close
ტექნოლოგიები

„ხელოვნური ინტელექტის ნათლიმამა“ Google-ს ტოვებს და მსოფლიოს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

ჯეფრი ჰინტონი ხელოვნური ინტელექტის პიონერი იყო. 2012 წელს ჰინტონმა და მისმა ორმა კურსდამთავრებულმა სტუდენტმა ტორონტოს უნივერსიტეტში შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც AI სისტემებისთვის ინტელექტუალური საფუძველი გახდა.
თუმცა, რამდენიმე დის წინ, ის ოფიციალურად შეუერთდა კრიტიკოსების მზარდ გუნდს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კომპანიები , რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ საფრთხისკენ მიისწრაფვიან თავიანთი აგრესიული კამპანიით, რომელიც ითვალისწინებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნას, ტექნოლოგია რომელიც აძლიერებს ChatGPT -ის მსგავს პოპულარულ ჩატბოტებს.
დოქტორ ჰინტონის განცხადებით, მან დატოვა სამსახური Google-ში, სადაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა დ შეუძლია თავისუფლად ისაუბროს ხელოვნურ იინტელექტისრისკებზე. ხელოვნური ინტელექტის პიონერი ირწმუნება, რომ ის ახლა მისი ნაწილი ნანობს იმ სამუშაოს, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
„თავს ამით ვინუგეშებ : მე რომ არ გამეკეთებინა ეს, სხვა გააკეთებდა“, – აცხადებს დოქტორი ჰინტონი. მისი თქმით, ძნელია გამოძებნო გზა, რითაც ცუდი აქტორების მიერ ხელოვნური ინტელექტის ცუდი საქმეებისთვის გამოყენების აღკვეთაა შესაძლებელი.
მარტში, მას შემდეგ, რაც სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა OpenAI-მა ChatGPT-ის ახალი ვერსია წარადგინა, სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის 1000-ზე მეტმა წარმომადგენელა და მკვლევარმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც მოითხოვდა ექვსთვიანი მორატორიუმის დაწესებას ახალი სისტემების შემუშავებაზე, რადგან, ხელმომწერთა განცხადებით, AI ტექნოლოგიები „რისკებს უქმნის საზოგადოებას და კაცობრიობას“.
რამდენიმე დღის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასოციაციის 19-მა ამჟამინდელმა და ყოფილმა ლიდერმა, 40 წლის აკადემიურმა საზოგადოებამ, გაავრცელა საკუთარი წერილი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის რისკებზე იყო საუბარი. ხელმომწერთა ჯგუფში შედიოდა ერიკ ჰორვიცი, Microsoft-ის მთავარი მეცნიერი, რომელმაც  OpenAI-ის ტექნოლოგია პროდუქციის ფართო სპექტრში, მათ შორის მის Bing საძიებო სისტემაში, გამოიყენა.
ჰინტონმა, რომელსაც ხშირად „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას” უწოდებენ, ხელი არცერთ წერილს არ მოაწერა და განაცხადა, რომ
არ მოაწერა ხელი არც ერთ წერილს და თქვა, რომ არ სურდა საჯაროდ გაეკრიტიკებინა Google ან სხვა კომპანიები, სანამ სამსახურს ოფიციალურად არ დატოვებდა.
ჰინტონი, 75 წლის ბრიტანელი ემიგრანტი, არის მეცნიერი, რომლის კარიერა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და გამოყენების შესახებ მის პირად რწმენას ეფუძნებოდა. 1972 წელს, როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ჰინტონმა მიიღო იდეა, რომელსაც ეწოდება ნეირონული ქსელი, ეს არის მათემატიკური სისტემა, რომელიც სწავლობს უნარებს მონაცემების ანალიზით. იმ დროს ცოტა მკვლევარს სჯეროდა ამ იდეის. მაგრამ ეს გახდა მისი ცხოვრების საქმე.
1980-იან წლებში ჰინტონი იყო კარნეგის მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი, მაგრამ დატოვა უნივერსიტეტი და კანადაში გაემგზავრა, რადგან განაცხადა, რომ არ სურდა პენტაგონის დაფინანსების მიღება. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის შეერთებულ შტატებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კვლევის უმეტესი ნაწილი თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ფინანსდებოდა. ჰინტონი კი მტკიცედ ეწინააღმდეგება AI-ის ბრძოლის ველზე გამოყენებას, რასაც ის “რობოტ ჯარისკაცებს” უწოდებს.
2012 წელს ჰინტონმა და მისმა ორმა სტუდენტმა ტორონტოში შექმნეს ნეირონული ქსელი, რომელსაც შეეძლო ათასობით ფოტოს გაანალიზება და საკუთარი თავისთვის სხვადასხვა ობიექტების იდენტიფიცირების სწავლება, როგორიცაა ყვავილები, ძაღლები და მანქანები.
Google-მა 44 მილიონი დოლარი გადაიხადა ჰინტონისა და მისი ორი სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანიის შესაძენად. მათმა სისტემამ განაპირობა სულ უფრო მძლავრი ტექნოლოგიების შექმნა, მათ შორის ახალი ჩატბოტების, როგორიცაა ChatGPT და Google Bard.
წყარო : nytimes.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response