close
არქეოლოგია

არქეოლოგებმა ფარაონ საჰურას პირამიდაში აქამდე უცნობი 8 ოთახი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ფარაონ საჰურას პირამიდაში აქამდე უცნობი 8 ოთახი აღმოაჩინეს, რომლებიც, დიდი ალბათობით, საკუჭნაოს როლს ასრულებდა. ამის შესახებ ეგვიპტის ტურიზმისა და ანტიკური მემკვიდრეობის სამინისტრო იტყობინება.

ძვ.წ. 25-ე საუკუნეში მცხოვრები ფარაონ საჰურას პირამიდა დიდი ნეკროპოლისის ნაწილს წარმოადგენდა. მისი სიმაღლე 48 მეტრი, ხოლო ფუძის გვერდის სიგრძე 78 მეტრი იყო.

დროთა განმავლობაში პირამიდა ძლიერ დაზიანდა. გვიან რომაულ ხანაში პირამიდას ქვის სამტეხლოს სახით გამოიყენებდნენ, რის გამოც მისი შიდა ოთახები ასევე ძალიან დაზიანდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0