close

ეზოთერიკა

ეზოთერიკარელიგია და მეცნიერებაფილოსოფია

პლატონი სულის შესახებ

 

პლატონის მიხედვით, სული არის უზენაესი გონიერი საწყისი, რომელიც შეიცნობა ინტუიცით – სამყაროს გრანდიოზული სხეული ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო მისი სიცოცხლის ერთადერთი მიზეზი არის სამყაროს სული. ამ თვალსაზრისით სამყარო (მაკროკოსმოსი) არის ზუსტი ანალოგი ადამიანის (მიკროკოსმის) სულისა და სხეულის ერთობლიობისა.

პლატონის მიხედვით ,,ღმერთმა უპირველესად და უხუცესად შექმნა სული, როგორც სხეულის მეუფე და მბრძანებელი, შექმნით კი შემდეგნაირად და შემდეგი ნაწილებით შექმნა იგი: დაუყოფელი და მიწყივ იგივეობრივი არსისაგან (იგულისხმება კოსმიური გენი), ისევე, როგორც დაუყოფელი და მიწყივ იგივეობრივი არსისაგან (იგულისხმება პლატონისეული ,,სხვა მიმრქმელი’’). ,,მან შერევის’’ გზით შექმნა მესამე შუალედური სახე არსისა და დაუყოფელსა და დაყოფადს შორის დაამკვიდრა იგი. მერე აიღო სამივე არსი და ერთ მთლიან იდეად შეაზავა ისინი, აიძულა რა, შერევის მიმართ ურჩი ბუნება სხვისა შერწყმოდა იგივეობრივს.

პლატონისათვის ,,სული გონების ხატებაა, მის გარეთ გამოვლენილი’’, ე.ი წარმოთქმული ,,სიტყვაა’’.

კოსმიური გონის მსგავსად სულიც მარადიულია, წმინდა, უცვლელი და წარუვალი. პლატონის აზრით, სული ისე იღვრება მატერიაში, როგორც მზის შუქი სამყაროში, მაგრამ ერთიანი და განუყოფელი რჩება.

 პლატონის მიხედვით, შემოქმედმა ,,ნაზავიდან გამოყო იმდენი სული, რამდენიც არის ვარსკვლავი, და მთელ ცაზე ჩამოარიგა ისინი, ისე, რომ თითიოეულ სულს თითო ვარსკვლავი ხვდა წილად’’. შემოქმედმა ,, ბედისწერის კანონები გაანდო მათ. მათვე დასაბამი უნდა მისცენ სულდგმულთა შორის ყველაზე ღვთისმოსავ ცოცხალ არსებათა – ადამიანთა მოდგმას”.

ამგვარად, პლატონმა თითიოული ვარსკვლავი შეუსაბამა თითოეულ სულს. მისი აზრით, ,, ვინც ღირსეულად გალევს მისთვის მიზომილ დროს, თავის წილხვედრ ვარსკვლავთ სავანეს დაუბრუნდება, სადაც ნეტარი და მისთვის ჩვეული სიცოცხლით იცხოვრებს, ხოლო ვინც ამას ვერ შეძლებს, და მეორედ დაბადებისასაც თავისას გააგრძელებს და არ მოიშლის ბოროტებას, ყოველ ახალ დაბადებისას მისი მიწიერების შესაბამის ცხოველად განხორციელდება”.

პლატონის აზრით, თითოეული ადამიანი ხასიათდება ,, განცხრომასა და ტანჯვასთან წილნაყარი სიყვარულით, შიშით, მრისხანებითა და მათი მსგავსი და მათივე საპირისპირო, სულში დაბუდებულ ყველა სხვა ვნებით. თუ სული მოახერხებს ვნებათა დაძლევასა და დაურვებას, მაშინ მისი სიცოცხლე სამართლიანად მიიჩნევა, თუ არადა, ზემოთ ხსენებული ვნებები თვითონვე სძლევენ სულს და მათი სიცოცხლე უსამართლოდ შეირაცხება’’.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეზოთერიკა

გურჯიევისეული ჰიპნოზის მეთოდები

   გიორგი გურჯიევი XX  საუკუნის უდიდესი მისტიკოსი, მკვლევარი, ფილოსოფოსი, ეზოთერიკოსი, მანიპულატორი, მაგი და შემოქმედი ადამიანი გახლდათ, რომელსაც ,,შავ ბერძენსა“ და „თეთრი ეშმაკსაც“ უწოდებდნენ. წყაროები იმოწმება, რომ  მას ჰიპნოზის არაჩვეულებრივი მეთოდები ჰქონდა, რის შესახებაც  ფსიქოლოგი და მვლევარი გიორგი გიორგაშვილი გვესაუბრა.

გიორგი გურჯიევი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლობდა ადამიანის ფენომენს, მის ცნობიერსა და არაცნობიერს. მან ძალიან კარგად შეისწავლა ადამიანების ფსიქოლოგია და ადამიანებს მანქანებსაც კი უწოდებდა,  რომლებიც მარტივად იმართებიან. რის საფუძველსაც აძლევდა ის ფაქტი, რომ მას თავადვე შეეძლო ადამიანების, როგორც ჰიპნოზის ქვეშ მოქცევა, ასევე მათი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა და მანიპულირება.  ,,სანამ თანამედროვე მენტალისტები თუ ფსიქოლოგები გამოჩნდებოდნენ და დაიწყებდნენ ჰიპნოზირებას, მანამდე ამას გურჯიევი აკეთებდა და, შეიძლება ითქვას, სწორედ ის გახლავთ ამ საქმის პიონერი და ამ სფეროს განვითარებაც სწორედაც რომ მას მიეწერება,“-აღნიშნავს გიორგი.

