close
ტექნოლოგიები

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზრის გარდაქმნა: საფრთხე თუ შესაძლებლობა?

დიდი ხანია ბევრი ღელავს და ფიქრობს თუ როგორი გავლენა ექნება ხელოვნურ ინტელექტს შრომის ბაზარზე. ზოგიერთები ამ პროცესს ძველ ინოვაციებს ადარებენ, დაახლოებით ისეთს, როგორიც იყო რობოტები, რომელთა ეფექტებიც შედარებით მოკრძალებული იყო. მაშინ, როცა ნაწილი ფიქრობს, რომ გენერაციული  ხელოვნური ინტელექტის გავლენა იქნება გაცილებით მასშტაბური და დრამატული.

2000-იანი წლების დასაწყისში როდესაც ამერიკულმა კომპანია ამაზონმა, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია, წარადგინა რობოტები Kiva რომ სასაწყობო საქმიანობის ავტომატიზაცია მოეხდინა, თანამშრომლებმა პროტესტი გამოთქვეს და შეშინდნენ როცა დაინახეს საფრთხე, რომ ისინი შეიძლება მალე საჭირონი აღარ ყოფილიყვნენ. იკვეთებოდა, რომ მექანიკური მანქანები სულ უფრო მეტი ადამიანის სამუშაო საქმეს ითვისებდნენ. დღეს მიღწევები გენერაციული ხელოვნურ ინტელექტში და სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის ენები უამრავი ინდუსტრიის ტრანსფორმაციას განაპირობებენ. შესაბამისად, მღელვარება და შიშები ახლა გაცილებით რეალური და ლოგიკურია. განსხვავებით ძველი მეცნიერულ ტექნიკური პროგრესისა და ტექნოლოგიური გარდაქმნებისა, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს აქვს უნიკალური და რეალური პოტენციალი ნებისმიერი სახის პროფესიაზე მოახდინოს ზეგავლენა, თანაც ისე რომ ამ მიმართულების პროდუქტიულობა და ეფექტურობა სულ უფრო მეტად გაზარდოს და გააუმჯობესოს დროში. აღნიშული გულისხმობს კიდევ უფრო ღრმად წასვლას ვიდრე ეს უბრალოდ სამუშაოს ჩანაცვლებაა.

ახალ კვლევაში, რომელიც მენეჯმენტის მიმართულებითაა გამოქვეყნებული, ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე მოახდინა გავლენა შრომის ბაზარზე. ჩვენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით ონლაინ ფრილენსერების ბაზარს და მის ტენდენციებს. ჩვენმა დაკვირვებებმა აჩვენა მნიშვნელოვანი მოკლევადიანი სამუშაოების ფაქტობრივი ჩანაცვლება მას შემდეგ რაც რიგი ხელოვნური ინტელექტის სერვისებისა გახდა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ავტომატიზაციისაკენ მიდრეკილი სამუშაოები როგორიცაა გარკვეული სტანდარტული წერილების წერა და კოდირება, ყველაზე მეტად მოექცია ChatGPT გავლენის ქვეშ. ჩვენმა ნაშრომმა გამოიკვლია ასევე როგორ შეიცვალა კონკურენცია, სამუშაო მოთხოვნები და დამსაქმებლის მიერ ამ მიმართულებით ხარჯის გაწევის მზაობა, რომ დაგვედგინა როგორ ვითარდება ონლაინ შრომის ბაზარი ხელოვნური ინტელექტის აღზევების პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას გენერაციული ხელოვნური ინტელექტის თავისი განვითარების საწყის ეტაპზეა, მისი გავლენა დისტანციურ სამუშაო ბაზარზე უკვე შესამჩნევი ხდება, რამაც შეიძლება განაპირობოს სამუშაოს მაძიებელთა მეტი ორიენტირება გრძელვადიან სამუშაოებზე, რამაც თავის მხრივ შეიძლება განაპირობოს რიგი გამოწვევებიც და შესაძლებლობებიც.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავლენა დისტანციურ სამუშაო ბაზარზე

