close
ვლევებიედიცინასოფლიო

ამერიკელი „სხეულის საათის“ მეცნიერები ნობელის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ

ამერიკელი ნობელის პრემია მეცნიერები ბიოლოგიური საათი

ამერიკელი მეცნიერები – ჯეფრი ჰოლი, მაიკლ როსბაში და მაიკლ იანგი მედიცინის დარგში 2017 წლის ნობელის პრემიის მფლობელები გახდნენ. შესაბამისად, საპრიზო ფონდი 825 000 ფუნტი სტერლინგი ამ სამ მეცნიერზე გაიყოფა.

ჯეფრი ჰოლს, მაიკლ როსბაშსა და მაიკლ იანგს  ჯილდო ცირკადიანული რიტმის მარეგულირებელი მოლეკულური მექანიზმების აღმოჩენისთვის გადაეცათ. ცირკადიანული რიტმი ჩვენი ბიოლოგიური საათია. მეცნიერებმა  გამოიკვლიეს, რამდენად ძლიერია მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა ადაპტაციის უნარი თავიანთი ბიოლოგიური საათის მიმართ და არის თუ არა ის თანხვედრაში დედამიწის ევოლუციურ და რევოლუციურ პროცესებთან.

ქრონობიოლოგია ანუ ბიოლოგიური საათების შესწავლა, ამ სამი მეცნიერის მუშაობის წყალობით კვლევის მზარდი სფერო გახდა, რომელმაც განმარტა კონკრეტული გენების როლი დროზოფილაში სინათლესა და სიბნელეში.

დღეს მეცნიერები ბიორიტმების ციკლზე დაყრდნობით  მკურნალობის ახალ მეთოდს იკვლევენ, მათ შორის, წამლის მიღების საუკეთესო დროს. ამასთანავე, უფრო და უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას მშვიდი ძილის მნიშვნელობას. 

 ,,ყოველდღიური რეგულარული ცვლილებებისთვის მომზადების უნარი მნიშვნელოვანია”, – განუცხადა ჟურნალისტებს კაროლინსკის ინსტიტუტის ნობელის კომიტეტის მდივანმა თომას პერმმანმა. ,,წლევანდელი ნობელის პრემიის ლაურეატები სწავლობენ ამ ფუნდამენტურ პრობლემას. მათ ამოხსნეს საიდუმლო, თუ როგორ შეეძლია ჩვენს სხეულებში არსებულ შინაგან საათს დღესა და ღამეს შორის არსებული ყოველდღიური ცვლილებების პროგნოზირება მოახდინოს და ამ გზით ჩვენი ქცევისა და ფიზიოლოგიის ოპტიმიზაცია განახორციელოს,“ – დასძინა მან.

ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში 1901 წლის შემდეგ გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 211 ჯილდო გაიცა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2