გიორგი გიორგაშვილი ,,გურჯიევის ამერიკის საზოგადოების“ წევრი გახლავთ 2014 წლიდან, გაერთიანებას გურჯიევის მოსწავლის – ჰოლანდიელი უილიამ ნილენდის მოსწავლე, ალ ფინი ხელმძღვანელობს, ისინი ყოველკვირეულად იკრიბებიან და გურჯიევის ცხოვრებასა და შემოქმედებას განიხილავენ და სწორედ მათი წყალობით ბევრი უცნობი ფაქტი ხდება გურჯიევის შესახებ ცნობილი.

როგორც ცნობილია, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გურჯიევმა საქართველო დატოვა და იმოგზაურა თურქეთში, ირანსა და ეგვიპტეში, მან საკმაოდ დიდი დრო გაატარა ტიბეტში, სადაც დალაი-ლამას მრჩეველი და მასწავლებელი გახლდათ. ცხოვრებისეული გამოცდილებით მან შეძლო დიდი ცოდნის დაგროვება სპირიტუალურ სფეროში და რამდენიმე ტიპის ჰიპნოზის ტექნიკაც შეიმუშავა.

ზოგადად ჰიპნოზი ძველი ბერძნული სიტყვაა, რომელიც ძილს ნიშნავს, ეს არის ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც ღრმა მოდუნებით ხასიათდება. ჰიპნოზის ქვეშ მყოფი ადამიანი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცაღა რეალურად მასში ძილი საერთოდ არ მონაწილეობს და ადამიანი ამ მდგომარეობაში ჰიპნოტიზიორის მიმართ მომატებული შთაგონებადობით ხასიათდება.

წყაროები ძალიან მწირია, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ გურჯიევს ადამიანებზე ზემოქმედების დიდი ნიჭი ჰქონდა, გიორგი აღნიშნავს, რომ მას შეეძლო ჟესტების გამოყენებით ადამიანებისთვის სასურველი ქმედება ჩაედენინებინა, მაგალითად, მან მხოლოდ და მხოლოდ ჟესტების გამოყენებით შეძლო ქუჩაში სრულიად უცხო პიროვნება დისტანციურად დაეჩოქებინა.

გურჯიევის ერთ-ერთი ტექნიკა სუნთქვით ზეგავლენის მოხდენა გახლავთ ანუ მას შეეძლო სუნთქვის ტემპის ცვლილებით დამსწრე საზოგადოება ჰიპნოზის ქვეშ მოექცია. ყველაზე საინტერესოა კი, მის მიერ სიტყვების თამაშით ცნობიერის გათიშვა და პროგრამირებაა. გურჯიევის თანამედროვეები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მასთან საუბრისას დროის შეგრძნებას კარგავდნენ და სრულიად უცხო და ამასთანავე, სხვა ეპოქებში მოღვაწე პიროვნებებთან დაკავშირებულ ფაქტებსაც იმგვარი სიზუსტით  გადასცემდა მათ, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი და მსმენელსაც იმავე შეგრძნებას უტოვებდა. გურჯიევი პოლიგლოტიც იყო და ათამდე ენას ფლობდა, ეს კიდევ უფრო უწყობდა ხელს ადამიანებთან კონტაქტისას, ვინაიდან ადამიანს უფრო მეტი სანდოოობის შეგრძნება უჩნდება, როცა საკუთარ მშობლიურ ენაზე ესაუბრებიან.

თვალებში ყურებით ადამიანისთვის ბრძანების მიცემა გურჯიევის კიდევ ერთი უნარი გახლდათ. ერთ-ერთი ცნობილ  რესტორანში ყოფნისას გურჯიევი მეგობარს დაენიძლავა, რომ  კუთხეში მჯდომ ორ მამაკაცს აჩხუბებდა, რამდენიმე წუთში ასეც მოხდა.

გურჯიევი დღემდე არ კარგავს საიდუმლოებით მოცული საინტერესო პიროვნების ტიტულს და მასთან დაკავშირებული, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ისტორიები მუდმივად განსჯის საგანია დაინტერესებულ პირებს შორის.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკა

ღვთის სარგო – რჯულთან შეთავსებული. ანტონ ჩეხოვი

„მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენგზის შემცოდოს მე ჩემმა ძმამ და მივუტევო მას? შვიდგზის?

უთხრა მას იესომ: არ გეუბნები შენ შვიდგზის, არამედ სამოცდაათჯერ შვიდგზის.“ (სახარება მათესი).

ეგზომი ცოდვებით შევლახულვართ! არავის სწადია მიუტევოს თავის მსგავსს. თავად ცოდვილი კი უფლისგან მიტევებას და შეწყალებას გაფაციცებით ელის. სულს დიდი რუდუნებით განკითხვით იმძიმებს. გვახსოვდეს, რა ცოდვითაც განვიკითხავთ, სწორედ იმ ცოდვით განვიკითხებით.

ჩვენ ხშირად ვამბობთ: „რატომ მოვუთმინო?!“ და გვავიწყდება, რაოდენი ვარამი დაითმინა უფალმა ჩვენთვის. ვიტყვით, „როგორ შეურაცმყო?!“ და გვავიწყდება, რაოდენ შეურაცვყვეთ უფალი ჩვენი!

