close
კვლევები

რა შეაჩერებს Covid-19-ის გავრცელებას – კვლევა

ამერიკელმა და ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზაფხულში კორონავირუსის გავრცელება მასზე ულტრაიისფერი სხივების დამანგრეველი ზემოქმედების გამო იკლებს. ამასთან, სოციალური უსაფრთხოების ზომებთან შედარებით, მზის სხივების გავლენა ვირუსის გადაცემაზე არცთუ მაღალია. კვლევის შედეგები ჟურნალში – Proceedings of the National Academy of Sciences – გამოქვეყნდა.

მეცნიერები, პოლიტიკოსები, თუ სხვა სფეროების წარმომადგენლები ერთობლივად ცდილობენ დაადგინოდ, რამდენად შესაძლოა, რომ COVID-19 სეზონურ დაავადებად იქცეს. სწორედ ამ ასპექტზეა დამოკიდებული პანდემიაზე რეაგირების სტრატეგია.

სანტა-ბარბარას, ჰარვარდის და ფრანგული პარი-საკლეს უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიყენეს სტატისტიკის მეთოდების ნაკრები, რათა გაეანალიზებინათ, რამდენად კორელირებს ეს ოთხი ფაქტორი – ულტრაიისფერი გამოსხივება, ტემპერატურა, ტენიანობა და ნალექი – COVID-19-ის ყოველდღიური გავრცელების ტემპზე ამათუიმ რეგიონში.

მეცნიერება აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ მზის შუქის ულტრაიისფერი გამოსხივება COVID-19-ის გადაცემას უმნიშვნელოდ ამცირებს. მაგალითად, ლოს-ანჯელესში, ივნისში, დღე-ღამეში მოსახლეობის ინფიცირების ტემპი 12% იყო, მაისში კი – 13%.

მოდელირებამ აჩვენა, რომ  ჩრდილოეთ რეგიონებში იანვრიდან ივნისამდე ინფიცირების ტემპი უნდა შემცირდეს 7,4%-ით, დეკემბრისთვის კი გაიზარდოს 7,8 პროცენტით. სამხრეთ ნახევარსფეროში შესაბამისად, პირიქით სურათი გვექნება.

ამასთან, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება მთავარი ბუნებრივი ფაქტორია, რაც კორონავირუსის გავრცელებაზე გავლენას ახდენს.

„კორონავირუსის სახეები, როგორებიცაა 2003 წლის SARS-СoV-ი და 2012 წლის MERS-СoV-ი სუსტად დაკავშირებულები აღმოჩნდნენ ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობასთან, მაგრამ მგრძნობიარეები იყვნენ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ“, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი კაილი მენგი.

ულტრაიისფერი სხივების გავლენა COVID-19-ზე შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული.

პირველი – ბიოლოგიური. ილტრაიისფერი სხივი შლის ნუკლეინმჟავებს, რასაც ვირუსი მისი გენეტიკური ინფორმაციის კოდირებისთვის იყენებს.

სხვა ფაქტორი – ქცევითი. ზაფხულის მზიან ამინდში ადამიანები ხშირად გადიან ჰაერზე, რაც ვირუსს უფრო მეტად მოწყვლადს ხდის.

ერთ-ერთი ავტორი, ჯონათან პროქტორი მიიჩნევს, რომ ულტრაიისფერ გამოსხივებას ვირუსის დეაქტივირება მისი გადაცემის პროცესშიც შეუძლია, მაგალითად, როცა ის არის ჰაერში, ან ღია ზედაპირზე.

მკვლევარების აზრით, ულტრაიისფერი გამოსხივების სეზონური გავლენა ვირუსსე სინამდვილეში არსებობს, მაგრამ ის საერთო ჯამში არ არის იმდენად მაღალი სოციალური დისტანცირების ზომებთან შედარებით, როგორიც არის მოგზაურობის შეზღუდვა, სკოლების დაკეტვა, ან იზოლაცია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0