close
ბიზნეს პერსონაემიგრანტი

“ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანია” – ქართველი ხელოვანი ლოს ანჯელესში

ა ხდება მაშინ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, საკუთარი საყვარელი საქმე სამშობლოს ფარგლებს გარეთ გვქონდეს, რა სირთულეები იჩენს ასეთ დროს თავს და რა არის ის ძირითადი დეტალები, რაც უნდა გავითვალისწინოთ – ეს არის საკითხები, რომელთა სწორად შესწავლაც, შეიძლება ითქვას, მწარმოებლის წარმატებას განსაზღვრავს. მარი დუა kelistones ბრენდზე მუშაობს. აღნიშნული ბიზნესი მან, თავდაპირველად, საქართველოში წამოიწყო. თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ის ახლა ლოს ანჯელესი ქმნის კოლექციებს. საკუთარი გამოცდილების შესახებ ის “doctrina.ge”-ს თავად ესაუბრა.

დეტალურად, სად იმყოფებით და რას საქმიანობთ?

ამჟამად, ვიმყოფები კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში. ვმუშაობ kelistones ბრენდზე. ვამზადებ სხვადასხვა კოლექციას და უმეტესობას ვგზავნი საქართველოში, ასევე, ლოს ანჯელესში რამდენიმე მაღაზიაში მაქვს ჩემი ნივთები გამოფენილი. ხშირად მაქვს ურთიერთობა აქაურ არტისტებთან, არტიზანებთან და სამომავლოდაც ვგეგმავ მათთან კოლაბორაციას სხვადასხვა საინტერესო პროექტზე.

როგორც ემიგრანტი, რა ძირითად სირთულეებს წააწყდით, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდით?

როდესაც ლოს ანჯელესში ჩამოვედი, საკმაოდ გამიჭირდა აქაურობასთან შეჩვევა. ყველაფერი სხვანაირი იყო – საკვები, გარემო, ხალხი, ჰაერი, ჰავა. ერთი წელი დამჭირდა, რომ ამ ცვლილებებს შევჩვეოდი. დღემდე არის რაღაცები, რაც მაინც მეუცნაურება.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ,  საკუთარი ბიზნესი უცხო ქვეყანაშიც გქონოდათ?

საქმიანობა თავიდან საქართველოში დავიწყე. 18 წლის ვიყავი – როდესაც Kelistones – ს ბლოგი შევქმენი და დავიწყე ქვებზე წერა. მას შემდეგ ქვებსა და სამკაულზე მოთხოვნამ იმატა და ნელ-ნელა დავიწყე სამკაულის შექმნა. ისედაც ძალიან მიყვარდა ეს სფერო და რაღაცნაირად გამიმართლა. წლების შემდეგ, როცა შანსი მომეცა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბიზნესი უცხოეთშიც გამეფართოებინა.

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესი?

პირველ ყოვლისა, ვურჩევდი – აარჩიონ ისეთი საქმე, რომელიც უყვართ და მოსწონთ მასზე მუშაობა, თუ საქმისგან სიამოვნებას ვერ მივიღებთ, მხოლოდ მცდელობა შორს ვერ წაგვიყვანს. ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანია. ასევე, ხარისხსა და მომხმარებელთან ალალ ურთიერთობას ნებისმიერ ქვეყანაში აფასებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Leave a Response