადრობის არეალში საშუალო ტემპერატურა 20-25C გრადუსია. ადამიანები ასეთ პირობებში ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობენ, თუმცა, გლობალური დათბობის გამო უამრავი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი ამ „კლიმატურ ნიშებს“ გასცდება.

ცვლილებები შეეხება ჩრდილოეთ ავსტრალიას, ინდოეთს, აფრიკას, სამხრეთ ამერიკას და ახლო აღმოსავლეთის ნაწილებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

გრენლანდია ყინულს 7-ჯერ უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე 1990-იან წლებში

გრენლანდია ყინულს 7-ჯერ უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე 1990-იან წლებში. ასეთი შეფასება სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც 26-წლიანი პერიოდის განმავლობაში სატელიტის დახმარებით შეგროვებული ინფორმაცია გააანალიზა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გრენლანდიაზე ყინულის დნობას თავის მხრივ გავლენა აქვს ზღვებში წყლის დონის მატებაზე და სპეციალისტების თქმით, მოცემული ანალიზის თანახმად, ივარაუდება, რომ წყლებში საუკუნის ბოლოს მხოლოდ გრენლანდიის გამო დამატებით 7სმ-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ეს საფრთხეს უქმნის სანაპიროებთან ახლოს მცხოვრებ მილიონობით ადამიანს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ხანდაზმული და ახალგაზრდა თაგვების სიხლის შეერთებით თაგვების სიცოცხლე გაახანგრძლივეს

მეცნიერებმა ხანდაზმული თაგვების სიცოცხლე მათი სისხლძარღვების ახალგაზრდა თაგვების სისხლძარღვებთან შეერთებით გაახანგრძლივეს და ფიქრობენ, რომ ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, მედიკოსები ხანდაზმულ ადამიანებში სხეულის გაახალგაზრდავების ახალ თერაპიებამდე მიიყვანოს.
მკვლევარებმა, მათ შორის დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან, აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა და ხანდაზმული თაგვების სისხლის მიმოქცევის სისტემების ქირურგიული გზით შეერთების პროცესს შეუძლია შეანელოს დაბერება უჯრედულ დონეზე და გაზარდოს ხანდაზმული ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 პროცენტით.
დასკვნები, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Aging, მიანიშნებს, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ სისხლში კომპონენტებისა და ქიმიკატების კოქტეილით, რაც ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობას.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს ფაქტორები პოტენციურად შეიძლება გამოყოფილ იქნას როგორც სწრაფი სამკურნალო თერაპია სხეულის გასაახალგაზრდაველად და ხანდაზმული ადამიანებისთვის სიცოცხლის წლების გასახანგრძლივებლად.
“ეს არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ პროცესს, რომელსაც ჰეტეროქრონული პარაბიოზი ეწოდება, შეუძლია შეანელოს დაბერების ტემპი, რასაც თან ახლავს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის გახანგრძლივება“, – განაცხადა დიუკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერმა, კვლევის უფროსმა ავტორმა ჯეიმს უაითმა.
კვლევა ცდილობდა დაედგინა ჰეტეროქრონული პარაბიოზის სარგებელი – რომელიც შესრულებულია ორი სხვადასხვა ასაკის ცხოველის ქირურგიული შერწყმით, რათა ხელი შეუწყოს საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემას – იყო ხანმოკლე თუ უფრო ხანგრძლივი.
კვლევაში მონაწილე ახალგაზრდა თაგვი ოთხი თვის იყო, ხოლო უფროსი – ორი წლის. მეცნიერებმა დაკვირვების დროს დაადგინეს, რომ ხანდაზმულ თაგვებს ფიზიოლოგიური შესაძლებლობები გაუუმჯობესდათ და 10 პროცენტით მეტხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე თაგვების, რომლებსაც ეს პროცედურა არ გაუვლიათ.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ნარჩუნდება განცალკავებიდან ორი თვის შემდეგაც და ასევე დააფიქსირეს, რომ რაც უფრო დიდხანს იზიარებდნენ ცხოველები სისხლის მიმოქცევას, მით უფრო დიდხანს გრძელდებოდა დაბერების საწინააღმდეგო სარგებელი მას შემდეგ, რაც ეს ორი ერთმანეთთან აღარ იყო დაკავშირებული.
კვლევის თანახმად, უჯრედულ დონეზეც, პარაბიოზის პროცესი, როგორც ჩანს, მკვეთრად ამცირებს სისხლის ასაკის ქიმიურ ნიშნებს.
წარმატებული შედეგის მიუხედავად, მეცნიერები პარაბიოზის პროცესის გამოყენებით ადამიანების დაწყვილებას არ გეგმავენ, რადგან ეს არა მხოლოდ არაპრაქტიკული, არამედ არაეთიკურიცაა, რადგან ნიშნავს 50 და 18 წლის ადამიანების დაახლოებით რვა წლის განმავლობაში დაწყვილებას.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კოვიდის შემდგომ პერიოდში ტვინის დაბინდვა სისხლში თრომბებს უკავშირდება

