close
მიგრანტიოლიტიკა

ბატონო მამუკა გთხოვთ გაამართლეთ ჩემი ნდობა და შედით პარლამენტში – გიორგი მიქანაძე

15003404_10154147041083063_8364043467260500125_o

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მიქანაძე ეხმიანება. იგი, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, პოლიტიკური ლიდერების ნაწილს მიმართავს და პარლამენტში შესვლისა და გამოცხადებული ნდობის დაფასებისკენ მოუწოდებს. ბოლო რამდენიმე წელია გიორგი მიქანაძე ნიუ-იორკში აგრძელებს საქმიანობას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ნაკლებად ეხმაურება.

“დოქტრინა” გიორგი მიქანაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

ვაცხადებ საჯაროდ და არ ვმალავ,

მე პირადად 2020 არჩევნებში New York City მონაწილეობა მივიღე და ხმა მივეციი პირადად მამუკა ხაზარაძეს და პარტია ლელო საქართველოს. ამ ადამიანს ვიცნობ პირადად, მის სამუშაო ოთახში გვისაუბრია და მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, ეჭვი არ მეპარება ამ პიროვნების ღირსეულ ადამიანობაში და მისწრაფებებში. ამაზე ალბათ სხვა დროს. სწორედ ჩემი ეს დამოკიდებულება იყო განმაპირობებელი, რის გამოც გავისარჯე და ამ ადამიანს დავუჭირე მხარი.

თავდაპირველად მე ვიყავი ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, გამომდინარე იქიდან, რომ ნაციონალური მოძრაობა შევიდა ჩიხში და სხვა გზა აღარ იყო. რა თქმა უნდა, თავის დროზე ვიყავი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიც, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ჯერ მხოლოდ სტუდენტი. რა თქმა უნდა ვაღიარებ იმ ღირებულებებსა და მონაპოვარს, რაც შევარდნაძის მთავრობამ შესძინა ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ვგულისხმობ პოლიტიკური დუღილის დაწყნარებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებას, საერთაშორისო პოზიციონირების განსაზღვრა და რა თქმა უნდა, ვხედავ დიდი ადამიანების მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას და მათი თაობის დიდ ღვაწლს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლები, ქვეყანაში ყოფნის დროს, აქტიურად გამოვხატავდი ჩემს სამოქალაქო პოზიციებს და არ ვერიდებოდი ქვეყანაში ქართული ოცნებისა თუ სხვა მოძრაობების თამამ შეფასებებს ეს იქნებოდა დადებით თუ უარყოფით კონტექსტშტი, – არასდროს პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ვყოფილვარ და არასდროს არანაირი პრივილეგია თუ ინტერესი არცერთი მიმართულებით არ მიმიღია. მქონდა შემოთავაზებები პოლიტიკაში შესვლისა და ამაზეც შევიკავე თავი. მაქვს ჩემი გეგმა, იდეა და იმედია გამომივა. ამ ეტაპზე ასე ვცხოვრობ.

დღეს, აქაც, სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ აბსოლუტურად ყველა ასპექტი პირადი წარმატებისა, განათლებისა, გამოცდილებისა, ახალი კონტაქტებისა და შესაძლებლობებისა საბოლოო ჯამში უკავშირდება ჩემს ქვეყანას ჩემს ხალხს და იმ გარემოს სადაც ამჟამად ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. ეს ასეა ჩემთან და ალბათ ნებისმიერი ქვეყნის ნორმალურ მოქალაქესთან მიმართებაში.

გამომდინარე ზემოთ ხსენებულიდან,

ბატონო მამუკა, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემგან მიღებული მანდატი, გამოიყენოთ და შებრძანდეთ პარლამენტში. ძალიან გთხოვთ. არა, მართლა ძალიან გთხოვთ! ასევე, არამც თუ შებრძანდეთ, არამედ მიიღოთ მონაწილეობა, რომ დამთავრდეს ეს სამარცხვინო პროცესები ქვეყანაში და სხვა ადეკვატური კოლეგებიც დაარწმუნოთ ამაში.იქნებ დასხდეთ, იმსჯელოთ რა იქნება ყველაზე ოპტიმალური ხერხი, რომ გამოიყენოთ ამისთვის. პოზიციონირებაში რომ არ წააგოთ მაინც. ზუსტად ვიცი, რომ გრცხვენიათ ზოგიერთი ადამიანის გვერდით ასოცირება, იყავით გულწრფელი საზოგადოებასთან და აუცილებლად გახვალთ შედეგზე. გვერდიდან სულ სხვანაირად ჩანს და ფასდება მოვლენები. აუცილებლად გვჭირდება პოლიტიკური მოწიფულობა და იქნება გაამართლოთ ჩემი ნდობა და თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომ ქვეყანამ დაიწყოს გადასვლა ემოციებიდან გონებით მართვით პროცესებზე, რომ სწრაფად მოხდეს გააზრებული პოზიციონირება გლობალურ კონტექსტში.

პატივისცემით,

გიორგი მიქანაძე

New York City, USA

03.17.2021

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი