close
კვლევები

როგორ გვეხმარება შოკოლადი წონის დაკლებასა და ალცჰაიმერის თავიდან აცილებაში – ახალი კვლევა

შოკოლადი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და ალცჰაიმერის დაავადების თავიდან აცილებაში – ეს არის „გონების საკვები“, რომელსაც მეცნიერები გვთავაზობენ ახალი კვლევის შემდეგ.

ჟენჟოუს უნივერსიტეტის (ჩინეთი) მეცნიერები მივიდნენ ახალ დასკვნამდე ნივთიერების თეობრომინის თვისებებთან დაკავშირებით, რომელიც გვხვდება კაკაოს მარცვლებში.

მეცნიერები ამბობენ, რომ თეობრომინს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მაღალი ქოლესტერინის გავლენას მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციაზე. ამ ნაერთს შეუძლია გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით გავლენა მოახდინოს ჩვენს კეთილდღეობაზე, რაც დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. საქმე იმაშია, რომ ნამდვილი შოკოლადის ჭამას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ტვინის ფუნქციონირება, ასევე ამაღლებს განწყობას და დაგვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში.

მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ გვერდითი ეფექტების დაბალი სიხშირისა და ადამიანის ორგანიზმისთვის მინიმალური ზიანის გათვალისწინებით, თეობრომინის და მისი წარმოებულების სათანადო დოზებით გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურ საშუალებად ტვინის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დარღვევების პროფილაქტიკისთვის. ეს ხსნის მნიშვნელოვან პერსპექტივებს სამედიცინო სფეროში, ამბობენ მკვლევრები.

ეს მოდულაცია პოტენციურად უზრუნველყოფს ნეიროდაცვას ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითების, ალცჰაიმერის დაავადებისა და პარკინსონის დაავადებისგან. გარდა ამისა, თეობრომინს გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს იმუნურ სისტემაში ანთების საწინააღმდეგო ფაქტორების გამომუშავებას.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ეს აიხსნება იმით, რომ თეობრომინი ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაშლაში, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის მეტაბოლიზმზე. მეცნიერები ასევე საუბრობენ თეობრომინის სარგებლიანობაზე ჩვენი თირკმელებისთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0