close
ასტრონომია - კოსმოსი

„ჰაბლმა“ მომაკვდავი ვარსკვლავის სინათლის ექო დააფიქსირა

„ჰაბლის“ კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა სინათლე, რომელიც 2016 წელს მასიურ ვარსკვლავის სუპერნოვად, ზეახალ ვარსკვლავად გადაქცევის შედეგად წარმოიქმნა.
შეერთებული სურათების შედეგად მიღებული ანიმაცია არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაკვდავი ვარსკვლავების ევოლუციისა და სუპერნოვას გარშემო მტვრის შესახებ მის მშობლიურ გალაქტიკა „კენტავრ A“-ში.
სინათლის ექო ნამდვილად განსაცვიფრებელი ფენომენია, რომლის დანახვა მხოლოდ შორიდან შეიძლება. ის წარმოიქმნება მაშინ, როდესაც რაღაც წარმოქმნის სინათლის ციმციმს, რომელიც ასხივებს კოსმოსში. თუ ეს შუქი შეხვდება ფიზიკურ ბარიერს, როგორიცაა კოსმოსური მტვრის ღრუბლები, ის აირეკლავს და ჩამოვა საწყისი აფეთქებისგან განსხვავებულ დროს. ეს თითქმის იგივეა, რაც ხმის ექო, მაგრამ შუქით.
როდესაც 2016 წელს სუპერნოვა დააფიქსირეს, ასტრონომები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ მასპინძელ გალაქტიკას, „კენტავრ A“-ს, რომელიც მდებარეობს ჩვენგან 12 მილიონი სინათლის წელზე მეტ მანძილზე, რათა დაენახათ, შეეძლოთ თუ არა დროთა განმავლობაში ცვლილებებზე დაკვირვება. ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო. მათ არა მხოლოდ შეძლეს მონაცემების შეგროვება სუპერნოვას ჩამქრალი შუქის, სახელად SN 2016adj-ის, შესახებ, არამედ მისი სინათლის ექოც დააფიქსირეს.
ხუთწლიანი დაკვირვების პერიოდში დაფიქსირდა ოთხი განსხვავებული სინათლის ექო, რაც ნიშნავს მტვრის ოთხ ღრუბელს, რომელთაგან თითოეული საკმარისად დიდი და მკვრივია იმისთვის, რომ სინათლის ექოს წარმოქმნა შეძლონ.
სინათლის ამ ექომ მკვლევარებს, დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის ასტრონომ მაქსიმილიან სტრიცინგერის ხელმძღვანელობით, საშუალება მისცა დაენახათ მტვერი სუპერნოვას გვერდით. მათი ანალიზი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მტვრიანი სტრუქტურები შეიცავს სივრცეებს, რომლებიც სავსეა მასალისაგან, რომლის სიმკვრივე იმდენად დაბალია, რომ დაფიქსირებად სინათლის ექოს ვერ წარმოქნის.
„მონაცემთა ნაკრები გასაოცარია და საშუალება მოგვცა, შეგვექმნა ძალიან შთამბეჭდავი ფერადი სურათები და ანიმაციები, რომლებიც აჩვენებენ სინათლის ექოების ევოლუციას ხუთი წლის განმავლობაში. ეს იშვიათი ფენომენია, რომელიც ადრე მხოლოდ რამდენიმე სხვა სუპერნოვაში იყო დაფიქსირებული“, – განაცხადა ორჰუსის უნივერსიტეტის ასტრონომმა მაქსიმილიან შტრიტცინგერმა.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response