სამუშაოს ჩანაცვლების ეფექტი

ჩვენი კვლევის განსახორციელებლად ჩვენ გავაანალიზეთ 1 388 711 ვაკანსია წამყვანი გლობალური ონლაინ ფრილენსელური პლატფორმები 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის ივლისამდე. ონლაინ ფრილენსელური პლატფორმები იძლევიან დაკვირვების კარგ და ეფექტურ საშუალებას, რომ დადგინდეს ტენდენციები და დინამიკები, რადგან მათ ამ პლატფორმებზე აქვთ ციფრული, დავალებაზე ორიენტირებული, და მოქნილი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა. ჩვენ ვიყავით ორიენტირებული გაგვეანალიზებინა და წარგვედგინა ორი სახის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები: ChatGPT და Image-Generating AI. კონკრეტულად კი ჩვენ გვინდოდა დაგვედგინა შეამცირა თუ არა ამ ინსტრუმენტების დანერგვამ და გავრცელებამ ამ პლატფორმაზე სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა და თუ ეს ასეა, რომელი ტიპის სამუშაო ადგილებსა და შრომის უნარებზე იყო ეს ყველაზე მეტად ასახული და რამდენად ძლიერად.

სხვადასხვა კომპიუტერული ალგორითმების გამოყენებით, შესაბამისად სამუშაო პოზიციების აღწერილობიდან გამომდინარე, ჩვენ თავდაპირველად დავაჯგუფეთ ვაკანსიები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით. შემდგომ ამ კატეგორიების კლასიფიცირება მოვახდინეთ სამ ტიპად:

  • ხელით შესასრულებელი სამუშაოები (მაგ.: მონაცემების მართვა და საოფისე მენეჯმენტი, ვიდეო და აუდიო სერვისები);
  • ავტომატიზაციისაკენ მიმართული სამუშაოები (მაგ.: წერა, პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაციები, ვებგვერდის განვითარება და მართვა)
  • სურათების გენერირების სამუშაოები (მაგ.: გრაფიკული დიზაინი და 3 განზომილებიანი მოდელირება).

ამის შემდგომ ჩვენ გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ თუ რა გავლენა იქონია გენერირებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა ზემოთ ხსენებულ კლასიფიცირებული ტიპების სამუშაოებზე სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ChatGPT და სურათების გენერირების სხვადასხვა ინსტრუმენტების  ბაზარზე გამოსვლამ შეიძლება ითქვას მყისიერად შეამცირა ონლაინ მოკლევადიანი და კონკრეტულ პროექტებზე ერთდროული თუ სხვა დისტანციური სამუშაოზე ორიენტირებული სამუშაოები სრული მასშტაბით, მაგრამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ავტომატიზაციაზე მიმართულ სამუშაო ადგილებზე. ChatGPT წარდგენის შემდგომ ავტომატიზაციისაკენ მიდრეკილი სამუშაო ადგილების ყოველკვირეულმა შედარებამ 21%-იანი შემცირება დააფიქსირა ხელით მუშაობაზე ორიენტირებულ სამუშაოებთან შედარებით; სამუშაოებზე სადაც წერა მოითხოვებოდა შემცირება 30.37% მოხდა; იქ სადაც პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაციები და ვებ-გვერდების განვითარება იყო საჭირო შესაბამისად 20,62% და საინჟინრო სამუშაოებზე 10,42% შემცირება დაფიქსირდა.

ChatGPT გავლენის შედარება ავტომატიზაციაზე მიმართულ სამუშაოებსა და ფიზიკურ ჩართულობაზე ორიენტირებულ სამუშაოებს შორის. 

ChatGPT წარდგენის შესაბამისად 2022 წლის ნოემბერში, აღინიშნებოდა რამდენიმე საფეხურიანი დაცემა ავტომატიზებულ მოკლევადიან სამუშაოებზე, განსხვავებით მექანიკური, ხელით შესასრულებელი სამუშაოებისა.

ცვლილებები ასახული ციფრებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ავტომატიზებულ და მექანიკურად შესასრულებელ პოზიციებზე (ChatGPT ბაზარზე გამოსვლასთან მიმართებით)

დაახლოებით იგივე დიაპაზონის კლების რყევებით გამოიკვეთა როდესაც მოხდა პოპულარული ფოტოების მაგენერირებელი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები ისეთი როგორიცაა Midjourney, Stable Diffusion, and DALL-E 2. წარდგენიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ფოტოების მაგენერირებელი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებმა განაპირობა მოთხოვნის შემცირება 17.01%-ით ისეთ კვალიფიციურ მუშახელზე როგორიცაა 3 განზომილებიანი მოდელირება მოკლევადიანი შეკვეთებისა და სამუშაოებისთვის.

