close

კვლევები

კვლევები

კვლევის თანახმად, მაკარონის ჭამა ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის

კვლევის თანახმად, მაკარონის ჭამა ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის. ექსპერიმენტი იტალიაში, ენების და კომუნიკაციის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაატარეს. მეცნიერები ამბობენ, რომ სპაგეტისა და, ზოგადად, მაკარონის მოხმარება ჩვენში დადებით ემოციებს იწვევს, რაც ბედნიერებისა და კეთილდღეობის საერთო დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

კვლევის ფარგლებში მათ 40 ადამიანის ნეიროიმპულსები შეამოწმეს. ჯგუფი ზუსტად ორად გაიყო – 20 ქალი და 20 კაცი. მათი ასაკი 25-დან 55 წლამდე მერყეობდა. როგორც დადგინდა, ტვინი მაკარონით დამზადებული კერძის დაგემოვნებაზე ისევე დადებითად რეაგირებს, როგორც ადამიანის საყვარელი საქმიანობის შესრულებისას ან მუსიკის მოსმენის დროს.

ზოგიერთი სუბიექტის შემთხვევაში პასტის ჭამით გამოწვეული ემოციურ-კოგნიტური მდგომარეობა იმაზე უფრო პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე სპორტული სახეობით განცდილი დადებითი ემოცია. სპაგეტის მოხმარების ეფექტი მაშინ კიდევ უფრო მაღალია, თუ ადამიანი მას მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევს.

„კვლევის დახმარებით მეცნიერება ემოციების სამსახურში ჩადგა და მან დაადასტურა, რომ სპაგეტი სხვა არაფერია, თუ არა ბედნიერება”, – ამბობს ფსიქოლოგიისა და ნეირომარკეტინგის პროფესორი, ვინჩესო რუსო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა დაასახელეს

გერმანელმა მეცნიერებმა ალკოჰოლის დასაშვები დღიური დოზა დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Focus-ი ავრცელებს. კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ქალებისთვის დღეში 12 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღებაა დასაშვები, რაც 0,3 ლიტრი ლუდის ან 0,125 ლიტრი ღვინის ექვივალენტია. მამაკაცების დღიურ დოზად კი 24 გრამი სუფთა ალკოჰოლი დასახელდა, რაც 0,6 ლიტრი ლუდის ან 0,25 ლიტრი ღვინის ექვივალენტს წარმოადგენს.

გამოცემის ცნობით,  მეცნიერები კვირაში მინიმუმ 2 დღე ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავების რეკომენდაციას იძლევიან. მათი განმარტებით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სასურველია ალკოჰოლზე საერთოდ უარის თქმა, რადგანაც ალკოჰოლი ორგანიზმის მიერ ვიტამინებისა და მკვებავი ელემენტების ათვისებას უშლის ხელს და არაერთ მძიმე დაავადებას იწვევს, მათ შორის, კიბოთი დაავადების რისკსაც ზრდის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

დასახელდა პროდუქტი, რომელიც ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის

შვედი მეცნიერების დასკვნით, ცხიმიანი თევზის გადაჭარბებულად მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 50%-ით ზრდის. ამის შესახებ კვლევაზე დაყრდნობით MedicalXpress-ი წერს.

სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 70 წლის ადამიანების კვებას, ექსპერიმენტში კი 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

10-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოხალისეები, რომლებსაც პოლიქლორირებული ბიფენილების მაღალი დონე ჰქონდათ, სხვა რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, 50%-ით ხშირად იღუპებოდნენ.

პოლიქლორირებულ ბიფენილებს ძირითადად თევზის ქონი შეიცავს, ასევე ხორცი და რძის პროდუქტები. მეცნიერების თქმით, ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

რისი წვენი დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში. დიეტოლოგის რჩევა

ამერიკელმა ექიმმა-დიეტოლოგმა ჰოლი კლამერმა დაასახელა სასმელი, რომელიც ხელს უწყობს ღამის ძილის გაუმჯობესებას. ამის შესახებ Eat This, Not That!-ი წერს.

