close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

კომპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ბრიტანელებისთვის ბრიტანულ ჰაერს ყიდის

COVID-19-მა ყველას გეგმები შეცვალა,  მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანი აღმოჩნდა სახლიდან შორს 12 თვის განმავლობაში და  მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი მალე ვერ შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას.

ვებსაიტი ,,My Baggage” ოცნებობდა შეექმნა ისეთი განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც სამშობლოდან შორს მყოფ ადამიანებს ნოსტალგიის შემსუბუქებაში დაეხმარებოდა. კომპანიამ გადაწყვიტა საზღვარგარეთ მცხოვრები ბრიტანელებისთვის მშობლიური ბრიტანული სურნელის დასაბრუნებლად შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, უელსისა და ინგლისის ჰაერი გაეყიდა. კომპანია მზად არის მიიღოს შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

კომპანიის სპიკერი საუბრობს, რომ კვლევის მიხედვით სურნელი ადამიანში ძლიერ ემოციებს აღძრავს და მათ უნდათ ამ გზით იმ ადამიანებს დაეხმარონ, ვინც სამშობლოდან შორს არის დიდი ხნის განმავლობაში, დაეხმარონ შინაგანი მდგომარეობის   შემსუბუქებაში და დაუბრუნონ მათ მშობლიური სურნელი. 500 მილილიტრიანი ბოთლი 30 დოლარი ღირს. ჰაერის გაყიდვა ახალი პრაქტიკა არ არის, ასევე შვეიცარული კომპანია ,,Swissbreeze” ყიდის ჰაერს ცენტრალური ევროპის ქვეყნის მთიანი რეგიონებიდან, 20 დოლარი 8 ლიტრიანი ბოთლისთვის.

 

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კორონავირუსმა ანტარქტიდამდეც მიაღწია

ამ დრომდე, ანტარქტიდა იყო ერთადერთი კონტინენტი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო აღწერილი, თუმცა ვირუსმა სამხრეთ პოლარულ კონტინენტამდეც მიაღწია. კონტინენტზე ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ირკვევა, ვირუსით ინფიცირებულთა შორის არც ერთი ადგილობრივი არაა – ინფიცირებულია კონტინეტზე ჩილედან ჩასული 26 ადამიანი. ისინი კონტინენტს იკვლევდნენ. ინფიცირებულთა შორის 26 ჯარისკაცია.

კოვიდინფიცირებულები უკვე გადაიყვანეს ჩილეს საპორტო ქალაქ პუნტა-არენასში, სადაც იზოლაციაში არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ანტარქტიდაზე, ზამთრის სეზონზე, სულ 1 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ზაფზულში მათი რაოდენობა 5 000-მდე იზრდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

რისკჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება – რატიანი

მინდა მოსახლეობა დავარწმუნო – რისკჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ნებისმიერი დაავადების შემთხევაში, თუ განწყობა და ბრძოლის უნარი არ გაგაჩნია, რომ დაავადებას აჯობო, ამ შემთხვევაში ექიმიც და პაციენტიც მარცხდება. ისე უნდა მივიღოთ ყველა დაავადება, როგორც მაგალითად წითელა. სახად დაავადებას ეძახდნენ წითელას და ჩუტყვავილას, ტაფასაც არ ახურებდნენ ოჯახებში, რომ ვირუსი გაბრაზდებაო.

ჩვენ კორონავირუსი ძალიან ცუდად მივიღეთ. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ვირუსი დამემართა, აუცილებლად დამძიმდება. ეს ასე არაა. ამაში მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რისკჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

შვეიცარიაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი მიიღეს

პარასკევს შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ მიიღო გადაწყვეტილება  ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ეს საკითხი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მსჯელობის საკითხი და საბოლოოდ 2020 წლის 18 დეკემბერს შვეიცარიელმა დეპუტატებმა ხმა მისცეს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას.

ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონის გადამოწმება იგეგმება მომავალ წელს, შვეიცარიის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმით, სანამ კანონი ძალაში შევა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ადამიანებს შეეძლებათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე სქესი შეცვალონ სამოქალაქო რეესტრის ოფისში, რა თქმა უნდა, შესაბამისი განაცხადით. კანონით ასევე განისაზღვრა მინიმალური ასაკი-16 წელი, როდესაც მშობლების თანხმობის გარეშე არის შესაძლებელი შესაბამის დოკუმენტაციაში სქესის შეცვლა,  რასაც კრიტიკა მოჰყვა.

ეროვნულ საბჭოში (პარლამენტის ქვედა პალატა) კანონს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 48, ცხრამ თავი შეიკავა. ხოლო პარლამენტის ზედა პალატაში ინიციატივას მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა, 11 წინააღმდეგი იყო, შვიდმა თავი შეიკავა.

კანონს ეწინააღმდეგება ულტრაკონსერვატიული ფედერალურ-დემოკრატიული კავშირი, რომელიც გეგმავს კანონპროექტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდეს, რომ საბოლოო სიტყვა ხალხმა თქვას, რეფერენდუმისთვის 100 დღე აქვთ, რომ 50000 ხელმოწერა შეაგროვონ.

 

წყარო: REUTERS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

არის თუ არა კორონავირუსი ავტოიმუნური დაავადება?

უვითარდება თუ არა  ინფიცირებულს COVID-19-ის მძიმე ფორმა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს მისი იმუნური სისტემა კორონავირუსზე.

თუმცა, მეცნიერებმა დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იციან, რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ვირუსის მძიმე ფორმა, ზოგს კი – მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება ან სიმპტომები საერთოდ არ აქვს.

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი COVID– ით ინფიცირებული პაციენტის ორგანიზმი  ავტოანტისხეულებს გამოიმუშავებს.  ესენი არიან, ანტისხეულები, რომლებიც – ვირუსზე თავდასხმის ნაცვლად თავს ესხმიან პაციენტის იმუნურ სისტემას და ორგანოებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულებს აქვთ ანტისხეულები, რომლებიც თავს ესხმიან კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედების ამოცნობასა და გასუფთავებაში მონაწილე მნიშვნელოვან ცილებს, რომლებიც მოიცავენ იმუნური სისტემის მნიშვნელოვან მაცნეებს – ციტოკინებსა და ქემოკინებს. ამ პროცესმა ხელი შეუშალა იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაბლოკა რა ანტივირუსული დაცვა, რაც, პოტენციურად, დაავადების დამძიმებას იწვევს.

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოიძიეს ავტოანტისხეულები 170 ჰოსპიტალიზებულ პაციენტში და შეადარეს ისინი იმ პაციენტების ორგანიზმში წარმოშობილ ავტოანტისხეულებს, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმა ჰქონდათ, აგრეთვე იმ ადამიანებისას, რომლებიც ვირუსით ინფიცირებულები არ იყვნენ.

ჰოსპიტალიზებული პაციენტების სისხლში მათ აღმოაჩინეს ავტოანტისხეულები, რომლებსაც ინტერფერონებზე თავდასხმა შეეძლოთ, აგრეთვე ისეთებიც, რომლებსაც შეეძლოთ, დაებლოკათ იმუნური სისტემის სხვა მნიშვნელოვანი უჯრედები, როგორიცაა ბუნებრივი მკვლელი უჯრედები (რომლებიც ანადგურებენ ვირუსის მატარებელ უჯრედებს) და T უჯრედები.

დასკვნებმა აჩვენა, რომ ავტოანტისხეულები მძიმედ დაავადებული კოვიდინფიცირებული პაციენტების  გავრცელებული მახასიათებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ინფიცირებულის მდგომარეობის გაუარესების ერთადერთი მიზეზია.

მკვლევარები სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ მწვავე COVID-სა და არასწორი მიმართულების იმუნურ რეაქციებს შორის კავშირზე.  ავტოანტისხეულების არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგიერთ პაციენტში COVID-ი შეიძლება კორონავირუსით გამოწვეული ავტოიმუნური დაავადება იყოს.

დღეისთვის 80-ზე მეტი ავტოიმუნური დაავადებაა ცნობილი. ჯერჯერობით მედიკოსებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე :  რა იწვევს იმუნური სისტემის გადაწყობას?  მიზეზის არცოდნის გამო ამ დაავადებებისგან განკურნება ვერ ხერხდება. ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობის მიზანი უმეტესად სიმპტომების შემსუბუქება, გართულებების თავიდან აცილება და მდგომარეობის მართვაა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

დიეგო მარადონას კრემაცია აიკრძალა

არგენტინის სასამართლომ დიეგო მარადონას კრემაცია აკრძალა, რადგან ჯერ არ დასრულდება სადავო საქმე მარადონას მამობასთან დაკავშირებით, რაზეც სარჩელი 25 წლის გოგომ შეიტანა სასამართლოში და დნმ არის საჭირო  ტესტირებისთვის.

ლეგენდარული დიეგო მარადონა გასულ თვეს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალეს ბუენოს-აირესის გარეუბანში მდებარე სასაფლაოზე. მას დარჩა 5 კანონიერი შვილი, გარდა ამისა, მედიის რწმუნებით მას  ქორწინების გარეშე სხვა 6 შვილი ჰყავს. ექვსი შვილიდან ერთ-ერთი არის 25 წლის მაგალი გილი(Magalí Gil), რომელიც დაზუსტებით ამბობს, რომ დიეგო მარადონა მისი ბიოლოგიური მამა იყო და ამის შესახებ ორი წლის წინ შეიტყო.

ქალბატონი გილი ითხოვს, რომ ჩატარდეს ტესტი მამობასთან დაკავშირებით და პროკურატურამ დნმ-ის ნიმუში წარმოადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ მარადონას ადვოკატმა Reuters-ს განუცხადა, რომ დიეგო მარადონას სხეულიდან დნმ-ის ნიმუში უკვე აღებულია, კრემაციის პროცესი დროებით მაინც აიკრძალება, სანამ სასამართლო არ დაადასტურებს შესაძლო შვილის არსებობას.

დიეგო მარადონას ქონება 37 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, მის ქონებაში ასევე შედის ძვირფასი ნივთები, მიწა, რამდენიმე ბინა და ინვესტიციები იტალიასა და კუბაში.

 

წყარო: REUTERS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

Sanofi/GSK-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოშვება 2021 წლის ბოლომდე გადაიდო

ფრანგულმა კომპანია „სანოფმა“ და ბრიტანულმა „გლაქსოსმიზკლაინმა“ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდები შეწყვიტეს, რისი მიზეზიც, კომპანიების განმარტებით, ხანდაზმულ პაციენტებში გამოვლენილი არასაკმარისი იმუნური რეაქცია გახდა.

„კლინიკური ცდის შედეგებმა 18-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების მსგავსი იმუნური რეაქცია აჩვენა, თუმცა უფრო ასაკოვან ადამიანებში იმუნური რეაქცია დაბალი იყო და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ანტიგენის არასაკმარისი კონცენტრაციაა,“- აცხადებენ კომპანიებში.

პოტენციური ვაქცინაზე დაგეგმილი III ფაზის კვლევები, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. კომპანიების ინფორმაციით, ახალი, ფაზა 2ბ კვლევა  მომავალ წელს დაიწყება და ეფექტური ვაქცინის შექმნა,სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

შექსპირმა მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 90 წლის მარგარეტ ქენანმა ისტორია დაწერა და მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც უკვე მიიღო Pfizer-ის ვაქცინა, ის შემდეგ კვირაში 91 წლის ხდება.

უილიამ შექსპირი, მაგრამ არა პოეტი, მწერალი და დრამატურგი, არამედ 81 წლის ადამიანი, რომელიც მის სახელს ატარებს, გახდა მსოფლიოში მეორე ადამიანი, რომელმაც უკვე გაიკეთა Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. შექსპირი, რა თქმა უნდა, კმაყოფილია, რადგან უკვე შეძლო ვაქცინის მიღება და იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგ წელს ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება.

საერთიანებულ სამეფოში  სამშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით. ვაქცინა უნდა გაკეთდეს ორი ინექციით და ერთნაირი დოზით, 21-დღიანი შუალედით, პირველი ვაქცინა იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებს ვირუსის წინააღმდეგ, ხოლო მეორე დოზა გამაძლიერებელია და სრული შედეგი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ მიიღება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნით და მნიშვნელოვანია ისევ აქტიურად დავიცვათ წესები და შეზღუდვები.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაცია

Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა

Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა. სერვისთან წვდომისას პრობლემები ძირითადად ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეექმნათ.

ვებ-გვერდ Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა უმეტესობა (53%) შეტყობინებებს ვერ იღებს, სერვერთან წვდომა უჭირს მომხმარებელთა 31%-ს, 15%-კი აპლიკაციაში ავტორიზაციას ვერ ახერხებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

თურქეთიდან ჩინეთისკენ პირველი საექსპორტო მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოსაც გაივლის

პირველი სატვირთო საექსპორტო მატარებელი, რომელიც თურქეთიდან საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, უკვე დაიძრა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მატარებელმა სტამბოლის ევროპული ნაწილიდან აიღო გეზი, ის მარმარაის გვირაბის შემდეგ ქოჯაელის პროვინციას, დედაქალაქ ანკარას, აღმოსავლეთ ყარსის პროვინციას გაივლის და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ახალქალაქის სადგურზე გაჩერდება. შემდეგ კი აზერბაიჯანისკენ გაემართება და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის და ყაზახეთის გავლით ჩინეთის სიანის პროვინციაში ჩავა.

ის ჯამში 8 693 კილომეტრს დაფარავს, და გადაკვეთს ორ კონტინენტს, ორ ზღვას და ხუთ ქვეყანას, რათა ტვირთი ჩინეთში ჩაიტანოს. რეისს 12 დღე დასჭირდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 35 36 37 38 39 99
Page 37 of 99