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევა მიანიშნებს, ე.წ. “ხანგრძლივი კოვიდის” ზოგიერთი საერთო სიმპტომი, მათ შორის ტვინის დაბინდვა და გადაღლილობა შესაძლოა, სისხლში ან ფილტვებში სისხლის შენადედების, თრომბების წარმოქმნით აიხსნას.
მეცნიერების განცხადებით, კვლევაში მონაწილე 1 837 ადამიანიდან, რომლებიც “კოვიდის” გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სისხლის ორი ცილა მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი თრომბებია.
ითვლება, რომ ასეთი პაციენტების 16%-ს უჭირს აზროვნება, კონცენტრაცია ან დამახსოვრება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.
ოქსფორდისა და ლესტერის უნივერსიტეტების კვლევითი ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ მათი დასკვნები ეხება მხოლოდ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, საჭიროა შემდგომი გამოკვლევა, სანამ შეძლებენ რაიმე პოტენციური მკურნალობის შეთავაზებას ან დატესტვას, ისინი აკვირდებოდნენ კოგნიტურ პრობლემებს მხოლოდ 6 და 12 თვეში და ტესტებისა და კითხვარების მეშვეობით.
კვლევის ავტორმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ ჰარისონმა განაცხადა, რომ მაჩვენებლებისა და შესაძლო მექანიზმების იდენტიფიცირება “საკვანძო ნაბიჯია” პოსტ-კოვიდური პეროდის ტვინის დაბინდვის ასახსნელად, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ხანგრძლივი “კოვიდის” მრავალი განსხვავებული მიზეზი.
“კოვიდ 19”-ის ჰოსპიტალიზაციის შემდგომი კვლევა, რომელიც Nature Medicine-ში გამოქვეყნდა, ტვინის დაბინდვაში ცილა ფიბრინოგენსა და ცილის ფრაგმენტ D-დიმერის მაღალ დონეს ადანაშაულებს.
კვლევის ავტორმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, დოქტორმა მაქს თაქეთმა განაცხადა, რომ „ფიბრინოგენიც და D-დიმერიც ჩართულია სისხლის შედედებაში და, შესაბამისად, შედეგები ამყარებს ჰიპოთეზას, რომ სისხლის შედედება არის პოსტ-კოვიდური პერიოდის კოგნიტური პრობლემების მიზეზი.
“ფიბრინოგენი შეიძლება პირდაპირ მოქმედებდეს ტვინზე და მის სისხლძარღვებზე, მაშინ როცა D-დიმერი ხშირად ასახავს თრომბებს ფილტვებში და ტვინში არსებული პრობლემების მიზეზი, შესაძლოა, ჟანგბადის ნაკლებობა იყოს”, -განაცხადა მაქს თაქეთმა.
D-დიმერის მაღალი დონის მქონე პირები ასევე: უჩიოდნენ ძლიერ დაღლილობას და ქოშინს და როგორც წესი, უჭირდათ სამუშაოს შესრულება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგები აჩვენა აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამაც.

წყარო : bbc.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 29 30 31 32 33 116
Page 31 of 116