ბოლო წლებში ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ამოცანაში, ცილების სტრუქტურის გაშიფვრაში, გადამწყვეტი როლი შეასრულა. ცილები ყველა ცოცხალი ორგანიზმის საფუძველია, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ცილების სხვადასხვაგანზომილებიანი სტრუქტურის ამოცნობას.
AI-ის წყალობით დღეს შესაძლებელი გახდა ისეთი ცილებისა და მოლეკულური სტრუქტურების ამოცნობა, რომლებიც აქამდე სრულად შეუსწავლელი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანია DeepMind-ის მიერ შექმნილი სისტემა AlphaFold, რომელმაც მილიონობით ცილის სტრუქტურა ზუსტად იწინასწარმეტყველა. ეს ტექნოლოგია, მეცნიერთა განმარტებით, ბიომედიცინაში ახალი ეპოქის დასაწყისია, ვინაიდან იმ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ათწლეულების განმავლობაში ამოუხსნელი იყო.
ცილების გაშიფვრით შესაძლებელი ხდება პათოლოგიური პროცესების უკეთ გააზრება და ახალი თაობის წამლების ან თერაპიების შემუშავება. აღსანიშნავია, რომ AI სისტემები არ ცვლიან მეცნიერთა როლს, არამედ აძლიერებენ მას — ამარტივებენ მონაცემთა ანალიზის იმ ნაწილს, რაც ადამიანისთვის დროის თუ სხვა ფაქტორების სიმცირის გამო, ხელმიუწვდომელია, შედეგად, მეცნიერებს რჩებათ მეტი დრო ანალიზისთვის, ჰიპოთეზების შესამოწმებლად და მედიცინის პრაქტიკაში რეალური ცვლილებების შესატანად.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცილათა კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა პროგრესი სწრაფია.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”