close
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ბულგარეთმა კოსმოსში პირველი თანამგზავრი გაუშვა

 ბულგარეთმა კოსმოსში პირველი გეოსტაციონარული საკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა, ამის შესახებ ოპერატორმა ,,Bulsatcom- მა” შაბათს განაცხადა.

თანამგზავრი BulgariaSat-1, რომელიც  ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში სატელევიზიო და საკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს, კომპანია SpaceX-მა ფლორიდაში მდებარე ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან პარასკევს გაუშვა.

თანამგზავრის გამოყენება შესაძლებელია ფორსმაჟორულ სიტუაციებში – ბუნებრივი კატასტროფების დროს, როგორიცაა: მიწისძვრა, ქარიშხალი და წყალდიდობა, როდესაც მიწისზედა ქსელები არ ფუნქციონირებს.

,,როდესაც 10 წელზე მეტი ხნის წინ ეს კოსმოსური პროექტი დავიწყეთ, ვიცოდით, რომ ის, რაც მისი წარმატებით დასრულებისთვის იყო საჭირო – მოთმინება, ვალდებულება და ძლიერი გუნდი იყო. BulgariaSat-1-ის ამოქმედებით ერთერთი წამყვანი კოსმოსური ქვეყანა გავხდით ევროპაში და გზა გავუხსენით ბულგარეთის მაღალტექნიკური სექტორისა და ნიჭიერი სპეციალისტების განვითარებას,” – განაცხადა Bulgaria Sat and Bulsatcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – მაიკლ ზაიკოვმა.

თანამგზავრი დედამიწის ზემოთ 36 000 კმ-ზე ორბიტაზეა განთავსებული და მისი მოქმედების ვადა 20 წელია. მომავალი ერთი თვის მანძილზე მიწისქვეშა საკონტროლო ოთახი აუცილებელ ტესტებსა და პარამეტრებს განახორციელებს, რათა თანამგზავრი მაუწყებლობისთვის მოამზადონ.

Bulsatcom-მა $235 მილიონიანი პროექტის დაფინანსება შეერთებული შტატების ექსპორტ-იმპორტ ბანკისა და ევროპული ბანკების კონსორციუმისგან მიიღო.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld

Leave a Response