close
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სასიკვდილო ვირუსზე ალაპარაკდა

დაავადება ,,Disease X-ი” შესაძლოა მომავალი გლობალური ეპიდემია გახდეს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ეს საიდუმლო პათოგენი, კოდური სახელწოდებით ,,Disease X-ი’, ჯერჯერობით აღმოჩენილიც არაა, თუმცა შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე სახიფათო პოტენციური დაავადებების სიაში, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის განადგურება შეუძლიათ და რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველი საშუალებები არასაკმარისია, ან საერთიდ არ არსებობს.

მაგრამ შესაძლოა კი, რომ დაავადება, რომელიც ჯერჯერობით იდენტიფიცირებულიც კი არაა, საზოგადოების ჯანრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ აღვიქვათ?

ჯანმოს კვლევისა და განვითარების პროექტმა – ,,R&D Blueprint-მა“  ,,Disease X-ი“ პრიორიტეტულ დაავადებად აღიარა, რომელსაც სამყარო მომზადებული უნდა შეხვდეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ R&D Blueprint-ი თავდაპირველად 2015 წელს გაავრცელა და ის მიმოიხილავს იმ პათოგენებს, რომლებიც კაცობრიობისთვის პოტენციურად საშიშ დაავადებებს წარმოადგენს.

ბოლო კვლევა თებერვალში გამოქვეყნდა, სადაც დასახელებულია ის დაავადებები, რომლებიც მეცნიერების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, მათ შორის, ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF); ებოლა ვირუსის დაავადება და მარბურგის ვირუსი; ლასას ცხელება; შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი კორონაირუსი (MERS-CoV) და მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS); რიფტის ველის ცხელება (RVF); და ზიკა ვირუსი.

წელს პირველად ჯანმომ სიაში ,,Disease X-იც“შეიტანა.

,,X-ის“ დამატება ამ სიაში შესაძლოა უცნაურად აღიქმებოდეს, თუმცა, მნიშვნელოვანია, მისთვის წინასწარი მზადება – ვაქცინაზე ზრუნვისა და სადიაგნოსტიკო ტესტების თვალსაზრისით.

რაც შეეხება იმას, თუ საიდან გაჩნდება დაავადება, ეს დაზუსტებით არავინ იცის, არსებობს უამრავი შესაძლო წყარო, მათ შორის, არსებული ვირუსები, რომლებიც ავლენენ ახალ ვირულენტობასა  სიმპტომებს, ლაბორატორიებიდან ,,გაქცეული” ან ბიოიარაღად გამოყენებული ვირუსები და  ზოონოზური ვირუსები, რომლებიც ცხოველებისგან ადამიანებს გადაეცემათ.

,,ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ინფორმირებულები და შეიარაღებულები უნდა შევხვდეთ,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი ჯონ-არნ როტინგენი.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid