close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

დიდი გარღვევა ოსტეოართრიტის მკურნალობაში – მეცნიერებმა ასაკით დაზიანებული სახსრების ხრტილები აღადგინეს

სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებული კვლევით დადგინდა, ხრტილების დაკარგვა, რომელიც ასაკთან ერთად მოდის, გამოწვეულია ერთი ცილით. აღმოჩენა მიუთითებს მკურნალობის მეთოდებზე, რომლებმაც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ხანდაზმულებში აღადგინოს მოძრაობის უნარი და შეამსუბუქოს დისკომფორტი.

წინა კვლევებში, ცილა 15-PGDH ფართოდ დაკავშირებული აღმოჩნდა დაბერებასთან — ასაკთან ერთად, მისი რაოდენობა იმატებს და ხელს უშლის მოლეკულებს, რომლებიც ქსოვილებს აღადგენენ და ანთებას ამცირებენ.

ამან მეცნიერები აიძულა განეხილათ, შესაძლოა თუ არა 15-PGDH ჩართული იყოს ოსტეოართრიტში — დაავადებაში, რომელშიც სახსრებზე დატვირთვა განაპირობებს ხრტილში კოლაგენის დაშლას, რაც ანთებას და ტკივილს იწვევს.

ხანდაზმულ თაგვებზე ჩატარებულ ცდებში, 15-PGDH ინჰიბიტორის (მბლოკავი) შეყვანის შემდეგ, მუხლის გაცვეთილი ხრტილი კვლავ გასქელდა. ახალგაზრდა თაგვებზე ჩატარებულ ასეთივე ცდებში, ინჰიბიტორმა ისინი დაიცვა ტრავმით გამოწვეული ოსტეოართრიტის ჩვეულებრივი ეფექტებისგან.

როდესაც მკვლევრებმა თაგვებში ხელოვნურად გამოიწვიეს წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების ეკვივალენტი და შემდეგ უმკურნალეს, ოსტეოართრიტი აღარ განვითარდა, რაც როგორც წესი, მოსალოდნელია ხოლმე ამ სახის სამოდელო თაგვებში.

ხრტილის აღდგენის წინა მცდელობები მოიცავდა ღეროვანი უჯრედების გამოყენებას — ფაქტორს, რომელიც უკვე აღარაა საჭირო, როცა ცილა 15-PGDH დაბლოკილია. ამის ნაცვლად, ქონდროციტი უჯრედები, რომლებიც ხრტილებს წარმოქმნიან და ინარჩუნებენ — გარდაიქმნა ჯანმრთელ, უფრო გამოსადეგ ფორმაში.

„ეს გახლავთ ზრდასრული ქსოვილის რეგენერაციის ახალი გზა და მნიშვნელოვანი კლინიკური პერსპექტივა აქვს დაბერებით ან დაზიანებით გამოწვეული ართრიტის სამკურნალოდ. ჩვენ ღეროვან უჯრედებს ვიკვლევდით, მაგრამ ისინი აქ აშკარად არ არიან ჩართული. ძლიერ ამაღელვებელი ამბავია“, — ამბობს მიკრობიოლოგი ჰელენ ბლაუ.

დამუშავებულ თაგვებს უფრო სტაბილური სიარული ჰქონდათ, რაც მიუთითებს, რომ განიცდიდნენ ნაკლებ ტკივილს; ასევე, დაზიანებულ ფეხებზე იტანდნენ უფრო მეტ წონას — ნიშანი იმისა, რომ ხრტილის აღდგენა ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უტოლდებოდა.

ასეთივე ექსპერიმენტი სცადეს იმ ადამიანებისგან აღებული ქსოვილების ნიმუშებზე, რომლებსაც მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული. აქაც დაფიქსირდა აღდგენის მკაფიო ნიშნები, ხრტილი გახდა უფრო მაგარი და აღენიშნებოდა ანთების მხოლოდ მცირე ნიშნები.

„მექანიზმი ფრიად გასაოცარია და ნამდვილად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ქსოვილის აღდგენის გზების შესახებ. აშკარაა, რომ ხრტილში უკვე არსებული უჯრედების დიდი რაოდენობა ცვლის მათი გენის ექსპრესიის მახასიათებლებს. აღდგენისთვის ამ უჯრედების მიზანში ამოღებით, შესაძლოა, კლინიკურად უფრო დიდი საერთო გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გვქონდეს“, — ამბობს ორთოპედიული მეცნიერი ნიდჰი ბჰუტანი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ამ მიმართულებამ შეიძლება მიგვიყვანოს ეფექტიან სამკურნალო საშუალებებთან, რომელიც უკუაქცებს ართრიტით ან ასაკით გამოწვეულ დაზიანებას. შეიძლება წინ გველოდება მომავალი, რომელშიც საჭირო აღარ იქნება თეძოსა და მუხლის ჩანაცვლების ქირურგიული ოპერაციები.

ოსტეოართრიტის ამჟამინდელი მკურნალობა შემოიფარგლება მხოლოდ სახსრების ჩანაცვლებით ან ტკივილის მართვით. მიუხედავად ბოლო წლებში იმედისმომცემი კვლევებისა, ჯერ მაინც არაფერი გვაქვს, რომელიც ამ დაავადების გამომწვევ მიზეზს აღმოფხვრის.

შემდეგი ნაბიჯი უნდა მოიცავდეს კლინიკურ ცდებს. კუნთების დასუსტების წინააღმდეგ 15-PGDH მბლოკავის გამოყენებაზე ჩატარებულმა წინა ცდამ ვერ გამოავლინა რაიმე საფრთხე ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც ასეთი პრეპარატების ცდების პროცესს დააჩქარებს.

მომზადებულია news.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რა ხდება ორგანიზმში, რაციონიდან მარილის ამოღების შემდეგ – ექიმების რეკომენდაცია

მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე მარილის მოხმარების გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა სამხრეთ კორეის კიუნპუკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გამოიყენეს და 500 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 40-დან 70- წლამდეა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ადამიანი საკვებს მარილს არ ამატებს მის ორგანიზმში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 18%-ით მცირეა, ვიდრე მათში, ვინც მარილიან საკვებს ანიჭებს უპირატესობას.

ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დადებითი გავლენა ორგანიზმზე მარილის მოხმარების შემცირებასაც აქვს. მათ შეადარეს ორი ჯგუფის მონაცემები – პირველი საკვებს მარილს ყოველთვის ამატებდა, მეორე კი ხშირად. გაირკვა, რომ მეორე ჯგუფში გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი პირველთან შედარებით 12%-ით მცირეა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

კალორიების მიღების 30%-ით შემცირება თავის ტვინის დაბერებას მნიშვნელოვნად ანელებს — ახალი კვლევა

კალორიებით შეზღუდულმა კვების რაციონმა შესაძლოა შეანელოს დაბერების პროცესი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივად ხდება ტვინში. ამაზე მიუთითებს მაკაკა რეზუსებზე ჩატარებული კვლევა, რომელიც ასევე შეიძლება რელევანტური აღმოჩნდეს თავის ტვინის ისეთი დაავადებისთვის, როგორიც არის ალცჰაიმერი.

ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს 24 ისეთი მაკაკა რეზუსის (Macaca mulatta) თავის ტვინი, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იკვებებოდნენ ან კალორიებით შეზღუდული ან ჩვეულებრივი რაციონით.

ასეთი დიდი დროის მანძილზე წარმოქმნილ სხვაობათა საფუძველზე, იმ მაიმუნების თავის ტვინის ქსოვილის ნიმუშებში, რომლებიც 30 პროცენტით ნაკლებ კალორიას მოიხმარდნენ, მკვლევრებმა მიაგნეს უფრო ჯანსაღი ნერვული კომუნიკაციისა და დაცვის ნიშნებს.

ეს აღმოჩენა ემატება იმას, რაც უკვე ვიცით შეზღუდული კალორიების მქონე რაციონის შესახებ: იმის გამო, რომ ასეთი რაციონი სხეულს სამუშაოდ უფრო ნაკლებ საწვავს აწვდის, მეტაბოლიზმი უფრო ეფექტიან რეჟიმში გადაჰყავს, რაც როგორც ამ კვლევაში გამოჩნდა, იცავს მას იმ უჯრედული ცვეთისაგან, რაც როგორც წესი, ასაკთან ერთად ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ კალორიების შეზღუდვა კარგად დამკვიდრებული ჩარევაა, რომელსაც შეუძლია ბიოლოგიური დაბერების შენელება და შეიძლება ასაკთან დაკავშირებულ მეტაბოლურ ცვლილებებსაც ამცირებდეს ხანმოკლე ექსპერიმენტულ მოდელებში, ეს კვლევა გვთავაზობს იშვიათ, გრძელვადიან მტკიცებულებას იმისა, რომ კალორიების შეზღუდვა ასევე შეიძლება თავის ტვინს იცავდეს დაბერებისგან უფრო კომპლექსურ სახეობებში“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ანა ვიტანტონიო.

ჯგუფი ფოკუსირებული იყო კონკრეტულად მიელინზე, თავის ტვინის ნერვული ბოჭკოების გარშემო არსებულ ცხიმოვან საფარზე, რომელიც მათ იცავს და აჩქარებს ერთმანეთს შორის კომუნიკაციას. ტვინის დაბერებასთან ერთად, მიელინი დეგრადირდება, რასაც შეუძლია ანთების გამოწვევა.

მაიმუნებში, რომლებიც შეზღუდული კალორიების მქონე რაციონით იკვებებოდნენ, ძლიერი ნიშნები იყო იმისა, რომ ტვინში, ნერვების გარშემო მიელინის საფარი უკეთეს მდგომარეობაში იყო — მიელინთან დაკავშირებული გენები უფრო აქტიური იყო და მიელინის წარმოებასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებული მთავარი მეტაბოლური გზები უკეთესად ფუნქციონირებდა.

ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ მიელინის მწარმოებელი და მისი ჯანსაღად შემანარჩუნებელი უჯრედები მუშაობდნენ უფრო ეფექტიანად; შედეგად, შეჩერებული იყო დაბარების ის ზოგიერთი ნიშანი, რაც აღინიშნებოდა სტანდარტულ რაციონზე მყოფ მაიმუნებში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ უჯრედულ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს გავლენები, რომლებიც დაკავშირებულია შემეცნებასთან და სწავლასთან“, — ამბობს ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ტარა მური.

როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილი, წლებთან ერთად, დეგრადირდება ტვინის მექანიზმიც. ზოგ შემთხვევაში, ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი მექანიზმები რეალურად ირღვევა და მავნე ხდება, რაც იწვევს ნეიროანთებას.

სწორედ ამიტომ არის ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები სიბერეში უფრო მეტად მოსალოდნელი — რადგან ტვინის უჯრედები უარეს მდგომარეობაში არიან და მათმა ზედმეტად აქტიურობამ შეიძლება გამოიწვიოს უნებლიე ზიანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასაკთან ერთად გაუარესებულია ნერვულ უჯრედთა დამცავი გარსი.

ბოლო წლებში, მეცნიერებმა ხელახლა დაიწყეს ალცჰაიმერის დაავადებასა და მიელინის დაქვეითებას შორის კავშირის კვლევა, რითაც მიიღეს მიელინის დაშლის ექსპერიმენტული მტკიცებულება სწრაფი კოგნიტური დაქვეითების მქონე ადამიანთა სკანირების მონაცემებში. ეს კვლევა იძლევა კიდევ ერთ მინიშნებას და შესაძლო ინტერვენციის გზას — კვების რაციონის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა შედარებით მცირე რაოდენობის მაიმუნებზე ჩატარდა, მათ ტვინს უამრავი მსგავსება აქვს ადამიანის ტვინთან და შესაბამისად, კარგი მიზეზია ვიფიქროთ, რომ შედეგები ადამიანებშიც იგივე იქნება, რაც უკვე შემდეგი კვლევების საქმეა.

„კვების ჩვევები შეიძლება გავლენას ახდენდეს თავის ტვინის ჯანმრთელობაზე; ცოტა კალორიის მიღება შეიძლება ანელებდეს ტვინის დაბერების ზოგიერთ ასპექტს გრძელვადიან პერსპექტივაში“, — ამბობს მური.

როგორც სხვა კვლევებიდან ვიცით, კვების რაციონის გარდა, ტვინის დაბერებაზე სხვა მრავალი ფაქტორიც ახდენს გავლენას, მათ შორის, ძილის ხარისხი და ენების სწავლა.

კვლევა Aging Cell-ში გამოქვეყნდა, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა 117 წლის ქალის დნმ-ი გაშიფრეს და გაოცებულები დარჩნენ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს იშვიათი გენეტიკური და ბიოლოგიური თავისებურებები, რომლებიც შეიძლება ხსნიდეს ესპანელი მარია ბრანიასის ფენომენალურ დღეგრძელობას – მან 117 წელი იცოცხლა და ამავდროულად გასაოცრად კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნა, – წერს Indian Defence Review.

ახალი გენეტიკური კვლევა, რომელიც ჟურნალში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა, ბარსელონაში მდებარე კარერასის ლეიკემიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ქალის სისხლის, ნერწყვის, განავლისა და შარდის სრული ანალიზი გააკეთეს და დაადგინეს, რომ მისი ორგანიზმის მრავალი უჯრედული მარკერი რეალურ ასაკთან შედარებით ათწლეულებით „უმცროსად“ გამოიყურებოდა. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა ჯანმრთელი დაბერებისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზების აღმოჩენაში შეიძლება დაგვეხმაროს.

აღნიშნულია, რომ ბრანიასს ჰქონდა ანთებითი პროცესების უფრო დაბალი დონე, უკეთესი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა და იმუნური სისტემა, ვიდრე მასზე რამდენიმე ათეული წლით უმცროს ადამიანებს. მისი ნაწლავის მიკრო ფლორაც მაღალი მდგრადობით გამოირჩეოდა. მიღებული შედეგები მიუთითებს იშვიათ გენომურ პროფილზე, რომელიც ქალს ასაკობრივი დეგრადაციისგან იცავდა.

„ადამიანის უკიდურესად ხანგრძლივი სიცოცხლე, რომლის მაგალითსაც სუპერდღეგრძელები წარმოადგენენ, დაბერების გააზრებაში ერთგვარი პარადოქსია: მიუხედავად სიბერისა, ისინი შედარებით კარგ ჯანმრთელობას ინარჩუნებენ“, – წერენ მკვლევრები.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა – რა წერია ახალი კვლევის შედეგებში

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც წლების განმავლობაში სამეცნიერო ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა მისი პოტენციალი დაფარული დარჩა.

ნაერთი, სახელად პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი, ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა.

