close

მედიცინა

მედიცინა

რას გვეუბნება ისრაელის მაგალითი პანდემიისგან გამოსვლის გზის შესახებ?

ისრაელმა რამდენიმე კვირის წინ ე.წ. „ბუსტერ ვაქცინაციის“ პროგრამა დაიწყო. „ფაიზერის“ მესამე დოზას უკვე 40 წლის ზემოთ ასაკის პირებს სთავაზობენ. თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდამ კითხვები გააჩინა და დებატები გააჩაღა ვაქცინაციის პროგრამის და პანდემიის მომავლის შესახებ.

ისრაელი გაზაფხულზე პრაქტიკულად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ჩანდა, რომ ვაქცინაციამ მეტ -ნაკლებად გაანადგურა კოვიდი.

თუმცა ივლისიდან შემთხვევების რაოდენობამ კვლავ ზრდა დაიწყო. რამ გამოიწვია ეს?

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ვაქცინაციის ტემპი სწრაფი იყო, ქვეყანაში მცხოვრებ 9 მილიონ მოქალაქეს შორის მილიონამდე ადამიანს ვაქცინა არ გაუკეთებია. ამასთან, ისრაელი შედარებით „ახალგაზრდა“ ქვეყანაა, მისი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი 14 წლამდე ასაკისაა. 12 წლამდე ასაკის ბავშვებს კი აცრას არ უკეთებენ, თუკი მათ ჯანმრთელობასთან დაკავშრებული სერიოზული პრობლემა არ აქვთ.

ეს ნიშნავს, რომ მაღალი დაფარვის მიუხედავად, სრულად ვაქცინირებულია ისრაელის მოსახლეობის მხოლოდ 60%-ი. თუმცა, მოსახლეობის აღნიშნული ნაწილის ვაქცინაციაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შემთხვევები შემცირებულიყო – რა შეიცვალა შემდეგ?

შესუსტებადი იმუნიტეტი

როგორც ჩანს, უფრო გადამდებმა დელტა ვარიანტმა ვაქცინის დაცვის ძალას ნაწილობრივ თავი დააღწია, თუმცა ვაქცინა მძიმე ავადმყოფობის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად ეფექტურია.

ისრაელის მთავრობის მრჩეველი კორონავირუსის საკითხებში პროფესორი ერან სეგალი განმარტავს, რომ ვაქცინაცია ადამიანებს დაინფიცირებისგან თავდაპირველად, დაახლოებით 90 %-ით იცავს 5-6 თვეში კი ეს მაჩვენებელი 30-40%-მდე მცირდება.

“ეს არის ის, რაც ტალღას მართავდა”, – აცხადებს პროფესორი სეგალი.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მაჩვენებლის ასეთი კლების მიუხედავად, ვაქცინაცია ახდენს დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობის პრევენციას. ამასთან, კვლევის თანახმად, 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებში დაინფიცირების შემდეგ დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკი დაახლოებით 9-ჯერ მეტია.

ვაქცინის მესამე დოზა?

როგორც აღვნიშნეთ, ისრაელმა საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე, ე.წ. „ბუსტერ დოზის“ შეთავაზება დაიწყო. თავდაპირველად მისი მიღების შესაძლებლობა 60 წლიდან ასაკის პირებს ჰქონდათ, მოგვიანებით კი ეს ასაკობრივი ზღვარი 40 წლამდე შემცირდა. ისრაელში ჩატარებული კვლევის თანახმად, მესამე დოზით აცრის შემდეგ ინფიცირებისა და დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკი 10-ჯერ ნაკლებია ვიდრე მხოლოდ ორი დოზით აცრის შემთხვევაში. ანატ ზოჰარის განცხადებით, რომელიც „ბუსტერ“ პროგრამის კვლევას ხელმძღვანელობს, „სამი დოზით აცრა არის გამოსავალი ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად.“

რა იქნება მომავალში?

არსებობს ცხარე დებატები იმასთან დაკავშირებით, უნდა აამოქმედონ თუ არა ქვეყნებმა ე.წ. „ბუსტერ“ პროგრამ მაშინ , როცა მსოფლიოში უამრავ ადამიანს ვაქცინაზე ხელი არ მიუწვდება.

ზოგს უჩნდება კითხვა, საჭირო იქნება თუ არა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველ ექვს თვეში, ან, გრიპის აცრის მსგავსად, წელიწადში ერთხელ.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს დიდი რაოდენობით მტკიცებულება დაუგროვდათ იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია თითქმის ყველასთვის, კიდევ არსებობს სფეროებში, სადაც საჭიროა მეტი ინფორმაცია. მაგალითად, ზუსტად რამდენ ხანს ძლებს იმუნიტეტი და უზრუნველყოფს თუ არა „ბუსტერ“ დოზა უფრო გრძელვადიან დაცვას.

ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ კარგი ბუნებრივი დაცვა ვირუსის გადატანის შემდეგ, მაგრამ, თუკი დაინფიციებული ადამიანი არავაქცინირებულია, დაავადებას თან ახლავს დამძიმების, გრძელვადიანი გართულებების განვითარებისა და სიკვდილის რისკი.

ვაქცინები კორონავირუსისგან გვიცავს, თუმცა ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების შანსი, რა თქმა უნდა არსებობს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინირებულებში დაავადება, ძირითადად, მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, ვაქცინისგან მიღებული იმუნიტეტი კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირება, ან კოვიდგადატანილი ადამიანის ხელახლა დაინფიცირება დაავადებას უფრო ნაკლებად სარისკოს ქმნის. ამან, შესაძლოა, კორონავირუსი მომავალში განმეორებად, თუმცა შედარებით მსუბუქ და ნაკლებად უსიამოვნო დაავადებად აქციოს.

წყარო  : https://www.bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიმედიცინასაქართველო

ქართველი მეცნიერი, რომელიც ჩართული იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში ბევრი ქართველი მეცნიერი
საქმიანობს, რომელთა შესახებ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის. მათი ნაწილის სახელი და გვარი მას
შემდეგ გავიგეთ, რაც პანდემია დაიწყო და მათი ცოდნის გაზიარება დაგვჭირდა.
ერთ-ერთი მათგანი არის გიორგი ბაბუაძე, რომელსაც წვლილი მიუძღვის კორონავირუსის
საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის შექმნაში. ქართველი მეცნიერი კანადაში, ლავალის უნი
ვერსიტეტში მუშაობდა, იგი მოლეკულური ვირუსოლოგიის მიმართულებით 2017
წლიდან დნმ-პლათფორმაზე მუშაობდა, რომელიც დატესტილია და რომელიც გადაწყვიტეს
გამოეყენებინათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში. ქართველი კი მეცნიერთა იმ
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო, ვინც ვაქცინაზე მუშაობდა და რადგანაც ვირუსი კარგად იყო
შესწავლილი, ვაქცინის შექმნას ორი თვე დასჭირდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ცდებს ბევრად მეტი
დრო.
მათ მიერ შექმნილი ვაქცინის ტიპი ადამიანის ორგანიზმში არ საჭიროებს ცოცხალი ვირუსის ან ან
ტივირუსის შეყვანას, არამედ ის დნმ-პლათფორმის მეშვეობით, ვირუსის ანტიგენის შეყვა
ნის მექანიზმია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

რა ტემპით ცრიან ქვეყნები 12 წლიდან ასაკის ბავშვებს? – ქვეყნების სტატისტიკა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „ფაიზერ/ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა, ერთი თვის შემდეგ კი სააგენტომ 12-17 წლის პირებში გამოყენების ავტორიზაცია „მოდერნას“ ვაქცინას მიანიჭა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინების 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა, ეს ინიციატივა ევროპის ყველა ქვეყანასა და ჯანდაცვის უწყებაა არ გაუზიარებია, თუმცა ბევრმა ქვეყანამ აღნიშნული ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირები ვაქცინაციის პროგრამებში უკვე ჩართო.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში 16-17 წლის მოზარდების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს 23 აგვისტოდან სთავაზობენ. მომავალი კვირიდან ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 12-15 წლის ასაკის ყველა ბავშვს შესთავაზებენ. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შესაბამისი რეკომენდაცია მთავრობის მრჩეველთა ჯგუფისგან, „მთავარი სამედიცინო ოფიცრებისგან“, მიიღო. შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას საკუთარი ჯანდაცვის პოლიტიკა აქვთ, თუმცა „მთავარი სამედიცინო ოფიცრებისგან“ ანალოგიური რეკომენდაცია მათაც მიიღეს.