ამპარტავნებასა შინა დაეცა ერი. ჩვენ განვადიდებთ, ვაქებთ და ხოტბას ვასხამთ ერთმანეთს, მაგრამ ვივიწყებთ ყველაზე დიდს, ყველაზე საქებარს, მაკურნებელს ჩვენი სულისა და ხორცისა, უფალს. თავმდაბლობით განდიდდა უფალი. ჩვენ კი თავმდაბლობას სირცხვილად ვნათლავთ და ადგილსაც კი არ ვუტოვებთ, რომ იმეფოს! გვავიწყდება, რომ „სწავლება, რჯულთან ერთად შეთვისებული, ღვთის სარგო ნაყოფს იძლევა.“ (ანტონ ჩეხოვი, „ტრამალი).

დაიმახსოვე ადამიანო, შენი მოყვასი არის ქრისტე და შენ ხარ ის, რომელმაც გაყიდა ქრისტე! ჩვენ იმ ტრაპეზს უნდა ვუზიარებდეთ ერთმანეთს, რაც საიდუმლო სერობის ჟამს უფალმა უწილადა მოციქულებს.

ჩვენ, ადამიანები მრავალი სახეობის ყვავილს ვთესავთ, ვახარებთ და გამოგვყავს უკეთესი ჯიშები, მაგრამ არ ვეძებთ და ვერც ვპოულობთ იმ ერთადერთს… დიახ, სწორედ ჩვენ, ღვთის ხატად და მსგავად შექმნილმა ადამიანებმა დავივიწყეთ ჭეშმარიტი სიყვარული. დაე, დღეიდან აივსოს ჩვენი სულის სალარო დაუდგრომელი სიყვარულით და ეზიაროს სიბრძნეს. მიდი ადამიანო, გაეხვიე, ჩაღრმავდი ფიქრებში და შემდგომ განსაჯე…

ჩვენ ოქროთი ვფერავთ ტაძრებს და ვერც კი ვხვდებით რას ვაკეთებთ. შეხედე შენს თავს ადამიანო, ამდენი უღვთოობით მზიანი დღეც გეშავეთება…

როგორ სუსტნი ვართ რწმენაში, როგორ ვითრგუნებით ვნებებით, სასოწარკვეთილებით… ნათელღებულო ქრისტიანო, ეშმაკი ვერასოდეს შეგიპყრობს შენ!!! დაე, შენს გულზე არასდროს ებატონოს კაეშანს. ჭირში მრავალნაცადო ადამიანო, გახსოვდეს შენი გული გრძნობს, შენი გული განიცდის…

შენ ღვთის დანაბადებო, შენ ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი ხარ, რადგან შენ შიგნით ატარებ საოცარ რწმენას, განცდას, რომ უფალი სუფევს!

 

11737829 976392599078316 8806284195135972855 n

მასალა მოამზადა: ნინი კაიშაურმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკა

სასიამოვნო წარსულის ველში მოხვედრა ფიზიკურ გაჯანსაღებას და ცნობიერების ცვლილებას იწვევს

ყველას გვაქვს ჩვენი სიყვარულის დრონი წარსულში.
ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შეგრძნება, რომ თქვენში სამყაროს ისტორია ცოცხლობს და ხშირად ემსგავსებით იმ ეპოქების სახეებს, რომლებიც გიზიდავენ. თითქოს იმეორებთ კიდეც მათ ისტორიებს. ეს გაუცნობიერებელი, შინაგანი კავშირია ამა თუ იმ ცივილიზაციათან და კულტურასთან, რისი შესახებაც მონაცემებს ადამიანის ინფორმაციულ-ენერგეტიკული ველი და გულის ცენტრი ინახავს.

იქნებ არ იცოდით, მაგრამ ეზოთერიაში ცნობილია, რომ დადებითი და სასიამოვნო წარსულის გამოსხივების ველში დროებით მოხვედრა (ეს შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების ან დიზაინის საშუალებითაც), მისი ენერგიების შემოტანა ცხოვრებაში, იწვევს ადამიანის ცნობიერების ცვლილებას და ფიზიკურ გაჯანსაღებასაც კი. ამ დროს ტვინი ივიწყებს თანამედროვე რეალობის მიერ მოტანილ პრობლემებს და ენერგიები სწრაფად აღდგება. ეს აურის დამცავ ფარს აძლიერებს და კვანტურ დონეზე ახდენს გარდაქმნას. იქნებ განგიცდიათ სულიერად ახლობელ ეპოქასთან კავშირისას, თუ როგორ ივსებით არამიწიერი სიხარულით და უძლეველობის განცდა გეუფლებათ.

ამ დროს წარმავალი აზრს კარგავს და არსებობა რაღაც უფრო დიდსა და მნიშვნელოვანს, მარადიულს ემორჩილება, რომლის ფონზეც შიშები და ტკივილები ქრება.
ის, რაზეც მინდა გიამბოთ, თანამედროვე გონებისათვის – დავიწყებულ სიზმრად გადაიქცა, მაგრამ თავისი სურნელი მაინც დატოვა სიცრცეში, ნიადაგში და გულის მეხსიერებაში გასრესილი. სურნელი უცხო სამყაროების, მაგრამ თითქოს მშობლიურის, სადაც არ ყოფილხართ, მაგრამ მაინც გენატრებათ …

82487044

კაცობრიობის ბავშვობაში მზერას არაფერი ეღობებოდა ვარსკვლავებისკენ. საუკუნეების წინ პლანეტაზე ჰაერი, წყალი, ნიადაგი, მცენარეები, სინათლე და მთლიანად, პლანეტის ენერგეტიკული ველი გაცილებით მაღალი ვიბრაციის ენერგიებს ფლობდა და ამ ენერგიებთან შერწყმული ადამიანიც უფრო ახლოს იყო შემოქმედთან. სასწაულიც მეტი ხდებოდა და შარავანდედსაც ხშირად ხედავდნენ წმინდანების თავთან უბრალო მოკვდავნი. მაშინ წონასწორობა ნაკლებად იყო დარღვეული სულიერსა და ფიზიკურს შორის და ცხოვრება ბუნების რიტმებს თანხვდებოდა. სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ქარხნების კვამლში გახვეული, გაცილებით ემოციური და ენერგიული იყო. ფსიქიკა -საღი, ბუნება-მშვენიერი, გრძნობები-ღრმა და ფაქიზი. იყო ის, რისი დეფიციტიცაა ჩვენს რეალობაში: თავგადასავლები, იდეალიზმი, რომანტიკა, მეტი ჰაეროვნება და სიცოცხლის ხალისი, მამაცი და ძლიერი მამაკაცები, ნაზი და კდემამოსილი ქალბატონები, ბუნებასთან წილნაყარი, ჰარმონიული ყოფიერება, უანგაროდ თავგანწირვა ღმერთის, სამშობლოს, ადამიანის სიყვარულისთვის.
მაღალი იდეალებისათვის მებრძოლნი სამართალს და უმწეო ადამიანებს იცავდნენ. ამიტომაც გმირობის მაგალითები მეტი იყო, ვიდრე დღეს.

 
ეს ყველაფერი ანთებდა ცეცხლს, რასაც ეზოთერიაში კოსმიურს უწოდებენ და რაც პლანეტას სიბნელისგან იცავდა. ადამიანის ენერგეტიკული სხეულის სისუფთავე და გახსნილი ცენტრები კოსმოსიდან დადებითი ენერგიის მიღების მეტ საშუალებას იძლეოდა. ჩემი აზრით, სწორედ ეს ენერგია, რაც იდეალიზმში, კეთილშობილებასა და დიდსულოვნებაში, მშვენიერებისაკენ სწრაფვაში, სინატიფეში და დახვეწილობაში მჟღავნდება, ანიჭებს ჩვენს კაცობრიობას ღირებულებას. სწორედ მასშია ადამიანთა გამაკეთილშობილებელი ძალა, ყველა რელიგიის, ეროვნების და ეპოქის ადამიანს რომ აერთიანებს და ერთნაირად აღაფრთოვანებს.
თუ მოისურვებთ, წარსულში მოგზაურობას შემოგთავაზებთ ჩემთან ერთად. არაფერს ვიტყვი ქრისტიანებისათვის საკამათო თემის, რეინკარნაციის შესახებ, მაგრამ იქნებ გაგახსენდეთ რაღაც, რაც, ჩემს გამოცდილებას თუ ენდობით, სევდანარევ სიხარულთან ასოცირებულ შეგრძნებას გამოიწვევს თქვენში…

 

არიავარტა-დედამიწის გული…მდიდარი ბუნება და ბევრი თავისუფალი დრო ფილოსოფოსობისათვის…გარეგნული სიდუხჭირე, მაგრამ შინაგანი მხიარულება… ყველაზე მგრძნობიარე ადამიანები, დღემდე რომ ინახავენ ხსოვნას ოქროს ხანაზე, როცა ღმერთები დედამიწაზე ჩამოდიოდნენ და ცეკვა-თამაშებში იღებდნენ მონაწილეობას…წმინდა კოცონების კვამლში არეული სანდალოზისა და ალოეს სურნელება…არნახული არქიტექტურა, ოქროს ლავგარდანებით დამშვენებული ტაძრების სიდიადე, სადაც სილამაზე სულიერებას ემსახურება და არა ფუფუნებას…ბუნების მშვენიერება კი ხელოვნებას ერწყმის…

Light-shrouded-in-forestაქ სიყვარულს ყველა ცოცხალი არსების მიმართ ამჟღავნებენ…გრძნობათა სინაზე აზრთა სიდიადეს შერწყმია…მარადიული სიმშვიდის სავანეში ხის ძირში სიცოცხლის არსზე ჩაფიქრებულან რიშები…ბავშვები კი დედის რძესთან ერთად მამაცი რამას ისტორიებს ითვისებენ…
ხალხი ერთმანეთში ღმერთს ესალმება… განგის წმინდა წყალში განბანილები კი გაზაფხულისა და სიყვარულის ღვთაებას უდასტურებენ ერთგულებას…
ბედისწერის წინაშე მშვიდად თავდახრილნი, ბედნიერებას შორეული ვარსკვლავივით შეჰხარიან, დროდადრო რომ კიაფობს და ადამიანის სულის სისპეტაკის უძლეველობისა სწამთ…

 

ყველაზე გამოუცნობი და საბედისწერო ერი…ჯერ კიდევ უხსოვარ დროში რომ დაწერა: ”მშვიდობა შორეულს, მშვიდობა ახლობელსო” და საყოველთაო ბარბაროსობის ეპოქაში აკრძალა ადამიანთა მსხვერპლშეწირვა… ათეული საუკუნეების წინ უფრო ჰუმანურად ექცეოდა მონებს, ვიდრე მე -19 საუკუნის ამერიკა…სივრცე, რომელშიც მოქცეული ქალაქები სამუდამოდ სახელგანთქმული გახდა…იუდეას მხარე… ჩრდილოეთით გოლგოთა, აღმოსავლეთით გეთსემანიის ბაღი, სამხრეთით ზეთისხილის მთა … ის ნაკლებმოსავლიანი ნიადაგითაა ცნობილი და უძრაობაში გაყინული მკვდარი ზღვით, თევზი რომ არ იცის. გალილეას მხარე კი მწვანეშია ჩაფლული, უხვმოსავლიანი, გენესარეთის ლურჯი ზღვით, მთის ფერდობზე ტერასულად გაშენებული პალმებით დამშვენებული კაპერნაუმით…რომაულ ყაიდაზე აგებული თეთრი ქვით ნაშენი კესარია… გალილეასა და იუდეას მდინარე იორდანე აკავშირებს, გასწვრივ უდაბნო რომ მიუყვება ხრიოკი მწვერვალებით… აქვეა სამარიაც… ძველი ებრაული ქალაქები სავსეა ხალხმრავალი ქუჩებით, აქლემების ქარავნებით, რომაელი ლეგიონერების იარაღის ჟღარუნით, ქუჩის მოვაჭრეთა შეძახილებით და ცხვრების ბღავილით….მიმდევრებით გარშემორტყმული მხსნელი-ბელადები თუ მეუდაბნოე მოხეტიალე მორალისტები ახალ სამყაროზე ქადაგებენ… აქ, შუადღის ხვატსა და მტვერში, როდესაც საგნები საკუთარ ჩრდილებს კარგავენ, წარსულის ლანდებსაც შენიშნავს დაკვირვებული თვალი… ხანდახან გრილი ნიავიც დაჰბერავს საამოდ და იგრძნობ, რომ ჰაერიც კი ინახავს ზეციურ მამსთან მოსაუბრე იესოს ხმას, მიწა კი მის ფეხთა ნაკვალევს…

Middle-East-Egypt-Egypt-the-Nile-1024x460

ეგვიპტის უკიდეგანო ქვიშიანი უდაბნო… ზაფხულის ძლიერი წვიმებისგან ადიდებული ნილოსი და მისი სადიდებელი ჰიმნები…ადამიანთა შრომის წყალობით ბაღებად და ზვრებად გადაქცეული ჭაობები…შაქრის, პაპირუსის, ბანანის ლერწმები… მემფისი და ჰელიოპოლისი… აქ ტაძრებში ცხოველებს ეთაყვანებიან…ფარაონები კეთილი ღმერთების როლში, ქურუმები კი ღმერთებთან მოსაუბრენი არიან…ჩალით დახურული მრგვალი სახლები და მაღალსვეტებიანი, გრანდიოზული ქვის აკლდამები….პირამიდები და სფინქსის გოლიათური გამოსახულება… მეწამული მზე… სჰარის მწველი ქარები და ქოლგისებური კაკტუსები…..ტანმაღალი, კარგი აღნაგობის ნახევრადშიშველი ადამიანები, სიარულის ლამაზი მანერით, ჩინებული მეომრები და მონადირენი…წყლის ქაოსში გამოჩენილი ლოტოსის კოკრიდან შექმნილი სამყარო…ორი სამყაროს გამათბობელი რას ბაგეებიდან და ცრემლებიდან გაჩენილი ღმერთები და ადამიანები…სირიუსის კულტი , სადაც ყოველ გაზაფხულზე ერთმანეთს ესალმებიან: ” ოსირისი აღსდგა!”. აქ მწერლები უფრო დიდი პატივით სარგებლობდნენ, ვიდრე დღეს, ხელოვნება კი უფრო დაფასებული იყო, ვიდრე საბერძნეშში, ამიტომაც მიიჩნევდა საბერძნეთი მას თავის მასწავლებლად…

აღმოსავლეთი… აქა-იქ მაღალი პალმებით დამშვენებული ცოცხალი ოაზისები…ცეცხლწაკიდებული ჰორიზონტი, ქვიშის მთები და მტვრადქცეული მიწა…ბანიანი სახლები, ჭრელი სარეცხით. ..ვიწრო ქუჩების ლაბირინთები… ერთმანეთში არეული ცხვრის ხორცითა და ტკბილეულით მოვაჭრეთა ხმები….თეთრჩალმიანი და მოქარგულუნაგირიანი მომთაბარე ბედუინთა ქარავნები… მშვიდი და უკმეხი, სევდიანი, ასხლეტილი ტანის, სიტყვაძუნწი რაინდები და მათი კოდექსი :”ჩემი ტაიჭის ჭიხვინის ხმა შორს გაისმის უდაბნოში,მე ჩვეული არ ვარ მტერთან მალულად მიპარვას!”…მამაკაცების მორჩილი ქალები სილამაზეს ჩადრში მალავენ…ფარდაგებითა და აბრეშუმით დამშვენებულ დარბაზებში ხათუნების ბეითების ღიღინი ისმის…მინარეთზე გადმომდგარი მლოცველები…მოხეტიალე დერვიშები.. .ღმერთისა და ლამაზმანების სიყვარულით მთვრალი ,კეთილშობილი და დარდიმანდი რინდები,ქრისტეს სიყვარულის ბრაჰმანს რომ ეძახიან და მისტიკური სევდით შეპყრობილი სუფიები, ღაზალებში რომ უმღერიან მშვენიერ სამყაროებს…..შუა საუკუნის ევროპამ ბევრი რამ ისწავლა მათგან…იყო დრო, როდესაც აქ ქრისტიანები და მუსულმანები ერთად ლოცულობდნენ…