პოტენციურად, მას შეუძლია ბრძოლა ბაქტერიებთან, რომლებიც სულ უფრო რეზისტენტული გახდნენ თანამედროვე პრეპარატებისადმი; სინამდვილეში, ის შუალედური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც სხვა ანტიბიოტიკის, მეთილენომიცინ A-ს წარმოების პროცესში წარმოიქმნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ბაქტერია, სახელად Streptomyces coelicolor-ი, რომელიც გამოიმუშავებს მეთილენომიცინ A-ს და პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონს, არის ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მოდელის სახეობა, რომელიც ფართოდ არის შესწავლილი 1950-იანი წლებიდან. ასეთ ნაცნობ ორგანიზმში ახალი ანტიბიოტიკის პოვნა ნამდვილი სიურპრიზია“, — ამბობს უორვიკის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ლონა ალხალაფი.

ახლა საჭიროა პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონის უფრო მეტი პრეკლინიკური და ლაბორატორიული ტესტირება, რათა სრულად გაირკვეს მისი, როგორც ანტიბიოტიკის პოტენციალი, როგორც იმ მექანიზმებში, რომლებითაც ის მუშაობს, ისე მის სამიზნე პათოგენებში.

მკვლევრები ასევე ხედავენ პოტენციალს სხვა ანტიბიოტიკების შუალედური პროექტების კვლევაში, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა კიდევ უფრო მეტი ასეთი ნაერთის პოვნა.

„ეს აღმოჩენა მიუთითებს ახალ პარადიგმაზე ანტიბიოტიკების აღმოჩენაში. შუამავალი პროდუქტების გამოვლენითა და დატესტვით, შეიძლება მივაგნოთ ძლიერ ახალი ანტიბიოტიკებს, რომლებიც დაგვეხმარება ანტიმიკრობულ რეზისტენტულობასთან ბრძოლაში“, — ამბობს ჩალისი.

სრულად ნახვა
კვლევები

ალერგია ადამიანების მიმართაც არსებობს – ახალი კვლევა

გგონიათ, ალერგია მხოლოდ მტვერზე, ცხოველის ბეწვზე ან საკვებზე ვითარდება? – ახალი სამეცნიერო მასალა აჩვენებს, რომ ადამიანის ორგანიზმს შეიძლება ჰქონდეს ალერგია სხვა ადამიანზე – პირდაპირი მნიშვნელობით.

მკვლევრები განმარტავენ, რომ არსებობს იშვიათი შემთხვევები, როცა სხეული აგრესიულად რეაგირებს სხვა ადამიანის სხეულის კონტაქტზე — იქნება ეს ოფლი თუ სპერმა.

ასეთი მდგომარეობა იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს, რაც ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორმაა – ალერგია მამაკაცის სპერმის მიმართ. ამ მდგომარეობით დაავადებულ ქალებს სპერმასთან კონტაქტის შემდეგ უვითარდებათ გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკიც კი.

კვლევები აჩვენებს, რომ სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს მაშინაც კი, როცა წყვილი დაცულ ურთიერთობას ამყარებს — უბრალოდ ორგანიზმი რეაგირებს პარტნიორის სპეციფიკურ ცილებზე. ასეთ შემთხვევაში ექიმები რეკომენდაციას უწევენ იმუნოთერაპიას ან სპეციალურ პრეპარატებს, რომლებიც ორგანიზმს ალერგენთან თანდათან აჩვევენ.

არსებობს სხვა, კიდევ უფრო იშვიათი ფორმებიც.

მაგალითად, ადამიანი რეაგირებს ოფლსა და ცრემლზეც. ასეთ შემთხვევებში პაციენტს კანზე ჩნდება მტკივნეული წერტილოვანი გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს წვა და ქავილი.

ზოგიერთმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ალერგიული რეაქცია ემართება მაშინაც, როცა სხვის სუნთქვას ახლოს გრძნობს.

ექიმების თქმით, ასეთი ალერგიები უკიდურესად იშვიათია, მაგრამ რეალური. მათი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს იმუნური სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, როდესაც სხეული უცხო ცილას „მტრად“ აღიქვამს.

ასეთი შემთხვევების დიაგნოზი რთულია — ალერგიული რეაქციები ხშირად ჰგავს სხვა დაავადებებს, როგორიცაა ეგზემა ან ასთმა. პაციენტს სჭირდება ალერგოლოგის კონსულტაცია და სპეციალური ტესტები, რომ ზუსტად დადგინდეს გამომწვევი ფაქტორი.

მკურნალობისას გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები, იმუნოთერაპია ან ზოგჯერ ქცევითი ცვლილებები — მაგალითად, ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა კონკრეტულ პირობებში.

მეცნიერები ამ თემას განსაკუთრებული ინტერესით სწავლობენ, რადგან ის აჩვენებს, რამდენად რთულად და ინდივიდუალურად მუშაობს ადამიანის იმუნური სისტემა.

