close
ბიზნესი

10 რამ, რაც მიზნების მიღწევაში გვეხმარება

რთულია, გაიგო, რა გინდა ცხოვრებაში რეალურად.

როდესაც მიხვდები, რომ ის ნივთები, რომლებიც შეიძინე, არ გაბედნიერებს და არ მოაქვს შენთვის სარგებლობა, გიჩნდება კითხვა: „რა მჭირდება რეალურად?“

ერთხელაც აღმოაჩენთ, თქვენს ნამდვილ მისწრაფებას ცხოვრებაში, თქვენთვის ადვილი იქნება ეს ყველაფერი, თუ მიზანმიმართული გეგმა გექნებათ. თქვენი ცხოვრება გახდება მეტად ორგანიზებული და იგრძნობთ თავს სრულყოფილად. მთავარი კითხვა: როგორ გავიგოთ ჩვენი მთავარი სურვილი?

ახლა შემოგთავაზებთ იმ 10 მეთოდს, რომლებიც მოგეხმარებათ იპოვოთ, გამოიკვლიოთ თქვენი მთავარი სურვილი ცხოვრებაში.

  1.  არ იყიდოთ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ, რომ გჭირდებათ

ადამიანების უმრავლესობა დაუფიქრებლად ყიდულობს ისეთ ნივთებს, რომლებიც მათ რეალურად შეიძლება არ სჭირდებოდეთ, მაგალითად, იფიქრეთ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ახალი ჟაკეტი, თუ თქვენ უკვე გაქვთ რამდენიმე, რომლებსაც არ იცმევთ? თუ გადაწყვეტთ, რომ გჭირდებათ  – უნდა იყიდოთ. თუ ნივთებს იმისთვის ყიდულობთ, რომ შეავსოთ ის სიცარიელე, რომელსაც გრძნობთ, თქვენ არასწორად იქცევით. სცადეთ კარგად გაიაზროთ, თუ რა გჭირდებათ რეალურად, ეს მოგეხმარებათ მთავარი სურვილის პოვნაში.

  1. სწავლა!

იმის მაგივრად, რომ დრო დავკარგოთ ,,Facebook–სა” და სხვა სოციალურ ქსელებში, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტი სხვა მრავალი პროდუქტიული რამისთვის, აიმაღლოთ განათლების დონე და მიიღოთ სხვადასხვა ახალი ინფორმაცია. თუ არ იცით, რა პროფესია გსურთ რეალობაში, შეგიძლიათ გაიაროთ რამდენიმე ონლაინკურსი, რომელიც მოგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

  1. დაუბრუნდით თქვენი ბავშვობის ოცნებებს

ალბათ ყველასთვის უკითხავთ ბავშვობაში: „ვინ უნდა გამოხვიდეო?“ ეცადეთ გაიხსენოთ, რას პასუხობდით და თუ შესაძლებელია, რომ შეასრულოთ ის სურვილები, რომლებიც ბავშვობაში გქონდათ, აუცილებლად გააკეთეთ.

  1. ფიქრი

ფიქრი ყველაზე კარგი საშუალებაა მიხვიდე იმ საბოლოო დასკვნამდე, რაც შენ გჭირდება. არსებობს ხალხი, ვინც გეხმარება, გიტარებს სეანსებს და ცდილობს გაპონვინოს შენი თავი და გაგაგებინოს, თუ რა გსურს ამ ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა წარმატებული იქნება თუ არა თქვენი მცდელობები, თქვენ არ უნდა დანებდეთ იქამდე, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ.

  1. ჰკითხეთ თქვენს თავს: „რატომ არ ვარ ბედნიერი?“

ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში დაჩაგრული ხართ? რატომ? იქნებ არ მოგწონთ სამსახური, სადაც მუშაობთ? იქნებ თქვენი მეგობრები არ არიან თქვენი შესაფერისები? იქნებ მშობლები ვერ გაბედნიერებენ? იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გსურთ, უპირველეს ყოვლისა,  თქვენი ცხოვრებიდან უნდა გააქროთ, ან იგნორი გაუკეთოთ ისეთ ფაქტორებს, რომლებიც თქვენს ბედნიერებას ხელს უშლიან.

  1. გამოიყენეთ დახმარება

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გეგმები გაქვთ მომავალში, გვერდზე საიმედო ადამიანები გჭირდებათ, ვისაც უყვარხართ და პატივს გცემენ.

  1. იფიქრეთ თქვენს პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

იმაზე ფიქრის ნაცვლად, თუ სად გინდათ, რომ გაატაროთ მთელი წელი, მობილიზდით და იმაზე იფიქრეთ, თუ როგორ უნდა გადაჭრათ პრობლემები.

  1. იყავით თავგადასავლების მოყვარული

არ გაატაროთ ყოველი დღე ერთნაირად, იყავით მრავალფეროვანი და ეცადეთ ცხოვრებაში ახალი აქტივობებით დაკავდეთ.

  1. განსაზღვრეთ თქვენი ღირებულებები

აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ყველაფერი, რისიც გჯერათ. იყავით ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ.

  1. იყავით სრულყოფილი პიროვნება

იყავით ისეთი, როგორიც ხართ, არ არის საჭირო ნიღბების ტარება, ყველასთან ერთნაირად უნდა იქცეოდეთ და ყველა ერთ ადამიანად უნდა გიცნობდეთ.


ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0