სპეციალისტის თქმით, ძილის ხარისხი გაუმჯობესდება, თუ ალუბლის წვენს რეგულარულად მიირთმევთ. „ძილის წინ ამ წვენის დალევა სწრაფად ჩაძინებაში დაგვეხმარება. საქმე იმაშია, რომ ალუბალი შეიცავს მელატონინს. ეს არის ჰორმონი, რომელიც ძილის ციკლის მოწესრიგებაში გვეხმარება“, – ამბობს კლამერი.

მისივე თქმით, ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც, 1 კვირის განმავლობაში მონაწილეების ნაწილი ალუბლის წვენს მიირთმევდა, ნაწილი კი – პლაცებოს. 7 დღის შემდეგ პირველი ჯგუფის მონაწილეებს ძილის ხარისხი შესამჩნევად გაუუმჯობესდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიქიმია

ნივთიერებები, რომელიც ბავშვების ტვინის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს

ახლესი კვლევების შედეგად, გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომელიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას. ,,The Lancet Neurology-ის” მკვლევარებმა 2006 წელს გამოაქვეყნეს 5 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედოს ყველაფერზე, კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებით დაწყებული, ყურადღების კონცენტრაციით დამთავრებული. ახლახან სია განახლდა და მას მკვლევარებმა 6 ახალი ნივთიერება დაამატეს.

კვლევის ავტორების თქმით, ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები (მაგალითად აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და კითხვის უუნარობა) დღეს დაბადებული ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში გვხვდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ია გენეტიკური, ხოლო დანარჩენი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად სწორედ ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ:

ტყვია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი IQ (ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი).

აი ის 5 ნივთიერება, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ბავშვების ტვინზე:

  1. ტყვია;
  2. მეთილვერცხლისწყალი;
  3. პოლიქლორირებული ბიფენილები;
  4. დარიშხანი;
  5. ტოლუოლი.

 

წყარო:  Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევები

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა ყოველდღიურად კოკა-კოლას სვამთ

მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად მოიხმარს კოკა-კოლას. ფიქრობს ვინმე იმაზე, თუ რა მოუვა სხეულს, თუ კოკა-კოლას დალევა ყოველდღიურ ჩვევად აქცევთ?

უცხოური გამოცემა  ჯანმრთელობის ექსპერტების კვლევებსა და კომენტარებზე დაყრდნობით ამის შესახებ წერს.

კოკა-კოლა – 5 გვერდითი მოვლენა:

სისხლში შაქრის მაღალი და დაბალი დონე – ჩვეულებრივი არომატული კოკა-კოლის სტანდარტული ქილა შეიცავს თითქმის 39 გრამ შაქარს, რაც შეადგენს რეკომენდებული დღიური მნიშვნელობის დაახლოებით 77%-ს; რამდენიმე ყლუპმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრის ძლიერი მომატება.

ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი –  არსებობს კორელაცია ტკბილი სასმელების დალევასა და სიმსუქნის და/ან ტიპის 2 დიაბეტის განვითარებას შორის

სტომატოლოგიური პრობლემები – სასმლის ყავისფერმა შეფერილობამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების გაყვითლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;

სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება – კოკა-კოლის რეგულარულად დალევამ, შესაძლოა, რეალურად შეამციროს თქვენი პოტენციური სიცოცხლის ხანგრძლივობა;

სიმსუქნის რისკი – კოკა-კოლა მზადდება დამატებული შაქრით და არ შეიცავს ბოჭკოს, პროტეინს ან ჯანსაღ ცხიმებს.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ თუ ადამიანს ნამდვილად უყვარს ეს სასმელი და მასზე უარის თქმა არ შეუძლია, უნდა ეცადოს ის ზომიერად მიიღოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ძილის დროს მცირე შუქის ზემოქმედებაც კი ჭარბ წონასა და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება

მცირე რაოდენობის შუქის ფონზე ძილის დარღვევა შეუძლია, რაც ასაკოვან ზრდასრულებში ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს ქმნის. ამის შესახებ CNN-ი ნორსვესტერნის უნივერსიტეტის ახალ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, კვლევაში 552 ქალი და კაცი მონაწილეობდა, რომელთა ასაკიც 63 – 84 წელს შორის მერყეობს. მეცნიერებმა მათ სპეციალური მოწყობილობები დაურიგეს, რომელიც ძილის ციკლებს, ძილის დროს მოძრაობასა და შუქის რაოდენობას ზომავდა.