სრულად ნახვა
კვლევები

ეკონომისტი – პროფესია გლობალური ცვლილებების პროცესში

როგორც ყველა ვხედავთ, ვაკვირდებით და ვაცნობიერებთ თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება. არა თუ მსოფლიო, არამედ ჩვენი მიკრო სამყაროც. ყველაფერი რასთანაც შეხება გვაქვს ოჯახში, საზოგადოებაში, პროფესიაში – ყველაფერი ტრანსფორმირებს და იცვლება, ვითარდება,იხვეწება. თანაც ისე, რომ უნდა სწავლის გარეშე ცვლილებების დაუფლება ხანდახან რთულდება. ადამიანები სულ უფრო მეტად თავისუფლდებიან რუტინული და დამღლელი შრომისგან, – მათ ახალი შესაძლებლობების რობოტები ანაცვლებენ. თავის მხრივ, მეცნიერება და ტექნოლოგიები სრული მყისიერი ცვლილებებისთვის მზადაა. ერთადერთი,რაც ამ პროცესს აფერხებს ჩვენი მხრიდანადაპტაციის ბუნებრივი პროცესია. ესეიგი ევოლუციისა და განვითარებისთვის – გარდაუვალიტრანსფორმაცია! აღნიშნულს სიმძაფრეს სძენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მკვეთრი და მყისიერი ზრდა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ პროცესებს კარგად დავაკვირდეთ. ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და გავრცელება, ახალი მეცნიერული გარღვევები ყველა მიმართულებით, გლობალური ბაზრების გადანაცვლებები და გლობალური კონკურენცია, დემოგრაფიული საკითხები და შესაბამისად, ამ პროცესთან დაკავშირებული შოკები ქმნიან გარემოს, სადაც ამა თუ იმ საზოგადოებას მუდმივად უწევს ადაპტაცია. ასეთი პროცესების დროს, ცვლილებების გარდამავალ პროცესში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესია, რომელიც ამ ცვლილებებს არა მხოლოდ აღწერს, არამედ განმარტავს, აანალიზებს და მართავს — ეკონომისტის პროფესია. გამომდინარე იქიდან, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელ ფაზაშიც ახლა თანამედროვე მსოფლიო იმყოფება, უპრეცედენტოდ მასშტაბურია და არსებითად განსხვავებული ყველა სხვა რევოლუციებისგან, –შესაბამისად, ამ პროცესებში უპრეცედენტო მნიშვნელობას იძენს ეკონომისტის პროფესიაც და ამას ავხსნით რატომაც. ჩვენი პუბლიკაციის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, დაგანახოთ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული მოქალაქისთვის ამ პროფესიის მქონე ადამიანი აღნიშნულ ტრანსფორმაციულ პროცესებში და შესაბამისად ყურადღება გავამახვილოთ ინდივიდების ეკონომიკურ აზროვნებასა და ეკონომისტის როლზე აღნიშნული პროცესების მართვაში.

ეკონომისტის პროფესია საზოგადოებისთვის მეტწილად რთული, გაურკვეველი და თითქოს უმნიშვნელოც გახლავთ ამ თვალსაზრისით, –განსაკუთრებით ქართულ რეალობაში. სულ თითზე ჩამოსათვლელ ეკონომისტებს თუ გავიხსენებთ არამც თუ გლობალური, არამედ თუნდაც ლოკალური, ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ცნობიერება და აღიარება მიეღოს. თუმცა, ეს თავის მხრივ სულაც არ ნიშნავს ეკონომისტის პროფესიის უმნიშვნელობასა და მეორეხარისხოვნობას.

ეკონომიკა – ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული შეზღუდული რესურსების მართვის პროცესი ისე, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ კონკრეტული საზოგადოების, სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ინდივიდის კეთილდღეობა. რესურსი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური. მატერიალური შეიძლება იყოს ყველაფერი რასაც ხელით ვეხებით, ვქმნით ან ბუნებრივი სახით არსებობს და ვიყენებთ ან ვამუშავებთ, შეიძლება მათი დათვლა და გაზომვა. მეორეს მხრივ არა-მატერიალისტური შეიძლება იყოს უხილავი, მაგალითისთვის ინტელექტუალურირესურსი. თანამედროვე ეპოქაში ყველაზე უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხდება სწორედ არამატერიალისტური რესურსები ცოდნა, დრო და ინსტიტუციები — ანუ ის, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება გარდამავალ პერიოდი ნაკლებ მტკივნეულად გადაიტანოს და მაღალი ეფექტურობით ადაპტირდეს, განვითარდეს. თავის მხრივ, ეკონომისტი არის ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს აკვირდება, შეისწავლის, აანალიზებს და იძლეა საუკეთესო გამოსავლებს ოპტიმალური და რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად.

ეკონომისტი არის ადამიანი, ვინც ხედავს სისტემებს, ადგენს მიზეზ-შედეგობრიობას იქ, სადაც სხვები მხოლოდ მოვლენებს ამჩნევენ. ის სწავლობს, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს, როგორ ნაწილდება შეზღუდული მრავალფეროვანი რესურსები, რა განაპირობებს კონკრეტულმოქმედებს საზოგადოებაში, თუ ინდივიდში და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკეთ ორგანიზება. ეკონომისტის პროფესია ხშირად აღიქმება ზედაპირულად — თითქოს საქმე მხოლოდ ციფრებთან, გრაფიკებთან, ფინანსებსა და ბიუჯეტებთან გვაქვს, რაც არ გახლავ მართებული დამოკიდებულება.

კაცობრიობის ისტორიის გზას თუ დავაკვირდებით ის ევოლუციურია და მუდმივად არსებობდა ცვლილებისა და განვითარების დინამიკა.შესაბამისად პროფესია, რომელშიც ეკონომისტს ვგულისხმობთ ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვანი გახლდათ. დიახ, ასეც არის. თუმცა, დღევანდელ ჩვენს რეალობაში, რა პროცესების მონაწილეც ვართ – გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია, გლობალიზაციის მასშტაბები, კლიმატური ცვლილებები, დემოგრაფიული გამოწვევები, ტექნოლოგიური შოკები – ცვლილებების მასშტაბები უპრეცედენტოა და თანაც გარდაუვალი. ასეთ დროს აუცილებელი ხდება გონი, რომელიც მიმართულების მიმცემი იქნება, შეუძლია პროცესების დაკავშირება და ანალიზი, პროგნოზების მეტ-ნაკლები ადეკვატურობა, სისტემური აზროვნება, რომელიც ქაოსს მართვისთვის სისტემას მისცემს და პროცესების დამორჩილებას მოახერხებს, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ უარყოფითი შედეგები.

როდესაც ვსაუბრობთ ეკონომისტის პროფესიაზე და მის მნიშვნელობაზე საზოგადობის კეთილდღეობაში,მნიშვნელოვანია მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ ის გახლავთ საზოგადოებრივი რთული სისტემის ნაწილი და ერთი პიროვნება, ან თუნდაც მსგავსი უნარ-ჩვევების მქონე პიროვნებათა ჯგუფი ამ პროცესებში ვერ მოახერხებს სასურველი შედეგის უზრუნველყოფას. აუცილებელი ხდება საზოგადოების კრიტიკულმა მინიმუმმა დაიწყოს ეკონომიკური აზროვნება, – მიუხედავად პროფესიისა თუ საზოგადოებრივი სტატუსისა. აი აქ კი, ამ პროცესებში ეკონომისტის წვლილი უმნიშვნელოვანესია და ამ პროფესიის ადამიანებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე.

მაინც რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამ გარდაქმნების დროს ეკონომისტის პროფესია:

ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი იწვევენ შრომის ბაზრის ცვლილებებს შრომის ბაზარი სრულად გარდაქმნის პროცესშია ეკონომისტი საზოგადოებას ადაპტაციის პროცესში ეხმარება.
გარდაუვალია ეკონომიკური შოკები —გლობალური რისკები, უსაფრთხოების საკითხები, ფსიქოლოგიური გამოწვევები, ინფლაცია, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი კრიზისები. ეკონომისტი აანალიზებს და გვეხმარება რაციონალურ აზროვნებაში რომელიც ამცირებს ზიანს.
სტანდარტული სამუშაო რეჟიმები იცვლება, პროფესიების უმეტესობა ამ მასშტაბურად აღარ იქნება საჭირო და ბევრი მათგანი საერთოდ გაქრება. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალზეშესაძლოა კონკრეტული პროფესია არ გაქრეს, მაგრამ მოთხოვნა მკვეთრად მცირდება და აღარ იქნება მასობრივი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების გარანტირებული სტაბილური წყარო. აღნიშნულ პროცესში ეკონომისტი გვასწავლის ალტერნატივების შეფასებას და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.
ისტორიულად ცნობილია, რომ მეცნიერულ ტექნიკური პროგრესი, თუ მისი იმპლემენტაცია რაღაც დონეზე მაინც ხდება, ზრდის სოციალურ უთანასწორობა — ეკონომისტი ეძებს სამართლიან და ეფექტურ სისტემებს, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობა ამაღლდეს და გადანაწილდეს.
ეკონომიკური პოლიტიკა არის სახელმწიფომართვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი,რომლითაც ხერხდება ეკონომიკა იყოსსტაბილური, პროგნოზირებადი დასამართლიანი, ის უნდა უწყობდეს ხელსინოვაციებს, განვითარებას და საბოლოოდსაზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდას.ეკონომიკური პოლიტიკის მართვაში სახელმწიფოს სწორედ ეკონომისტები ეხმარებიან.
ეკონომიკური აზროვნების ინდივიდუალურ დონეზე, როგორც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ,ეკონომისტი ასწავლის რაციონალურ აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღების კულტურას, ალტერნატივების შეფასებას და საბოლოო ჯამში როგორ გახდეს ინდივიდი საზოგადოებრივი პროცესების დადებითი მონაწილე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყურადღებას ერთ კონკრეტულ პროფესიაზე ვამახვილებთ, ქმედითობისთვის აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ საკითხს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და მაღალი ემოციური ინტელექტი.