1792841

მშვენიერი აზია…მათთვის ატამი მოხმარების საგანი კი არა, ესთეტიკაა. მზის ჩასვლას გორაკზე ხვდებიან და მთელი ღამე რჩებიან ახლადმოფიფქული ალუბლის ხეების სანახავად…”მასიო ბუმეი”- ფიჭვის წიწვების ცივილიზაცია უმცირეს დეტალებში ცდილობს საყაროს მშვენიერების შეცნობას.მონო ნო ავერეს- სინამდვილის ემოციური წვდომით საგანთა სევდიან მომხიბვლელობას ეძებს…ოჩაიებიდან , ჩაის სახლებიდან მუსიკის ხმა ისმის…დახვეწილი და გრაციოზული გეიშები ,მაღალი ხის ქუსლებზე და ფერად კიმონოებში , სქელი ნიღბის ქვეშ სახეს მალავენ, სტუმრებს ართობენ,სასიამოვნო კომპანიონობას უწევენ, საკეთი უმასპინძლდებიან,მღერიან ,ცეკვავენ,კოტოს სიმებს აკვნესებენ და ტანკებს –თლილი იასპის სტრიქონებს თხზავენ…მათტან ახლოს სახეზე ამიგასაჩამოფარებული და ხაორმოსხმული სამურაები ამაყად დაიარებიან…
მათი საბრძოლო ხელოვნება არა მხოლოდ ეთიკას, არამედ პოეზიის, კალიგრაფიის ცოდნას და გრაციას მოითხოვს…
აქ იციან, რომ ტანჯვის მიზეზი სურვილებია, ამიტომ ცხოვრების ილუზიას მშვიდად, მორჩილად ეგუებიან…მცირედით კმაყოფილებას ეჩვევიან…მიუვალ მთებში ფილოსოფოსი მასწავლებლები ცხოვრობენ…პირით დასავლეთისკენ ლოცულობენ და ზნეობრივი აფორიზმებით და ეთიკური მაქსიმებით სამეფო კარის თუ ჩვეულებრივ ადამიანთა დანგრეული სულების აღდგენას ცდილობენ…ხილულს მიღმა სინათლის სივრცეში პირველმიზეზთა საცხოვრიისს და სათნოებისკენ მიმავალ გზას ეძებენ…
ცისკენ აზიდულან წაბლის ხეები…ქარისგან ირწევიან გუბურებთან მოშრიალე კანაფები…შლამში ლოტოსები იზრდება…ბრინჯის ყანებიდან ხმები ისმის…ცაში წეროების გუნდია…ბამბუკით გადახურულ და ჭილოფით მოფენილ სახლებში ღარიბულ სუფრას გოგრის შეჭამანდი და დაშაქრული ფინიკი ამშვენებს …დღესასწაულებზე კი ქონიან ,ფერად პატრუქებს მდინარეებს ატანენ სურვილებთან ერთად…

თუ სულიერების სახელოსნო იერუსალიმია, ფუფუნებისა კი რომი, სინატიფის ცენტრად ათენი ითვლება … ათენს საყვედურობდნენ, სამხედრო საქმეში ჩამორჩენილო ხარო, მაგრამ კაცობრიობისთვის სპარტას არ ჰქონია იმხელა მნიშვნელობა, როგორც მას …ზომიერნი ყველაფერში…ვნებებისა და ფუფუნების ნაცვლად – სილამაზის კულტი და დახვეწილი ეროტიკაა .. .სიმპოსიონებზე დაუძაბავი გარემო,წყალგარეული ღვინო და მუსიკა …აქ დასვენებაც შემეცნებას ემსახურება…
ფერდობებზე ვაზი, ნავსადგურებში სხვადასხვა ეროვნების ხალხი…

greece-athens-parthenonatnightათენის გარეუბანში, მდინარის პირას ჭალაში, აკდემოსის სკოლაში გეომეტრიის მცოდნე პლატონის მოსწავლეები იყრიდნენ თავს..არისტოტელე სეირნობდა და ასე ასწავლიდა სულის აღმართმავალობის იდეებს…ასპასიას სალონში ელიტა იკრიბებოდა ,რომელთა გამონათქვამებსაც არისტოფანე იწერდა გულმოდგინედ… პერიკლეს ”ოქროს საუკუნე”, რომლის მიზეზითაც არც ერთ ათენელს არ ჩაუცვამს თალხი…აგორას მთაზე ფილოსოფიური დებატები…აკროპოლისის მარმარილოს ტაძრის კიბეებთან მუსიკოსები და პოეტები ეჯიბრებიან ერთმანეთს…ქუჩები ფიდიასის ქანდაკებებითაა სავსე…ღია ცის ქვეშ ტრაგედიები თამაშდება,მოზრდილთა სკოლებად წოდებულ სცენებზე…ტალანების ჩრდილში ლაკონიურად მოსაუბრენი დასეირნობენ…დელფოში, სამისნოს შესასვლელში დიდი წარწერაა:”შეიცან თავი შენი” და ”ოქროს ზომიერება”… პითია კი მომავალს წინასწარმეტყველებს …პარნასის მთაზე მუზები ნებივრობენ …მუდამ ღრუბლებით დაფარულ ოლიმპოს შუქის მთაზე კი თორმეტი უკვდავი…
ბერძნული მისტერიები ორფეოსისა და პითაგორას საიდუმლო საძმოები კოსმიურ ცოდნას აზიარებდა განდობილებს.
სწორედ ამ წარმართულმა ბერძნულმა კულტურამ მოამზადა ნიადაგი ქრისტიანული მსოფლმხედველობის მისაღებად…

