close

განათლება

განათლება

11 წლის ბავშვი, რომელმაც ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი უკვე მიიღო და მალე მაგისტრატურის სტუდენტი გახდება

ბელგიაში ანტვერპენის უნივერსიტეტში, 11 წლის ლორან სიმონსმა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხის მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია ადასტურებს. 

სიმონსი “ვუნდერკინდია“, რომელმაც საშუალო სკოლა 8 წლის ასაკში დაამთავრა.

ფიზიკის ბაკალავრის კურსის დასრულება მან სულ რაღაც ერთ წელიწადში შეძლო. ზოგადად, პროგრამა სამწლიანია.

მომდევნო სასწავლო წელს სიმონსი ოფიციალურად დაიწყებს მაგისტრატურაში სწავლას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

საქართველო ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს შორის მოწინავეა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ცოტა რამ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე განათლება. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ შესაბამისად კარგი განათლების სისტემები და აქვთ შესაძლებლობა მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ.

არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა მონაცემებს იმის დასადგენად, თუ რომელ ერებს აქვთ განათლების საუკეთესო სისტემები. ერთ-ერთი ასეთი სია შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ(OECD). მან შეისწავლა 25-დან 65 წლამდე ასაკის პირთა რაოდენობა, რომლებმაც დაასრულეს პროფესიული პროგრამა ანდა მიიღეს ორ ან ოთხ წლიანი დიპლომი.

აღნიშნული სიიდან გამომდინარე, კანადა ყველაზე განათლებული ერია, სადაც მოზარდთა 56%-ზე მეტმა საშუალო სკოლის შემდეგ გააგრძელა სწავლა. მეორე ადგილს იკავებს იაპონია 50%-ით და მესამეზე არს ისრაელი, სადაც მოზარდთა 49.9%-მა დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.

საინტერესოა საქართველოს ადგილი ამ სიაში. საქართველო შედის ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე სახელმწიფოთა სიაში და მასთან ერთად განიხილებიან: ბირმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ლიბერია, ლიბია და ა.შ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაემიგრანტიეს საინტერესოა

სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა.  ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ელჩმა, სკვირაო სკოლის მოსწავლეებს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები. ასევე, შეძენილ იქნა საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი და სახელმძღვანელოები.

“ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ მსოფლიო საპატრიარქოს გენერალურ მდივანთან და ქართული სამრევლოს წინამძღვართან ერთად, მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსის კურთხევით, საზეიმო ვითარებაში გახსნეს სტამბოლის ქართული საკვირაო სკოლა.

აღსანიშნავია, რომ  სტამბოლის ედირნექაფის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღასრულა ქართული სამრევლოს წინაძღვარმა მამა ილია ჯინჯოლავამ.  საღმრთო ლიტურგიას, ასევე, ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი, მსოფლიო საპატრიარქოს გენერალური მდივანი არქიმანდრიტი იოაკიმე ბილისი.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალა მოამზადა : ლალი კიკვაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ნიკოლოზ კოწიწაშვილმა 50 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა და 100-მდე ქვეყანაში შეუძლია უგამოცდოთ ჩაირიცხოს

რუსთაველმა 16 წლის ბიჭმა 50 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა, მას აქვს უფლება IB დიპლომით მსოფლიოს 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხოს და უმაღლესი განათლება მიიღოს.

სკოლა „ლაზარეს“ მე-10 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ კოწიწაშვილის შესახებ ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

“ის მომავალი წლიდან სწავლას თბილისში, საერთაშორისო დონის ინგლისურენოვან New School-ში განაგრძობს.

16 წლის ბიჭმა სკოლაში მოსახვედრად ჩააბარა საკმაოდ რთული გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში (ინგლისურ ენაზე) და ასეთივე წარმატებით გაიარა გასაუბრებაც, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა.

მე-10 კლასის მოსწავლემ უმაღლესი ქულების მიღებით ევროკავშირისგან 50 000 ევროს ოდენობით სწავლის სრული კურსის დაფინანსება მოიპოვა.