ეკონომიკური პოლიტიკა, თავის მხრივ, არის ინსტრუმენტების სისტემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო მართავს ეკონომიკურ პროცესებს, რომ მიღწეული იყოს სტაბილურობა, კეთილდღეობის ზრდა და მოქალაქეთა მაღალი სიცოცხლის ხარისხი, ნოვაციურობა და სოციალური სამართლიანობა. შეიძლება ითქვას, რომ ის გახლავთ ხიდიმეცნიერებასა და მის იმპლემენტაციას, ანუ მეცნიერების რეალურ ცხოვრებაში დანერგვას შორის. ეკონომისტი ამ ხიდის მშენებელია. ის აფასებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ინიციატივებს, მოქმედებებს, აანალიზებს რისკებს და განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება მან იმოქმედოს სხვადასხვა ჯგუფებზე და როგორშეიძლება მისი გაუმჯობესება. სწორად მართული ეკონომიკური პოლიტიკა ქმნის გარემოს, სადაც ბიზნესი ვითარდება, ინოვაციურობის კოეფიციენტი მაღალია, მოქალაქეებს ექმნებათ უკეთესი შესაძლებლობები, საზოგადოება მდგრადია და სიცოცხლის ხარისხიც მაღალი.

ეკონომიკური აზროვნება არჩევანია, რომელიც უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, შესაბამისად კონკრეტულმა ინდივიდებმა. ასეთ დროს ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას როგორც საკუთარი თავის, ოჯახის და ჩვენი გარემოცვის, – ასევე იმ საზოგადოებისა და სოციუმის წინაშეც, რომელშიც ვცხოვრობთ და ვარსებობთ. როდესაც დარგის სპეციალისტები და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები დაიწყებენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გაცნობიერებაზე მუშაობას, ეკონომიკური აზროვნების კრიტიკული მინიმუმი სარფად განისაზღვრება და დადებითი პროცესებშიც სწრაფად შევიტანთ ჩვენს წვლილს.

გიორგი მიქანაძე
ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

იაპონურ ხის ბაყაყში კიბოს საწინააღმდეგო უმძლავრესი საშუალება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა კიბოსთან ბრძოლის ახალი, იმედისმომცემი მიდგომა აღმოაჩინეს იაპონური ხის ბაყაყის (Dryophytes japonicus) ნაწლავის ბაქტერიაში, რომლის ერთმა შტამმა თაგვებში სრულად შეამცირა სიმსივნეები ყოველგვარი მწვავე გვერდითი ეფექტების გარეშე.

აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა. ცნობილია, რომ ამფიბიებსა და ქვეწარმავლებს კიბო იშვიათად ემართებათ და ამიტომ, იაპონიის მოწინავე მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებს სურდათ, ენახათ, ექნებოდა თუ არა კიბოს საწინააღმდეგო ეფექტები ბაყაყებიდან თაგვებში გადატანილ ნაწლავის ბაქტერიებს.

ტესტირებისთვის მკვლევრებმა ჯამში 45 სხვადასხვა ბაქტერიული შტამი აიღეს ბაყაყებიდან, ტრიტონებიდან და ხვლიკებიდან. მათგან ცხრა შტამმა კიბოსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აჩვენა.

ყველაზე შთამბეჭდავი იყო ბაყაყის ბაქტერია Ewingella americana.

„აღმოჩენა მიუთითებს, რომ დაბალი ხერხემლიანების ნაწლავის მიკრობიომი შეიცავს მრავალ დაუხასიათებელ ბაქტერიულ სახეობას განსაკუთრებული თერაპიული პოტენციალით“, — წერენ მკვლევრები.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა შტამებმა კიბოს საწინააღმდეგო ხანმოკლე ეფექტები აჩვენა, E. americana-ს ერთმა დოზამ თაგვებში სიმსივნეები არა მხოლოდ ზომაში შეამცირა, არამედ სრულად გააქრო…

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერები ვიტამინების მოხმარებასა და კიბოს რისკს შორის კავშირზე საუბრობენ

ცალკეული ვიტამინების მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა გავლენა მოახდინოს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკზე – ასეთ დასკვნას აკეთებენ მეცნიერების ჯგუფი, რომლებიც აშშ-ის ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევის (NHANES) 2003–2016 წლების მონაცემების ფართომასშტაბიან ანალიზს ეყრდნობიან. კვლევამ მოიცვა 29 ათასზე მეტი ზრდასრული ადამიანი, რომელთაგან თითქმის 3 ათასს კიბოს დიაგნოზი ჰქონდა. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Nutrition.

ანალიზმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ვიტამინ B3-ს ყველაზე მაღალი ოდენობით იღებდნენ, ონკოლოგიური დაავადების არსებობის რისკი 22 პროცენტით დაბალი იყო იმ პირებთან შედარებით, ვინც მას მინიმალურად მოიხმარდა. ეს კავშირი შენარჩუნდა ასაკის, სქესის, ცხოვრების წესისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც. ამავე დროს, ვიტამინ A-სთვის საპირისპირო ეფექტი გამოვლინდა: მისი მოხმარების ზრდასთან ერთად სიმსივნეების რისკიც იმატებდა. სრული სტატისტიკური კორექციის შემდეგ, ვიტამინ A-ს უფრო მაღალი მოხმარების მქონე ადამიანებში კიბოს არსებობის ალბათობა დაახლოებით 38 პროცენტით მაღალი აღმოჩნდა. ფოლიუმის მჟავისთვის კავშირი სუსტი იყო: მომატებული რისკი მხოლოდ მოხმარების ვიწრო დიაპაზონში დაფიქსირდა – დაახლოებით 267–367 მიკროგრამი დღეში.

სხვა ვიტამინებმა და ანტიოქსიდანტებმა, მათ შორის C და E ვიტამინებმა, B ჯგუფის ვიტამინებმა, K ვიტამინმა, ასევე ალფა- და ბეტა-კაროტინმა, კიბოს განვითარების რისკთან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ აჩვენა. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა დაკვირვებითია და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ამტკიცებს, თუმცა შედეგები მიუთითებს ცალკეული ვიტამინების მაღალი მოხმარებისადმი ფრთხილი დამოკიდებულების აუცილებლობაზე და საჭიროებს დადასტურებას გრძელვადიან პერსპექტიულ კვლევებში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

საშარდე გზების ინფექციების შემთხვევათა დიდი ნაწილი დაკავშირებულია სამზარეულოს არასათანადო ჰიგიენასთან — ახალი კვლევა

უმი ხორცის ნარჩენები მიკრობებისთვის შესანიშნავ გარემოს ქმნის; ახალი კვლევის თანახმად, ეს მდიდარი, ნოტიო გარემო საკვებით გამოწვეული ფარული დაავადებების, მათ შორის საშარდე გზების ინფექციების (UTI) მნიშვნელოვანი წყაროა.

ამას გარდა, კავშირი ხორცსა და საშარდე გზების ინფექციებს შორის უფრო ძლიერ იყო კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონებში. დაბალშემოსავლიან უბნებში მცხოვრებლებს 60 პროცენტით უფრო მაღალი ჰქონდათ საკვებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების რისკი, ვიდრე უფრო მდიდრულ უბნებში მცხოვრებლებს.

საშარდე გზების ინფექციები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ემართება. განსაკუთრებით მოწყვლადი ქალები არიან და მათ შემთხვევაში, ეს ხშირად სრულდება ჯიუტი, მორეციდივე ინფექციებითა და არასწორი მკურნალობით.

ამ ინფექციათა მთავარი მიზეზი არის ბაქტერია ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli).

ამიტომ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკოსმა მალიჰა აზიზმა და მისმა კოლეგებმა E. coli-ს 5 700-ზე მეტი ნიმუში შეისწავლეს; ნიმუშები 2017 – 2021 წლებში იყო შეგროვებული საშარდე გზების ინფექციების მქონე პაციენტებისგან და საცალო გაყიდვებში ნაყიდი ხორცისგან. მეცნიერებმა მათი გენომები შეისწავლეს იმის დასადგენად, რამდენად იყო ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული.

ასე გამოვლინდა, რომ საშარდე გზების ინფექციების E. coli-ს შტამების 20 პროცენტი დაემთხვა საკვებით გამოწვეულ, უკვე ცნობილ ცხოველურ შტამებს.

ხორცის დამაბინძურებლები სავარაუდოდ ვრცელდება ხელებით, ზედაპირებით და არასათანადოდ დეზინფიცირებული ჭურჭლით. გთავაზობთ აშშ-ის სოფლის მეურნეობისა და ახალი კვლევის რჩევებს:

ყიდვისას დარწმუნდით, რომ ხორცი და ფრინველის ხორცი უსაფრთხოდ არის შეფუთული
ხორცი მოამზადეთ ბოლოს, ყველა სხვა საკვების შემდეგ
უმი ხორცისთვის გამოიყენეთ ცალკე საჭრელი დაფა
არ გარეცხოთ უმი ხორცი
უმ ხორცთან შეხების შემდეგ, სხვა რამეზე შეხებამდე, ხელები საპნით დაიბანეთ სულ მცირე 20 წამის განმავლობაში

გამოიყენეთ საკვების თერმომეტრი, რათა დარწმუნდეთ, რომ ქათამი სულ მცირე 74 °C-ზეა გაცხელებული, სხვა ნებისმიერი ხორცი კი სულ მცირე 63 °C-ზე.

მკვლევართა განცხადებით, კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა შეფასდეს საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი E. coli-ს პოტენციური წყაროები.

უფრო ვრცლად ნახეთ წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 114
Page 1 of 114