monument 1408734i

სამხრეთ ამერიკა…ანდები… კორდილიერები …სპილენძის მთები… თოვლიანი მწვერვალები… მაიას,ინკების,მოჩიკას, კეჩუას ტომთა ამაყი შთამომავლები….კონკისტადორები და ლეგენდები ინკების ზღაპრულ სიმდიდრეზე, ბედნიერ ოქროს ქვეყანა – ელდორადოზე… მზის ტაძრები ,მზის ქურუმებით …გამქრალი ცივილიზაციის დღემდე აუხსნელი საიდუმლო და ძველი დიდების ნაშთი – მზეთუნახავთა თავშესაფარი ქალაქი…არტეფაქტები არნახული მიღწევების შესახებ არქიტექტურაში, მათემატიკასა და ასტრონომიაში …დღემდე გამოუცნობი ფიგურებით მოხატული უდაბნოები… ტროპიკული ტყეები და ამაზონის გაუვალი ჯუნგლები…თვეობით უწვიმო ამინდები და სუსხიანი ქარები….მაისას სიმინდისა და კაკაოს ყანები და მათი ღვთაებები… სირაქლემებისა და ხარების ჯოგები … ყოველდღიური მენიუ-ანჩოუსები :ჩილი, ასადო და მატე….ლირიკული სიმღერები , ტანგო ცეცხლოვანი ფლამინგოს ცეკვები….მდიდრული ფაზენდები და ყავის პლანტაციებში მზით დამწვარი ხალხი… ქუჩის ხმაურიანი, ფერების კარნავალები და ნახევრადშიშველი ადამიანების როკვა….დეზებიანჩექმებიანი ,ტემპარამენტიანი მწყემსი გაუჩოები,გიტარითა და პონჩოებით…. თავგადასავლებით და რომანტიკით სავსე ცხოვრება….

 

შუა საუკუნეების ევროპა… პარიკებისა და მაქმანების საუკუნე…საგვარეულო მდიდრული სასახლეებითა და პირქუში ციხე-დარბაზებით,საიდანაც აბჯარასხმული შუბოსნების ცხენების ფლოქვების ხმა ისმის…ამ ტაძრებშია ჩაქსოვილი ევროპის მთელი ისტორია… საბრძოლო ასპარეზობებზე მიჯნურთა ნაჩუქარი თილისმებით გამოსული, მშვენიერ ბედაურებზე ამხედრებული მუზარადიანი ბედის მაძიებელნი…ტრუბადურები და მოხეტიალე რაინდები,სიმართლის თანამგრძნობელნი და უმწეო სათნოების მცველნი…აქ ბერობა და რაინდობა შერწყმია ერთმანეთს…ერთგული მეგობრები და შმაგი მიჯნურები… ლუტნას ჰანგები…პამფლეტები და სონეტები მეფეებზე და მათ ფავორიტ ბანოვანებზე…ამ დროს კარგი მანერები და თავაზიანობა ისევე აუცილებელი იყო,როგორც ღირსება…ოქროსფერ ნისლში ბორცვებზე ქარის წისქვილები… ხმაურიანი დუქნები, ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე პადრეების მშვიდი საუბრები… ბაზრებში გამართული ქუჩის წარმოდგენები… ვერსალის ბაღები და გოთური სტილის ეკლესიებში ზარების ტკბილი გუგუნი ..ცხოვრება ფათერაკებითაა სავსე, მაგრამ ლაღი …

abafasfdafafa

რენესანსის მშვენიერი ეპოქა …. ბიბლიური და ანტიკური სიბრძნის შერწყმით … ყველა კულტი დაიჩრდილა მშვენიერების კულტის გარდა…ჰარმონიული ადამიანი გააღმერთეს – ღრმა გრძნობებით და დრამატიზმით …პლატონი და ნეტარი ავგუსტინე გაიხსენეს…დანტემ ჩირაღდანი ისროლა ცრურწმენებით სავსე სიბნელეში და ბეატრიჩეს ლანდმაც გაანათა …გრძნობების სამყარომ დაჩრდილა გონებისა … ხმაურიანი ფლორენცია, სუროშემოვლებული სახლებით,ვიწრო ქუჩებით,ქვის ხიდებით, ქანდაკებებით, ცამდე აზიდული ულამაზესი გუმბათებით,მხიარული გადაძახილებით და ღია სარკმლებიდან ყვავილებს შორის თავმომწონე ლამაზმანებით … გამჭვირვალე ჰაერი და ზეთისხილის ჭალები თავადაა ხელოვნების ნიმუში …აქ გადიოდნენ შეყვარებულთა წყვილები შუადღის მზისგან თავდასაღწევად…მწყემსების სალამურის ხმის ფონზე,იტალიელი მხატვრები მოლბერტით ხელში შედევრებს ქმნიდნენ ….არნახულად პოპულარული გახდა მადონას კულტი … რომის ვიწრო ქუჩებში შეგირდებით გარშემორტყმული მხატვრები სახლის კარებზე ანონიმი თაყვანისმცემლების სონეტებს პოულობენ… მყუდრო ბაღებში, გლიცინიებით გარშემორტყმულ ხეივნებში, შადრევნის ხმის ქვეშ, მშვენიერების ნიმუშები იქმნება …. ვატიკანი კი ამ მშვენიერებას რელიგიის სამსახურში აყენებს…