ნიკოლოზ კოწიწაშვილი ინგლისურენოვან სკოლაში IB პროგრამას შეისწავლის, სწავლის დასრულების შემდეგ კი, მას აქვს უფლება IB დიპლომით მსოფლიოს 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხოს და უმაღლესი განათლება მიიღოს.

16 წლის ბიჭი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და საერთაშორისო პროგრამა „დიპლომატია და სტრატეგიული კომუნიკაციების“ მონაწილეა.

იგი იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის სხდომაზე. მუშაობდა სხვადასხვა სოციალური კონფლიქტის პროექტზე და მიწვეული იყო ამ თემებთან დაკავშირებით სასაუბროდ ტელე-რადიო გადაცემებში.

როგორც “ინფო რუსთავს” ნიკოლოზ კოწიწაშვილმა განუცხადა, მას ჯერჯერობით შერჩეული არ აქვს, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, თუმცა იცის ის, რომ უმაღლესი განათლების მიღება გერმანიაში, საერთაშორისო კავშირების განხრით სურს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ევროპის გოგონათა მათემატიკურ ოლიმპიადაზე ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკური ოლიმპიადას (EGMO 2021) წელს საქართველომ უმასპინძლა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში დისტანციურად ჩატარებულ ოლიმპიადაში, რომელშიც 54 ქვეყნის 213 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელმა ოლიმპიადის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ასეთ ცნობილ და პრესტიჟულ ოლიმპიადაში საკუთარი ძალების მოსინჯვა და გამარჯვების მოპოვება უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მინდა გულითადად მივულოცო ოლიმპიადის გამარჯვებულებს და მონაწილეებს. თქვენი შესაძლებლობები მართლაც გამორჩეულია. აუცილებლად გააგრძელეთ საყვარელ საგანში უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი წარმატება გელით საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და კონკურსებში,“ – მიმართა მიხეილ ჩხენკელმა ოლიმპიადის მონაწილეებს.

მინისტრის თქმით, საამაყოა, რომ ამ ოლიმპიადაში 2016 წლიდან საქართველოს გოგონათა ნაკრებიც იღებს მონაწილეობას და საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო უფლება, წელს ამ მნიშვნელოვანი ოლიმპიადისთვის ემასპინძლა.

მიუხედავად პანდემიისა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით შეძლო მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილე 54 ქვეყანა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია EGMO-ს ისტორიაში. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ოლიმპიადაზე ორი გუნდის რვა წევრით იყო წარმოდგენილი. ოლიმპიადის მონაწილე გოგონებიდან თხუთმეტმა ოქროს, ოცდასამმა – ვერცხლის, ხოლო ოცდათხუთმეტმა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

თბილისის, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება და ზუსტად 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

კომაროველმა, ნიკოლოზ ბირკაძემ, ამერიკის უნივესიტეტში სრული დაფინანსებით ჩააბარა

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო!

🔝 მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.
🔝 MIT – ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT – ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. ნიკა MIT – ში ჩარიცხული სკოლის მერვე კურსდამთავრებულია.
💯 ნიკა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია!
⏭ ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:
✔ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 3 და ვერცხლის 1 მედალი. მასზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული.
✔ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი. აღსანიშნავია, რომ ნიკაზე უკეთესი შედეგი მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2020 წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ აჩვენა. სამივე მათგანი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრია.
✔ ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში, ოქროს 1 მედალი მათემატიკაში.
✔ სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.
✔ ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი.
✔ რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი, ბრინჯაოს 1 მედალი.
✔ პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ვერცხლის მედალი.
✔ ნიკა ამჟამად კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის მასწავლებელია და თავის უზარმაზარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს.
წყარო : სკოლა პანსიონი კომაროვი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ნიკოლოზ ბირკაძეს სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.

ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია. მას სხვადასხვა ოლიმპიადებსა და ტურნირებზე ოქროს და ვერცხლის მედლები აქვს აღებული.

“MIT – ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT – ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. ნიკა MIT – ში ჩარიცხული სკოლის მერვე კურსდამთავრებულია”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სასწავლო დაწესებულებებმა შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ,– ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული გამოცდების რეფორმაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე და არა ფაქტების ცოდნაზე. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ამერიკული მოდელის მიხედვით, უნივერსიტეტები ითვალისწინებენ არამხოლოდ გამოცდის(SAT) შედეგებს, არამხოლოდ სკოლაში საშუალო ქულასაც.

“ამერიკული მოდელი ასეთია – არის ასეთი გამოცდა SAT, რომელსაც აბარებს ყველა აბიტურიენტი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი უნივერსიტეტში მიღების დროს. ამერიკაში ასევე უყურებენ GPA–ს ანუ სკოლაში ნიშნების საშუალოს. ანუ სკოლის ნიშნის ფასიც აწეულია.

ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა ფაქტორებიც”,– განაცხადა მინისტობის კანდიდატმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურა

მკვდარი ენები – რატომ ქრება ენა?

მკვდარი ენები – რატომ ქრება ენა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას უმრავლესობა საბოლოოდ გლობალიზაციაზე შევჩერდებით, რაც დომინანტი ენის მარტივად გავრცელებას უწყობს ხელს. გლობალიზაციის პირობებში მშობლიური ენების გვერდით სხვა ენა არსებობს, ამ ენის მოძლიერებამ კი საბოლოოდ შეიძლება მშობლიური ენის შთანთქმა გამოიწვიოს.

დღესდღეისობით მსოფლიოში 573 მკვდარი ენაა, რომლებზეც აღარ საუბრობენ. 1950 წლიდან 2010 წლამდე მსოფლიოს 230 მკვდარი ენა შემატა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს გლობალიზაციის მოძლიერებაზე. მსოფლიოში არსებული ენების მესამედს კი 1000 კაცზე ნაკლები მოსაუბრე ჰყავს. მკვდარ ენათა შორის არის:

  • ლათინური ენა – მიუხედავად იმისა, რომ ამ ენას მეცნიერებასა და კათოლიკურ ეკლესიებში დღესაც აქტიურად იყენებენ, ის მაინც მკვდარ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ლათინური ანბანი შექმნილია ბერძნულის ბაზაზე და დღემდე ყველაზე გავრცელებული ანბანია მსოფლიოში. გეოგრაფიული არეალი, სადაც ლათინურ ენას იყენებდნენ რომის იმპერია იყო, ლათინური რომის იმპერიასთან ერთად განადგურდა. ბევრი იტყვის, რომ ამ ენის ელემენტები სხვა ენაშია გამოყენებული, მათ შორისაა: ფრანგული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური და რუმინული.
  • შუმერული ენა – ამ ენაზე სამხრეთ მესოპოტამიაში საუბრობდნენ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესმა შუმერულმა ცივილიზაციამ სახელი პირველი დამწერლობის სისტემის შექმნით გაითქვა. შუმერული ენა ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს გაქრა. შუმერები თავდაპირველად თიხის ფირფიტებზე გამოსახავდნენ შუმერულ იეროგლიფებს ლერწმის საშუალებით.
  • სანსკრიტული ენა – ინდოეთის უძველესი ენაა, მას მრავალ რელიგიაში იყენებდნენ, მათ შორის ინდუიზმში. უძველესი დროიდან სანსკრიტს ინდოელი ქურუმები(ბრაჰმანები) ფლობდნენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ ენაზე შექმნილ სქელტანიან, უზარმაზარ ლიტერატურას მასწავლებლებისაგან(გურუ) მოსწავლეებს ზეპირად გადასცემდნენ. სანსკრიტი აკრძალული იყო დაბალი წარმოშობის მოსახლეობისთვის. ბევრი ამტკიცებს, რომ სანსკრიტი მკვდარი ენა არ არის და დღესაც არსებობს ნეპალში 1600-მდე ადამიანი, რომლებიც სანსკრიტს მშობლიურ ენად აღიარებენ.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 28
Page 5 of 28