close
მედიცინატექნოლოგიები

აშშ-ში პირველი ციფრული მედიკამენტი დაამტკიცეს

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა პირველი ციფრული აბები  – Abilify MyCite-ი დაამტკიცეს.

აბები, რომლებსაც ჯანდაცვისა და ტექნოლოგიის შერწყმის წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ, თვალს ადევნებენ, რამდენად სწორად ღებულობენ პაციენტები მედიკამენტებს.

მედიკამენტი შპს Otsuka Pharmaceutical Co-ის მიერ გამოშვებული მედიკამენტის Abilify -ის ვერსიაა, რომელიც შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება.

სისტემა ექიმებს  საშუალებას აძლევს, შეაფასონ, ღებულობენ თუ არა პაციენტები მედიკამენტებს განრიგის მიხედვით, ასევე შეაფასონ, შესაძლოა თუ არა  მედიკამენტის სხვა თერაპიულ სფეროებში გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის კვებისა და წამლის ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, Otsuka Pharmaceutical Co-ის აქციების ფასი 2.5 პროცენტით გაიზარდა.

სისტემა მუშაობს აბის სენსორისგან ინფორმაციის გაგზავნით, რომელიც შემდეგ გადასცემს ინფორმაციას მობილურ აპლიკაციას, ისე, რომ პაციენტებს შეუძლიათ მედიკამენტის მიღების კონტროლი თავიანთ სმარტფონზე.

მარილის მარცვლის ზომის სენსორს არ გააჩნია ბატარეა ან ანტენა და ის აქტიურდება მას შემდეგ, რაც კუჭის წვენისგან სველდება. ის ასრულებს ციკლს სპილენძისა და მაგნიუმის ფენებს შორის ორივე მხარეს და პატარა ელექტრულ მუხტს წარმოქმნის.

გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ციფრული აბი შეიძლება გამოყენებულ იქნას  სხვა გართულებების მქონე პაციენტების მედიკამენტებში, როგორიცაა, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან გულის დაავადებები.

მედიკამენტების განრიგის მიხედვით მიღება პრობლემაა პაციენტებში, განსაკუთრებით კი იმ პაციენტებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

მედიკამენტის მიღების სამეთვალყურეო სისტემის შექმნაზე მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. Abilify MyCite-ში გამოყენებული სენსორი  მზად ჯერ კიდევ 2012 წელს იყო.

ბაზარზე არცთუ ისე მოთხოვნადმა კომპანიამ ინვესტიციები რამდენიმე მსხვილი ჯანდაცვის კომპანიისგან მიიღო, მათ შორისაა : Novartis AG-ი, Medtronic Inc-ი, St. Jude Medical Inc-ი და Otsuka.

Abilify MyCite-ის გამოყენება დემენციით დაავადებულ პაციენტებში დამტკიცებული არაა, ვინაიდან, ცნობილია, რომ დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე პაციენტების ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობა სიკვდილის რისკის ზრდის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid