close
ემიგრანტი

მილანში ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენაზე, ქართველი ემიგრანტი, მარია ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი მიიღებს მონაწილეობას

ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა, როდესაც ქართველები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ როგორც საქართველოში, ისე – მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ასეთი, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ამბავი იგეგმება ოქტომბრის თვეში – მილანში ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ერთერთი რჩეული ხელოვანი, რომელიც აღნიშნულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, მარია ჭიჭიაშვილისიყმაშვილია. “დოქტრინას” მარია ესაუბრა.

თავდაპირველად, გვითხარით – საქართველოს ფარგლებს გარეთ გაქვთ საკუთარი საქმიანობა?

23 წელიწადია, საქართველოდან წამოსული ვარ. ვმუშაობ ესპანეთში, მაგრამ რადგან ძირითადად ქართულ თემატიკას ეხება ჩემი ნამუშევრები, ისინი იგზავნება საქართველოში ან სხვა ქვეყანაში ემიგრანტებისთვის.
ვამზადებ თოჯინებს, სხვადასხვა სცენის კომპოზიციებს. ზოგის ზომა რამდენიმე მილიმეტრსაც არ აღემატება. ვცდილობ, თითოეული დეტალი რეალობასთან იყოს ახლოს.

მომდევნო თვეში მილანში ქართველი ხელოვანების გამოფენა იმართება – რომ გვითხრათ, როგორ გახდით ერთერთი რჩეული?

ჩემი გვერდის ერთ-ერთი გამომწერი, რომელიც თვალყურს ადევნებდა ჩემს შემოქმედებას – დამიკავშირდა, მითხრა, რომ მათ მიერ არჩეულ ქართველ ხელოვანთა სიაში მოვხვდი და თუ სურვილი მექნებოდა, მიმეღო მონაწილეობა, მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ასოციაცია Milanium M&T და „თბილისური დღეები მილანში“ გახდა საქართველოს საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული.

როგორ შეაფასებთ – რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული წარმატება თქვენთვის?

დიდი სტიმულის მომცემია. გემატება რწმენა საკუთარ თავში. ყოველთვის მინდოდა – გამოფენა გამეკეთებინა და აქამდე ვერ მოვახერზე, ასოციაცია Milanium M&T-ისა და “თბილისური დღეები მილანში“-ს დახმარებით, საშუალება მეძლევა – ჩემი ნამუშევრების მცირე ნაწილი მაინც გამოვფინო. ამისთვის დიდი მადლობა მათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response