close
ისტორიაკულტურასაქართველო

ახალციხეში საცხოვრებელი სახლის ქვეშ, სავარაუდოდ, ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

“ერთ ოთახში ძველი იატაკი რომ ავყარეთ, დაბლა ნანგრევები გამოჩნდა. მე რომ გავთხოვდი და ამ სახლში მოვედი, იმის მერე ჩემი მამამთილისგან ვიცი, რომ დაბლა რაღაც ნანგრევებია, მაგრამ რა იყო არავინ ვიცოდით. ეს რაც გამოჩნდა, ალბათ გვირაბებია, როცა ახალციხეს მტერი შემოესეოდა, მაშინ იყენებდნენ და აქ იმალებოდნენ“, – ამბობს ციალა შავაძე.

ნანგრევებს ახლა ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის.

„ეს, დაახლოებით, მე-18 საუკუნეში აშენებული აბანოა. ამაზე მსჯელობა გუმბათის ხვრელების მიხედვითაც შეგვიძლია, აქედან სავარაუდოდ აბანოს ორთქლი გადიოდა. მსგავსი ტიპის აბანო რაბათში კიდევ გვაქვს, ის უფრო დიდია,“ – განმარტა სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდის მცველმა ჯუმბერ ჩოხელმა.

გაზიარება:
fb-share-icon0