ამასთან, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დროთა განმავლობაში არ შეინიშნებოდა განახლება ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული სამუშაო ადგილების გაჩენისა, რაც მიუთითებდა იმაზე რომ მიმდინარეობდა აქტიური ჩანაცვლების პროცესი. ჩვენ ეს გავლენა შევადარეთ როგორც სამუშაო პლატფორმაზე სეზონური მოთხოვნის ტიპურ რყევებს, ასევე ავტომატიზაციის მიერ ტრადიციულ შრომის ბაზრებზე წარმოქმნილ გავლენას. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გავლენა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ. მაგალითისთვის, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შეღწევისას რობოტების ავტომატიზაციის პროცესში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფრანგულ საწარმოებში რობოტების გამოყენების 20%-იანი ნიშნულით ზრდამ ინდუსტრიაში დასაქმების მხოლოდ 3.2% იანი შემცირება გამოიწვია.

გაზრდილი კონკურენცია ადამიანებსა და რობოტებს შორის.

მოთხოვნის ამ შემცირებამ ასევე გამოიწვია კონკურენციის გაძლიერება ავტომატიზაციისკენ მიდრეკილ სამუშაო ადგილებზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ChatGPT-ის დანერგვის შემდეგ, ავტომატიზაციისკენ მიდრეკილ სამუშაოებზე მოკლევადიანი ერთჯერადი სამუშაოების მაძებართა მიერ წარდგენილი შეთავაზებების საშუალო რაოდენობა 8.57%-ით გაიზარდა თითო ვაკანსიაზე. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეული უნარების მქონე ამ ადამიანებს შესაძლოა უფრო მეტი კონკურენცია შეექმნათ შეზღუდული სამუშაო ადგილების გამო. ონლაინ შრომის ბაზრებზე სამუშაო ადგილებისთვის ისედაც მძაფრი კონკურენციის გამო, დამსაქმებლებისთვის მოკლევადიანი ერთდროული სამუშაოს მაძიებელ ადამიანებსა და ხელოვნური ინტელექტს შორის მზარდმა ჩანაცვლებადობამ შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში სამუშაო შესაძლებლობების შემდგომი შემცირება გამოიწვიოს.

მოთხოვნის შემცირება ზემოთ ჩვენს მიერ ხსენებულ სამუშაოებზე კავშირშია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათი გამოყენების ინტერესთან. ჩვენს კვლევაში შევისწავლეთ ასევე სამუშაოზე მოთხოვნასთან და Google-ში ძიების მოცულობასთან დაკავშირებული ტენდენციები. ChatGPT-ის დანერგვის შემდეგ, ჩვენ განვიხილეთ Google-ში შესაბამისი ძიების მოცულობების საშუალო ინდექსი (SVI) სხვადასხვა სამუშაო კატეგორიისთვის და აღმოვაჩინეთ, რომ ავტომატიზაციისკენ მიდრეკილ სექტორებში, როგორიცაა წერა და ინჟინერია, ყველაზე მაღალი ძიების ინტერესი იყო, ხოლო ხელით ინტენსიური დავალებების შესრულებაზე, როგორიცაა აუდიო და ვიდეო სერვისები, ძიების მოცულობის ზრდა თითქმის არ შეინიშნება. საერთო ჯამში, ჩვენ ვხვდებით უარყოფით კორელაციას Google-ის ძიების მოცულობის ინდექსსა (SVI) და სხვადასხვა ტიპის განთავსებული ვაკანსიების რაოდენობას შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია ძიების მოცულობა, მით უფრო სავარაუდოა, რომ ინდუსტრიაზე გავლენა მოახდინა გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინდუსტრიებში, რომლებსაც უფრო მეტი საზოგადოებრივი ცნობიერება აქვთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის შესახებ, მოკლევადიან ერთდროულ სამუშაოებზე მოთხოვნის უფრო დიდი შემცირება შეინიშნება.

