close

კულტურა

კულტურა

საფრანგეთში, არლის მუზეუმში ფიროსმანი ვან გოგთან ერთად გამოიფინება

ალბერტინას მუზეუმის შემდეგ ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატები საფრანგეთში, არლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში,  ვინსენტ ვან გოგის ნახატებთან  ერთად გამოიფინება.

ერთობლივი გამოფენა, ქალაქ არლში 2019 წლის მარტშია დაგეგმილი. ინფორმაცის ეროვნული მუზეუმიც ადასტურებს.

მუზეუმის განცხადებით, არლის ვან გოგის ფონდთან გამოფენის დეტალებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ექსპოზიცია მონესთან და შაგალთან ერთად 2019 წლის 27 იანვრამდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ  ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანი უპრეცედენტოდ ბევრმა დამთვალიერებელმა ნახა

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ალბერტინას მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებზე ვიდეოკოლაჟი შექმნა

ვენაში, ალბერტინას მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის გამოფენას ვიდეო მიუძღვნა და ფიროსმანის ნამუშევრებზე ვიდეოკოლაჟიც შექმნა. მასალა “იმედი LIVE”-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს.

როგორც მუზეუმის დირექტორმა კლაუს ალბრეხტ შრიოდერმა განაცხადა, ნიკო ფიროსმანის გამოფენა მუზეუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რაც კი მოუწყვია.

მისი თქმით, ფიროსმანის ნამუშევრები უკვე 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და გამოფენის დასრულებამდე კიდევ 400 000-მდე ადამიანი იხილავს.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

ეგვიპტეში უმაღლესი ქურუმის 4 400 წლის სამარხი იპოვეს

ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გიზაში, პირამიდების კომპლექსში,„განსაკუთრებულად კარგად შენახული“ სამარხი იპოვეს, რომ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში მოღვაწე უმაღლეს ქურუმს ეკუთვნოდა.

კედლებზე არსებული წარწერებით ირკვევა, რომ ის ფარან ნეფერიკარის დროს მსახურობდა (დაახ. ძვ.წ. 2415-2405).

 

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიო

აინშტაინის „წერილი ღმერთზე“ აუქციონზე 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის საიდუმლო წერილი ღმერთზე “ქრისტის“ აუქციონზე 2,9 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, ეს გახლავთ პირადი წერილი, სადაც ნობელის პრემიის გამარჯვებული ფიზიკოსი საკუთარ რელიგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებზე საუბრობს.

წერილი აინშტაინმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე 1954 წელს ფილოსოფოს ერიკ გუთკაინდსმიწერა, რომელიც გახლავთ ავტორი რელიგიურ თემაზე დაწერილი წიგნისა „აირჩიე ცხოვრება“, სადაც საუბარია იუდაიზმსა და მეცნიერებაზე.

აინშტაინი არ ეთანხმება გუთკაინდს ადამიანის ცხოვრებაში ღმერთის როლის შესახებ. ცნობილი ფიზიკოსი აცხადებდა, რომ „წიგნი მისთვის მიუღებელ ენაზე იყო დაწერილი.“

„სიტყვა ღმერთი ჩემთვის ნიშნავს ადამიანის სისუსტეების გამოხატულებასა და შედეგს. ბიბლია არის კეთილშობილური, მაგრამ პრიმიტიული ლეგენდების ნაკრები”, წერს აინშტაინი წერილში.

ცნობილი ფიზიკოსი წერილში საკუთარ რელიგიაზეც  საუბრობს : „იუდაიზმი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რელიგია, ცრუმორწმუნეობების ხორცშესხმაა. მისი მიმდევრები კი ხალხთა სხვა დაჯგუფებებზე არაფრით უკეთესი არ არიან.“

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ანიტა რაჭველიშვილი The New York Times-მა წლის საუკეთესო შემსრულებელთა შორის დაასახელა

ცნობილი  ქართველი საოპერო მომღერალი – ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც უვე მთელი მსოფლიო კარგად იცნობს,  კიდევ ერთხელ მოხვდა უცხოენოვანი გამოცემების ყურადღების ცენტრში. საქმე The New York Times-ის პრესტიჟულ გამოცემას ეხება, რომელმაც ანიტა წლის საუკეთესო შემსრულებელთა შორის დაასახელა.

„ახალგაზრდა ქართველი მეცოსოპრანო სამაოდგაბედული იყო „კარმენში“ და საოცრად შთამბეჭდავი – „თავად იგორში“, რომელიც “მეტროპოლიტენ ოპერის“ ბოლოს სეზონზე დაიდგა. თუმცა სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა იანვარში, როცა ის  ვერდის „ტრუბადურში“, აზუჩენას როლში ვიხილე და საკუთარი არია საოცრად დახვეწილი ბელკანტოთი დაგვამახსოვრა. ანიტამ პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა. სექტემბერში კი, ისშეუდარებელი იყო ვერდის „აიდაში,” – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა New York Times-ი ქართველი შემსრულებლით დაინტერესდა, 2018 წლის დასაწყისში გამოცემამ მას საკმაოდ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა, რომელიც  მეტროპოლიტენის საოპერო სცენაზე გამოსვლას ეხებოდა, მაშინ ჟურნალისტებმა ანიტას არაამქვეყნიურად ძლიერი საოპერო მომღერალიც დამსახურებულად უწოდეს.

მასალა მოამზადა : თამარ დევდარიანმა

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ქართულმა ფილმმა „8 წუთი“ ვენესუელის კინოფესტივალზე 10 ნომინაციაში გაიმარჯვა

ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „8 წუთი“ ვენესუელის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 ნომინაციაში გაიმარჯვა.

FICOCC-ზე ფილმმა შემდეგი ნომინაციები მოიგო:

1.საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი
2. საუკეთესო მხატვრული გაფორმება
3. საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი
4. საუკეთესო ოპერატორის ნამუშევარი
5. საუკეთესო მონტაჟი
6. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა რეჟისურისთვის
7. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა სცენარისთვის – გიორგი გოგიჩაიშვილი, ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური
8. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის – ანი ბებია
9. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ორიგინალური მუსიკისთვის – ზურა ვაჩნაძე
10. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მხატვრობისთვის – Slow Pulse Group

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

“აჯიკას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

აფხაზური და მეგრული “აჯიკის” დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

საინტერესოა, რომ პოპულარული საკმაზი “აჯიკა”, რომელიც სათავეს სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან იღებს, კაცების შექმნილია. მისი პირველი სახელწოდება “აპირპილ-ჯიკა” ანუ,  წიწაკიანი მარილია.

არჩილ ზამბახიძე: “პროექტ “ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში, ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოს გარშემო და მოვიძიეთ 140 რეცეპტი. მათ შორისაა როგორც ნაცნობი, ასევე აბსოლუტურად უცნობი ქართული რეცეპტები. მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ეტაპობრივად არის დაგეგმილი.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

“აჯიკას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

აფხაზური და მეგრული “აჯიკის” დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

საინტერესოა, რომ პოპულარული საკმაზი “აჯიკა”, რომელიც სათავეს სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან იღებს, კაცების შექმნილია. მისი პირველი სახელწოდება “აპირპილ-ჯიკა” ანუ,  წიწაკიანი მარილია.

არჩილ ზამბახიძე: “პროექტ “ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში, ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოს გარშემო და მოვიძიეთ 140 რეცეპტი. მათ შორისაა როგორც ნაცნობი, ასევე აბსოლუტურად უცნობი ქართული რეცეპტები. მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ეტაპობრივად არის დაგეგმილი.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიო

ეგვიპტეში ათეულობით მუმიფიცირებული კატა აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, კაიროს აღმოსავლეთით ათეულობით მუმიფიცირებული კატა აღმოაჩინეს. შვიდი აკლდამა არქეოლოგებმა კაიროს სამხრეთით აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ საქარას ნეკროპილისის არქეოლოგიური მხარის დამუშავებისას გუნდმა კიდევ ერთი აკლდამა აღმოჩინეს, რომლის კარი დალუქული იყო. მეცნიერების აზრით, დალუქული კარი იმას ნიშნავს, რომ აკლდამა ხელუხლებელია. ეგვიპტის ანტიკვარიატების უმაღლესი საბჭო კარის გაღებას უახლოეს მომავალში აპირებს.

სავარაუდოდ, აკლდამა ძველი სამეფოს მეხუთე დინასტიის დროინდელია, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ.აღ-მდე 2,500-2,350 წლებში მართავდა.

საქარა ძველი ეგვიპტის დედაქალაქის, მემფის, ნეკროპოლისის როლს დაახლოებით ორი ათასწლეულის განმავლობაში ასრულებდა.

ამ ადგილებში კატის გამოსახულებები ხშირია, რაც კატის თავიანი ღვთაების – ბასტეტის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.

მუმიფიცირება საკმაოდ ძვირადღირებული გახლდათ. მუმიფიცირებას ძირითადად უკეთებდნენ ფარაონებსა და წარჩინებულ, მდიდარ პირებს. როგორც ცნობილია, ძველი ეგვიპტელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს. მათი წარმოდგენით, სწორედ მუმია გახლდათ მათი ამქვეყნიური ცხოვრებიდან ის ერთადერთი ნაშთი, რომელიც იმქვეყნიურ ცხოვრებას გააგრძელებდა.როგორც ჩანს, ამავე მიზეზით ხდებოდა ცხოველების, მათ შორის კატების მუმიფიცირებაც.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე ისტორიული აღმოჩენების გაკეთებას ბოლო წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს და ამ გზით 2011 წლის ამბოხის შედეგად შეფერხებული ტურიზმის გამოცოცხლებას აპირებს.

წყარო : https://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

პიკასო, მონე, ფიროსმანი – “ალბერტინას” მუზეუმმა ჰელოუინი საზოგადოებას ფიროსმანის ნახატით მიულოცა

25 ოქტომბერს ვენის ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა გაიხსნა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. დღეს კი, მუზეუმის ადმინისტრაციამ საზოგადოებას ჰელოუინი სწორედ ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრით მიულოცა.

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 24
Page 15 of 24