ახალი სიტყვა ეკონომიკური აზროვნების სწავლაში. ეკონომიკა მხოლოდ ეკონომისტებისთვის არ არის, როგორ მუშაობს ის ყოველდღიურ ცხოვრებაში? — თსუ-ში გამოცემულმა სახელმძღვანელომ ყველა დაინტერესებულისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები გახადა ეკონომიკური აზროვნება.
ქართულ ენაზე გამოსული “ეკონომიკური აზროვნების წესი” გამორჩეულია როგორც სიღრმით, ისე გასაგები ენით — ის პროფესიონალებსაც და დამწყებებსაც აძლევს შანსს, უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს ეკონომიკა.
ეკონომიკა მხოლოდ სპეციალისტებისთვის არ არის. ის ყოველდღიურ ცხოვრებასაც ეხება და გადაწყვეტილებებსაც, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანები იღებენ. სწორედ ამ ხედვით არის შექმნილი ახალი სახელმძღვანელო, რომელიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორ ავთანდილ სალაგაძემ და მისმა კოლეგებმა მოამზადეს. გამოცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ წიგნი „ეკონომიკური აზრივნების წესი“, რომელიც უცხოური აკადემიური ლიტერატურის ქართულ ენაზე ადაპტაციის მცდელობას წარმოადგენს.
ავტორთა შეფასებით:
„ეს წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს როგორც პროფესიონალ ეკონომისტებს, ასევე არაეკონომისტებს, სამართალმცოდნეებს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეკონომიკის ანბანი გარკვეულ დონეზე სურს შეისწავლოს. წიგნი განსაკუთრებულია იმითაც, რომ სპეციფიურ ტერმინებს ახსნა პოპულარულ ენაზე აქვს გაკეთებული, რომ გაუადვილდეს დაინტერესებულ პირს ტექსტის ანალიზი.“
წიგნის მნიშვნელობა განსაკუთრებით ჩანს იქ, სადაც ის ეკონომიკური ტერმინოლოგიის გასაგებად გადმოცემას და სტრუქტურირებული ანალიზის ჩარჩოს შექმნას ცდილობს. ეს მიდგომა ქმნის ხიდს აკადემიურ სივრცესა და ფართო საზოგადოებრივ წრეებს შორის, რომლებმაც ეკონომიკასთან შეხება შესაძლოა მხოლოდ პრაქტიკული საჭიროებით ან ზოგადი ინტერესით იქონიონ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ტერმინ “პოლიტიკური ეკონომიის” ახლებურ ხედვაზე, რომელიც წიგნში მკაფიოდ და დეტალურად არის განხილული.
როგორც ავტორი აღნიშნავს , წიგნი უნიკალურია, რადგან მასში ტერმინი ‘პოლიტიკური ეკონომია’ მკაფიოდ არის გაშლილი და მისი მეტად ზუსტი ანალიზი გვხდება, რადგან ამ დრომდე მისი არასწორო ინტერპრეტაციით იყო გავრცელებული. ფაქტი კი წლებით და ქრონოლოგიითაა დასაბუთებული.
ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ცოდნის მიღებას ამარტივებს, არამედ ეკონომიკურ ანალიზს უფრო ხელშესახებ და გამჭვირვალედ აქცევს მკითხველისთვის — არ აქვს მნიშვნელობა, სპეციალისტია ის თუ არა.
წიგნი წარმოადგენს იმ აუცილებელ ეტაპს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართულ აკადემიურ სივრცეს, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტს — და რაც მთავარია, ახალი თაობებისთვის ეკონომიკა ადამიანურად გასაგები გახადოს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”