ცვლილებები შრომის ბაზრის დინამიკაში

სამუშაო ადგილების ჩანაცვლების გარდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ მოთხოვნის სხვა ფაქტორები, როგორიცაა სამუშაოს სირთულე და ის, თუ რამდენად არიან დამსაქმებლები მზად, დააკმაყოფილონ თანამშრომლების სახელფასო მოთხოვნილებები. ჩვენ გავზომეთ სირთულე თითოეულ გამოცხადებულ სამუშაო პოზიციაზე თუ რამდენად კომპლექსურ უნარებს ითხოვდნენ დამსაქმებლები თანამშრომლებისგან და აღმოვაჩინეთ, რომ ChatGPT-ის შემდეგ ის 2.18%-ით გაიზარდა ავტომატიზაციისკენ მიდრეკილი სამუშაოებისთვის, ხელით შესასრულებელ მუშაობაზე დაფუძნებულ სამუშაოებთან შედარებით. დამსაქმებლების მზადყოფნა, გადაიხადონ ამ ავტომატიზაციისკენ მიდრეკილი სამუშაოებისთვის, ასევე გაიზარდა 5.71%-ით. ეს შედეგები მიუთითებს, რომ ChatGPT-ის გაშვების შემდეგ, ავტომატიზაციისკენ მიდრეკილი სამუშაოები ოდნავ უფრო რთული და კომპლექსური გახდა, რაც მოითხოვს უნარების უფრო ფართო სპექტრს და რომ დამსაქმებლები მზად არიან, ამ სამუშაოებში მეტი გადაიხადონ.

საინტერესო გახლავთ ის, რომ იმ ვაკანსიების რაოდენობაც გაიზარდა, რომლებშიც მოთხოვნადი უნარების სიაში ChatGPT ცოდნაც შედის. ChatGPT-ის დანერგვის შემდეგ პერიოდში ჩვენ აღმოვაჩინეთ 903 ვაკანსია, რომლებშიც უნარების ჩამონათვალში ChatGPT იყო მითითებული. გარდა ამისა, ამ სამუშაოების 88%-ზე მეტი ავტომატიზაციისკენ მიდრეკილ კატეგორიებს მიეკუთვნება, რომელთა უმეტესობა (82%) კონკრეტულად პროგრამულ უზრუნველყოფას, აპლიკაციებსა და ვებ-განვითარებას უკავშირდება. „ChatGPT“-ის უნარების მაძიებელი ვაკანსიების რაოდენობა სტაბილურად გაიზარდა, მისი დანერგვიდან საშუალოდ კვირაში 0.68 განცხადების მოცულობით.

ეს შედეგები მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სამუშაო ადგილებზე ინტეგრირება სულ უფრო და უფრო ფასდება, მეტი მნიშვნელობა ენიჭება  და დასაქმებულები აახლებენ თავიანთ უნარებს, რათა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით გაამდიდრონ საკუთარი უნარ-ჩვევები. ეს ცვლილება ხაზს უსვამს იმას, რომ კვალიფიკაციის ამაღლება არა მხოლოდ მიმდინარეობს, არამედ ხდება აუცილებელი პასუხი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიღწევებით განპირობებული განვითარებადი შრომის ბაზრისთვის.

როგორ შეუძლიათ კომპანიებს ამ ახალ რეალობაში ორიენტირება?

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი გავლენა კონკრეტულ როლებზე — განსაკუთრებით ავტომატიზაციისადმი მგრძნობიარე როლებზე — სწრაფი და გარდაუვალი პროცესი იყო. ტრადიციულ ავტომატიზაციის ტექნოლოგიებთან შედარებით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეფექტის იმპლემენტაციისა და შედეგების გავლენის სიჩქარე და მასშტაბები უპრეცედენტოა. როგორც ჩვენს კვლევაში ჩანს, ავტომატიზაციისკენ მიდრეკილ სამუშაოებზე, როგორიცაა მაგალითისთვის წერა და კოდირება, მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაშინ როდესაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უნარების მოთხოვნის ახალი ტიპები გაჩნდა.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ბიზნესისთვის ქმნის როგორც შესაძლებლობებს, – ასევე გამოწვევებს, – განსაკუთრებით სამუშაო ძალის მართვის კუთხით. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მაშინ როცა ზოგიერთი სამუშაო ადგილის გაქრობა გარდაუვალია, კომპანიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ხელოვნური ინტელექტი მათ საქმიანობაში ინტეგრირების კუთხით. ჩვენ ქვემოთ გამოვყოფთ ძირითად აქცენტებს მენეჯერებისა და ორგანიზაციებისთვის, რათა ეფექტურად შეძლონ ამ ცვლილებების მართვა.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, როგორც შესაძლებლობა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, უნარების გაუმჯობესებისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის.