tumblr mkuitrWPfr1s8t6n2o1 500

არისტოკრატული ცრურწმენებით გაჯერებული სლავური საზოგადოება…არყის ხის წარაფებს მიღმა კი გლეხების ქოხები… სოფლის გზებზე ხანდახან ეტლების ბორბლების რახრახი…ცივი, ქარბუქიანი ზამთრის პეიზაჟები…სალონური ცხოვრება… სტუმრად მეზობელი გუბერნიებიდან მოდიან ,ჩაისა და ბლინებს შეექცევიან და წვიმაზე და ამინდზე საუბარობენ… ფაიფურის წკარუნი…სანთლების შუქზე აციმციმებული სამკაულები…ვალსი და მაზურკა…მეჯლისები…უცხოელი გუვერნანტები და ფრანგულად საუბარი… რომანებით აფრთხიალებული ქალწულთა გულები …მამკაცები დუელებს მართავენ და ცხენებით დასეირნობენ.. .ინგლისელი დენდებივით უკანასკნელ მოდაზე შემოსილები საღამოებს თეატრის ლოჟებში ატარებენ… ზამთრის გრძელი ღამეების მოწყენილობას ბანქოთი, ლექსებისა და ეპიგრამების დახმარებით ამარცხებენ….ევროპიდან ჩამოტანილი ცოდნა და განმანათლებლური იდეები. ..დიდგვაროვანთა შვილები მდიდრულ პერსპექტივაზე უარს ამბობენ და თანასწორობის იდეებს ავრცელებენ… ამ საქმეში კი ლიტერატურას ისეთივე დანიშნულებას ანიჭებენ, როგორც იარაღით ბრძოლას… ეკლესიის ზარები კი მორჩილებისკენ მოუწოდებენ… წმინდანები, განდეგილობის ნაცვლად, სამონასტრო ახალშენების და სასწავლებლების მშენებლობით არიან დაკავებულნი…

მე შევეცადე დაგხმარებოდით გეპოვათ კიდევ ერთი მიწიერი ოაზისი, რაშიც ინახება თქვენი სიყვარული სამყაროს მიმართ. ჰეგელი ამბობდა : ,,ვისაც წარსულის ქმნილებანი არ უნახავს, მან მშვენიერებისა არაფერი იცისო”, იგივეს იმეორებდნენ ლაო ძი და პლატონი. თუმცა ეს წარსულის საუკეთესო საგანძურებით უკეთესი მომავლისკენ სვლის, მარადისობასთან ხიდის გადების საშუალებაა და არა წარსულში დაბრუნების მოტივაცია, რადგან როგორც ლუკას სახარებაშია :”არც ერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან იყურება, არ ივარგებს ღმერთის სასუფევლისთვის”. ლოტის ცოლის ისტორიაც არ დაგვავიწყდეს.
როგორც ”აგნი იოგა” გვამცნობს, გარდაცვალების შემდეგ ადამიანთა სულები თავისი წარმოსახვისა და ნების ძალით, საყვარელი ეპოქის სამოსით იმოსებიან ასტრალურ სამყაროებში.
წარსულის ენერგიები წარსულის ნაშთებზეა დალექილი. არ არის აუცილებელი დროის მანქანა, მათი რესტავრაცია ცნობიერებაშიც შეიძლება,როდესაც მედიტაციების დროს, ეტალონურ, წმინდა ცნობიერების მდგომარეობაში მყოფი იხსენებს საუკეთესოს,რაც წარსულთან ასოცირდება: გეთსემანიის ბაღის თუ ჰიმალაის მთების არომატს, ნისლიანი ბრიტანეთის პროვინციის თუ პერსეპოლისის შუქ-ჩრდილებს, კლავესინისა თუ მწყემსის სალამურის ხმებს.
თანამედროვე ადამიანის გადაღლილი ფსიქიკა და დნმ ცდილობს წარსულის ამ ისტორიებში აღიდგინოს თავისი ჯანმრთელი თავი და გახდილ ჩოხა-ახალუხში თუ მაქმანებიან კორსეტებში ჩარჩენილი სული და განწყობა დაიბრუნოს . (ტალღური გენტიკა ამას სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს). ესაა საშუალება უკეთ შეიცნო საკუთარი თავი და სიცოცხლის არსი. მიხვდე, რომ არ ხარ ბუნების უმწეო ნაწილი, შეზღუდული დროითა და გეოგრაფიით, რომ ხარ თავად ეს სამყაროც და ისიც, ვინც განიცდის მას. ამით ცნობიერების ჰორიზონტი ფართოვდება და უნივერსალურს უახლოვდება…

 

ავტორი:
თამარ არაგველი

11289913 589497474524431 797772562 n

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2
Page 2 of 2