close
ასტრონომია - კოსმოსი

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 2031 წელს, წყნარ ოკეანეში ჩაძირავენ

NASA საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მწყობრიდან გამოყვანას 2031 წლის იანვარში გეგმავს. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სადგურს დედამიწის ორბიტიდან გამოიყვანენ და ის წყნარი ოკეანეს სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდება, რომელსაც ნემოს წერტილი ეწოდება. ეს ყველაზე შორეული წერტილია პლანეტაზე ნებისმიერი დასახლებული პუნქტიდან.

NASA-ში განმარტავენ, რომ ათწლეულის ბოლომდე სადგურს რამდენიმე კომერციულ მოდულს მიუერთებენ, რომლებიც მოგვიანებით შეერთდებიან და საკუთარ კომერციულ სადგურს შექმნიან. სააგენტო კი კერძო ოპერატორების კლიენტი გახდება, ისევე როგორც ამ მომენტისთვის ის SpaceX-ისგან ყიდულობს ადგილებს ბორტებზე ასტრონავტების ორბიტაზე გასაყვანად.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური ორბიტაზე 1998 წელს გავიდა. ის ექსპლუატაციის 15 წელზე იყო გათვლილი, მაგრამ მისი მუშაობის ვადა არაერთხელ გაახანგრძლივეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0