კვლევის მონაწილეთა 53%-ზე მეტს ძილის დროს ოთახში ამა თუ იმ ფორმით შუქი ჰქონდათ ჩართული (სანათები, ტელევიზორი და ა.შ.). აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ინტენსიურია შუქი, მით უფრო მაღალი იყო ადამიანებში დიაბეტის, ჭარბი წონისა და ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევები.

ასევე დადგინდა, რომ შუქი ძილის ციკლს არღვევს. კერძოდ კი, მის იმ სტადიას, რომლის დროსაც უჯრედების განახლება ხდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ოპერაციამდე მუსიკის მოსმენა ნერვებს ამშვიდებს

ოპერაციამდე მუსიკის მოსმენას დამამშვიდებელი მედიკამენტების ეფექტი აქვს, ამ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. თემაზე სტატია BBC-მ რამდენიმე მაგალითსა და კვლევაზე დაყრდნობით მოამზადა. 

სიმღერა ამცირებს შფოთვას, დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე-ამის თქმის საფუძველს მეცნიერებს ჩატარებული კვლევა აძლევს.

კვლევის მონაწილე 157 ადამიანიდან უმეტესობა ამბობს, რომ უპირატესობას მათ მიერ შერჩეული მუსიკის მოსმენას ანიჭებენ.

ექსპერიმენტის მონაწილეებს დამამშვიდებელი საშუალება მიაღებინეს, მეორე ჯგუფს კი ბრიტანული ბენდის მუსიკა მოასმენინეს-შედეგად პაციენტის შფოთვა ორივე მხარეს იდენტურ დონეზე შემცირდა, ამტკიცებენ მკვლევარები.

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ვიინა გრაფი ამბობს, რომ მუსიკა ტვინს ემიციური ფონისგან ათავისუფლებს და ახალისებს ნერვულ სისტემას.

„ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს შეუძლიათ, თავიანთ სამყაროში კომფორტულად იგრძნონ თავი და მთლიანად აკონტროლონ ის“. – ამბობს პროფესორი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა გაარკვიეს რა გადაარჩენს დედამიწის კლიმატს

კლიმიტის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ახალი ტყეების გაშენებაა- ასეთია შვეიცარიელი მეცნიერების დასკვნა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ციურიხის ტექნიკური ინსტიტუტის ექსპერტების განმარტებით, ტყეებს შეუძლიათ ნახშირორჟანგის გამოყოფის მოცულობა ორი მესამედით შეამცირონ.

კვლევის ავტორების თქმით, გლობალური დათბობის შესაჩერებლად ატმოსფეროში არა მხოლოდ ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაა საკმარისი, არამედ აუცილებელია მთლიანობაში 1 მილარდი ჰექტარი ტყის გაშენება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი ახალი ტყეების გასაშენებლად რუსეთს აქვს. ამავე სიაში არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, ბრაზილია და კანადა.

ამ დროისთვის დედამიწაზე ტყის მასივების საერთო ფართობი 2,8 მილიარდ ჰექტარს შეადგენს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა მოწევის ახალი საფრთხე დაასახელეს

ბრიტანელმა გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ მოწვევა შიზოფრენიისა და დეპრესიის განვითარების რისკს ზრდის. მათი კვლევა Psychological Medicine-ში გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტისთვის სპეციალისტებმა ნახევარ მილიონ ადამიანს დნმ-ს ანალიზი ჩაუტარეს. საბოლოოდ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც შიზოფრენია და დეპრესია აქვთ, ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებზე გაცილებით მეტს ეწეოდნენ.

გენეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს ტვინის ნეირომედიატორებზე, სეროტონინსა და დოფამინზე, რომლებიც შიზოფრენიისა და დეპრესიის განვითარებაში მონაწილეობენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 111
Page 22 of 111