მთავარი სამედიცინო ოფიცრების“ რეკომენდაციის თანახმად, 12 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით უნდა აიცრან. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში აქამდე აღნიშნული ასაკის მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვებს სთავაზობდნენ ვაქცინაციას.

იტალია

იტალიაში 16 აგვისტოდან 12-18 წლის ასაკის მოზარდებს ვაქცინის მიღების საშუალება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქვთ. ამჟამად, ვაქცინის ერთი დოზით აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის 62.43 %-ია აცრილი, სრულად ვაქცინირებული კი – 44.95 %-ია.

გერმანია

გერმანიაში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას 16 აგვისტოდან სთავაზობენ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა 12-17 წლის ასაკის პირების 36.7 %-ს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი 25.8 %-ია.

ირლანდია

ირლანდიაში ზრდასრულ მოსახლეობაში ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, 18 წლის ზემო ასაკის პირების 90 %-ზე მეტი უკვე სრულადაა ვაქცინირებული.

ვაქცინაციისთვის 12-15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაცია 11 აგვისტოს დაიწყო და მხოლოდ 48 საათში 75000-ზე მეტი ჯავშანი გაკეთდა.

ირლანდიის ჯანდაცვის სამსახურის 13 სექტემბრის მონაცემებით, 12 წლის ზემოთ ასაკის პირების 90.2 %-ს ვაქცინის ერთი დოზა, 85.1 %-ს კი ორივე დოზა აქვს მიღებული.

პოლონეთი

პოლონეთში 12 წლიდან ბავშვებში დამტკიცებულია როგორც „ფაიზერის“, ასევე „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენება. პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურების ცნობით, ქვეყანაში, 14 სექტემბრის მონაცემებით 12-17 წლის ასაკის ბავშვებში ვაქცინები 1.4 მილიონი დოზაა გამოყენებული.

ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ვაქცინაციის განხორციელება სკოლების საშუალებით იგეგმება.

საფრანგეთი

საფრანგეთი ერთ -ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც 12 წლიდან ასაკის ბავშვების აცრა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 15 ივნისიდან დღემდე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 12-17 წლის მოზარდების 68 %-მა მიიღო, 56 % კი – სრულადაა ვაქცინირებული.

ესპანეთი

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 სექტემბრისთვის, ესპანეთში მცხოვრები 12-დან 19 წლამდე ასაკის 3.9 მილიონი მოზარდიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა 79.2 %-მა მიიღო, 58.4 %-ი კი – სრულადაა ვაქცინირებული.

დანია

დანიის ჯანდაცვის სამსახურმა 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ივლისში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში დანიამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული ყველა დარჩენილი შეზღუდვა გააუქმა, რადგან დაინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო და ქვეყნის ხელისუფლების განმარტებით, ეს მეტწილად ვაქცინაციის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.

დანიაში 12 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 83.5 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული.

 წყარო : https://www.euronews.com/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ჯანმომ რუსული “სპუტნიკ- V” ვაქცინის განხილვა შეწყვიტა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ რუსული კოვიდ-19-ის ვაქცინის – “სპუტნიკ-V” – დამტკიცების პროცესი შეწყვიტეს. ამის მიზეზი წარმოების პროცესში მომხდარი დარღვევებია.

ჯანმომ დარღვევები რამდენიმე ხნით ადრე ჩატარებული ინსპექციის დროს დააფიქსირა. კოვიდ-19-ის ვაქცინების საგანგებო ავტორიზაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საწარმოების ინსპექტირების გარეშე არ იძლევა – განაცხადა 15 სექტემბერს ორგანიზაციის ლათინური ამერიკის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილემ ჯარბას ბარბოსამ. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გაითვალისწინებს უსაფრთხოების კოდებს და გამოასწორებს ვითარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ ინსპექციას ჩაატარებს – აცხადებს ბარბოსა.

ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ჯანმო ამბობდა, რომ ქ. უფაში მდებარე რუსული ფარმაცევტული კომპანიის “ფარმსტანდარდის” საწარმოში მრავალჯერადი დარღვევები ნახეს. სხვა დარღვევებს შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების დაბინძურების რისკებს ასახელებს. როგორც ირკვევა, არ იყო გათვალისწინებული “ადეკვატური ზომების დანერგვის აუცილებლობა, რათა აღკვეთილიყო დაბინძურების რისკები”. რუსული ფარმაცევტული კომპანია კი აცხადებდა, რომ ეს ზომები გაატარა.

კრემლი თებერვლის შემდეგ ცდილობს, რომ რუსული კოვიდ-19-ის ვაქცინა “სპუტნიკ-V” ჯანმომ ან ევროკავშირის მარეგულირებელმა დაამტკიცოს. თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა. მიზეზად რამდენჯერმე საჭირო საბუთების წარუდგენლობა, ან დაგვიანება დასახელდა. მოსკოვმა ფორმალური დამტკიცების გვერდის ავლით მაინც შეძლო ვაქცინის მსოფლიო ბაზარზე გატანა და მას რამდენიმე ქვეყანაში უკვე იყენებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

საფრანგეთში ჯანდაცვის სექტორის 3 000-მდე არავაქცინირებულ თანამშრომელს საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერეს

საფრანგეთში საავადმყოფოების, მოხუცთა თავშესაფრებისა და ჯანდაცვის ცენტრების 3 000-მდე არავაქცინირებულ თანამშრომელს საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერეს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანის თქმით, უფლებამოსილების შეჩერება თანამშრომლების უმეტესობისთვის დროებითია.

ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 15 სექტებრიდან შევიდა, სამედიცინო სექტორის თანამშრომლებისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2.7 მილიონ ადამიანს ეხება, რომლებიც ვალდებულები არიან დაადასტურონ, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებული აქვთ.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ე.წ. „კოვიდ საშვების“ წარდგენა სავალდებულო გახდა რესტორნებში, სპორტდარბაზებსა და მუზეუმებში შესასვლელად, ხოლო ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.

საფრანგეთს ვაქცინირებული მოსახლეობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო შედეგი აქვს. ქვეყანაში სრულიად აცრილია მოსახლეობის 72.4 %.

 წყარო : Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა კომიტეტმა „ბუსტერ“ დოზის ყველა მოქალაქისთვის შეთავაზებას მხარი არ დაუჭირა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვაქცინებისა და მათთან
დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების მრჩეველთა კომიტეტის წევრებმა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზით 16 წლის
ასაკიდან ყველა მოქალაქის აცრას მხარი არ დაუჭირა.
კერძოდ, კომიტეტის 18 წევრიდან 16-მა ამ რეკომენდაციის გაცემაზე უარი
განაცხადა.
ექსპერტების ჯგუფის განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს დამატებითი დოზის
ფართოდ გამოყენების აუცილებლობის სათანადო მტკიცებულება.
ამის შემდეგ კომიტეტმა ერთხმად, 18 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი
დაუჭირა „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით 65 წლის ასაკიდან და ასევე
დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების აცრის რეკომენდაციას.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, როგორც წესი,
ითვალისწინებს საკონსულტაციო კომიტეტების რჩევებს, თუმცა ამის
ვალდებულება არ აქვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ვმსჯელობთ, რომ კოვიდგადატანილები ერთჯერადად აიცრან – გამყრელიძე

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ვინც გადაიტანა, მათი იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების.

ზოგიერთმა ქვეყანამ პროტოკოლი შეცვალა და კოვიდგადატანილებს ერთჯერადად ცრიან.

იქნება თუ არა საქართველო მათ რიცხვში.

ამ კითხვას დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე უპასუხა.