სამუშაო ადგილების გაქრობის და ბევრი პროფესიის გაქრობის მიუხედავად, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, მეორეს მხრივ, გვთავაზობს სამუშაო ადგილების გაზრდის და პროდუქტიულობის მყისიერი ზრდის შესაძლებლობებს. ჩვენი დასკვნები აჩვენებს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უნარების მოთხოვნის მქონე სამუშაო ადგილები, როგორიცაა ChatGPT-თან დაკავშირებული სამუშაო ადგილები, სულ უფრო იზრდება. რადგან სამუშაო როლები ვითარდება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტური იმპლემენტაციისთვის, კომპანიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთი სამუშაო ძალის მიღებაზე, ადაპტაციასა და შექმნაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება კომპლექსური უნარ-ჩვევებით. რომლებიც, თავის მხრივ, ახერხებენ ადაპტირებას თანამედროვე რეალობასთან და შეძლებენ გადაწყობას ტექნოლოგიური განვითარებასა და მის შესაძლებლობებთან.

მაღალეფექტურობის და სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად, დასაქმების მსურველ ადამიანებს მოუწევთ ისწავლონ და გააუმჯობესონ საკუთრი უნარ-ჩვევები და ადაპტირება მოახდინონ თანამედროვე რეალობასთან.

თავიანთ წიგნში „პროგნოზირების მანქანები“, ავტორები Ajay Agrawal, Joshua Gans, Avi Goldfarb ამტკიცებენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს სამუშაოს ფოკუსი პროგნოზირებადი ამოცანებიდან იმ ამოცანებზე გადააქვს, რომლებიც ადამიანის განსჯასა და გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. ჩატარებული კვლევა ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას დასაქმებულთა სხვადასხვა კვალიფიკაციის დონეებს შორის. ყველაზე დიდი სარგებელი კი შეინიშნება დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე დასაქმებულ მუშაკებში. ეს მტკიცებულება აძლიერებს არგუმენტს სტრატეგიული განსაკუთრებულობისა ხელოვნური ინტელექტის ტრენინგებისა და გადამზადების მიმართულებით, რადგანაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს დასაქმებულთა კვალიფიკაციის ხარვეზებს და ზოგადად გაზარდოს პროდუქტიულობა. მენეჯერებმა უნდა განიხილონ დაბალანაზღაურებადი მუშაკების ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა და ფოკუსირდნენ ამ მიმართულებით დამხმარე სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე.

ბოლოდროინდელი დასკვნები ასევე მიუთითებს მნიშვნელოვან გენდერულ უთანასწორობაზე სამსახურში ChatGPT-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის ქალები გაცილებით ნაკლებად იყენებენ ChatGPT-ს ერთიდაიმავე პროფესიებში. ეს ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მორგებული სასწავლო პროგრამების საჭიროება, რათა აღმოიფხვრას ეს უთანასწორობა და უზრუნველყოფილი იყოს ყველა თანამშრომლისთვის ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებზე თანაბარი წვდომა. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტზე წვდომის უზრუნველყოფა შესაძლოა საკმარისი არ იყოს; კომპანიებმა ასევე უნდა ჩადონ ინვესტიცია კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებულ და მიზნობრივ სასწავლო პროგრამებში, რაც თანამშრომლებს მათი სამუშაოს გასაუმჯობესებლად ამ ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებაში დაეხმარება.

ბიზნესებისთვის ეს ცვლილებები მოითხოვს ახალ სასწავლო და განვითარების ინიციატივებისთვის სივრცის შექმნას, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მართულ ეკონომიკაზე იქნება მორგებული. ინდუსტრიის ლიდერებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობა მენეჯერებს დაეხმარება შეიმუშაონ შესაბამისი სასწავლო პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებენ უნარების ადაპტაციისა და ცვლილებების საჭიროებებს. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Microsoft-ი და IBM, რომლებმაც უკვე დაამყარეს ძლიერი პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის ტრენინგების მიმართულებით, ღირებულ მაგალითებს იძლევიან იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესებს, წინ უსწრებდნენ ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ტენდენციებს.

ამასთან, მენეჯერებსაც დასჭირდებათ ახალი კომპეტენციების განვითარება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ამოცანების დელეგირების კუთხით. იმის გაგება, თუ რომელი დავალებები უნდა შეასრულოს ხელოვნურმა ინტელექტმა და რომელი სამუშაოები თავად ადამიანებმა. ეს უკანასკნელი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ადამიანური კრეატიულობისა და ზედამხედველობის შენარჩუნების პარალელურად. რადგან, ხელოვნური ინტელექტი უფრო რუტინულ ფუნქციებს იღებს. მენეჯერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ გუნდების ისე წარმართვაზე, რომ გამოიყენონ როგორც ადამიანის, ასევე მანქანის შესაძლებლობების უნიკალური ძლიერი მხარეები.

***

გრძელვადიან პერსპექტივაში, ის კომპანიები, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინიციატივებს მიიღებენ, უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან ხელოვნური ინტელექტით მართულ გარემოში წარმატების მისაღწევად. მზარდი სირთულისთვის  სამუშაო ძალის მომზადებითა და ადაპტირების უნარის ხელშეწყობით, ბიზნესები შეძლებენ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე.

ხელოვნური ინტელექტი გააგრძელებს შრომის ბაზრის აქტიურ ტრანსფორმაციას ამოცანების ფართო სპექტრის ავტომატიზაციით. წარმატების მისაღწევად, ორგანიზაციებმა უნდა ჩადონ ინვესტიცია ისეთ სამუშაო ძალაში, რომელსაც შეუძლია ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ოპერაციებში გამოყენება. სტრატეგიული ფოკუსი ადამიანური პოტენციალის ზრდასა და განვითარებაზე უნდა იყოს და არა უბრალოდ მის ჩანაცვლებაზე. მენეჯერები, რომლებიც ამ აზროვნებას იზიარებენ, არა მხოლოდ დაეხმარებიან თავიანთ გუნდებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, არამედ ხელს შეუწყობენ ორგანიზაციებში გრძელვადიან ზრდასა და ინოვაციებს.

Research: How Gen AI Is Already Impacting the Labor Market

November 11, 2024
by Ozge DemirciJonas Hannane and Xinrong Zhu

Ozge Demirci
თანამდებობა: Assistant Professor, Imperial College London Business School
განათლება: Ph.D. in Economics, University of Warwick
წარსული გამოცდილება: Postdoctoral Fellow, Harvard Business School; Research Analyst, International Monetary Fund
კვლევის სფეროები: Digital economics, consumer and firm behavior, AI ტექნოლოგიების გავლენა
ჯილდოები: John A. Howard AMA Doctoral Dissertation Award; CESifo Distinguished Affiliate Award; Finalist – American Statistical Association Dissertation Award

Jonas Hannane
თანამდებობა: Ph.D. Candidate, DIW Berlin, Berlin School of Economics via TU Berlin
კვლევის სფეროები: Digital economics, online labor markets, AI ტექნოლოგიები
წარსული გამოცდილება: Worked in competition practice at an economic consulting firm
მეთოდოლოგია: Econometrics, machine learning, network analysis

Xinrong Zhu
თანამდებობა: Assistant Professor of Marketing, Imperial College London Business School
განათლება: Ph.D. in Economics, University of Wisconsin–Madison
კვლევის სფეროები: Quantitative marketing, retail analytics, empirical industrial organization
სპეციალიზაცია: Vertical relationships, causal impact of tech and policy on consumer behavior

მთარგმნელი: თსუ დოქტორანტი გიორგი მიქანაძე, 2025 წ

გიორგი მიქანაძე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0