„ბევრმა ქვეყანამ არა, მაგრამ ზოგიერთმა პროტოკოლი ამ კუთხით შეცვალა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. აქტიურად არა, მაგრამ ამ საკითზე მსჯელობთ. ჯერჯერობით მივყვებით პროტოკოლს, რომ ორჯერადად აიცრან კოვიდგადატანილებიც, რადგან ორჯერადად აცრა მყარ იმუნიტეტს ქმნის“. – აცხადებს გამყრელიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

“ კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების” – ლევან რატიანი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

“იმე­დია მალე და­ვა­მარ­ცხებთ პან­დე­მი­ას! მალე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი! ამის სა­ფუძ­ვე­ლი ბი­ო­ლო­გი­ის კა­ნო­ნია, რაც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს! იმუ­ნი­ტე­ტი პო­პუ­ლა­ცი­უ­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბის ფაქ­ტო­რე­ბია: გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სი და უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნა­ცია! ამის დას­ტუ­რი სი­ცო­ცხლის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­ი­ტა­ნეს კო­ვიდ 19 და გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ, 7-8 თვე და შე­საძ­ლე­ბე­ლია ათწლე­უ­ლე­ბი ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზეც კი ინარ­ჩუ­ნებ­დნენ მყარ იმუ­ნი­ტეტს SARS-CoV-2 ის მი­მართ.

და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გარ­კვე­უ­ლი თვე­ე­ბის გას­ვლის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს, მაგ­რამ T და B უჯრე­დე­ბი იმახ­სოვ­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წარ­მოქ­მნი­ან ახალ ან­ტის­ხე­უ­ლებს ორ­გა­ნიზმს თუ კვლავ შე­ხე­ბა მო­უხ­და ამ ვირუს­თან. ის­რა­ელ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის იმუ­ნი­ტე­ტი ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია ვიდ­რე ვიდ­რე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, Pfizer-BioNTech- ით სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დელ­ტა შტა­მით ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი 6 – ჯერ მა­ღა­ლი იყო ვიდ­რე მათი, ვინც იმუ­ნი­ტე­ტი ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ის ფაქ­ტი, რომ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის აც­რის შემ­დეგ მათი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა ამას დიდი მტკი­ცე­ბა და ექ­სპე­რი­მენ­ტი არ სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ამ გზით გაზ­რდი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­ნა­ირ კლი­ნი­კურ სარ­გე­ბელს არ იძ­ლე­ვა და რაც მთა­ვა­რია, უნდა გვახ­სოვ­დეს რის­კი­სა და სარ­გებ­ლის თა­ნა­ფარ­დო­ბა. არ ქა­ო­სი! სიმ­შვი­დით, სიყ­ვა­რუ­ლით და გვერ­თში დგო­მით გა­დავ­რჩე­ბით! ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ! აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­რჩე­ბით!” – წერს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ოქტომბერში აშშ-მა შესაძლოა 5-11 წლის ბავშვების „ფაიზერით“ აცრაზე ავტორიზაცია გასცეს

ოქტომბერში აშშ-მა შესაძლოა 5-11 წლის ბავშვების „ფაიზერით“ აცრაზე ავტორიზაცია გასცეს. ამის შესახებ Reuters-ს ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში წყაროებმა განუცხადეს.

მათი განცხადებით, ოქტომბრის ბოლოსთვის „ფაიზერის“ შემქმნელებს ექნებათ შესაბამისი კლინიკური ცდების შედეგები, რის შემდეგაც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის გაცემას შეძლებს.

ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ ონლაინშეხვედრაზე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ანალოგიური კვლევების დასრულებისთვის „მოდერნას“ 3 კვირით მეტი დასჭირდება.

ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე არც ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებში და არც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაკეთებულა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მარიხუანა შესაძლოა სპორტსმენებისთვის აკრძალული პრეპარატების სიიდან ამოიღონ

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) აკრძალული პრეპარატების სიიდან მარიხუანის ამოღებაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

ამ საკითხს მეცნიერები მომავალ წელს შეისწავლიან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 2022 წლის ბოლომდე მარიხუანის მოხმარება კვლავ აკრძალული იქნება.

WADA-მ ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 21 წლის ამერიკელმა მძლეოსანმა შა’კარი რიჩარდსონმა მარიხუანის მოხმარების გამო ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვა. მაშინ ზოგიერთმა სპეციალისტმა და სპორტსმენმა აკრძალვას მოძველებული და უაზრო უწოდა. რიჩარდსონის განცხადებით, მან მარიხუანის მოხმარება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 35 36 37 38 39 91
Page 37 of 91