close
მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ალასკაპოქსის ვირუსი შესახებ მას შემდეგ, რაც პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა

მეცნიერები და ჯანდაცვის პროფესიონალები ყურადღებით აკვირდებიან იშვიათ ვირუსს, რომელიც ალასკაპოქსის (Alaskapox) სახელითაა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.
2015 წელს ალასკაპოქსის პირველად გამოვლენის შემდეგ დიაგნოზირებულია რამდენიმე შემთხვევა, რომელიც, როგორც წესი, დაკავშირებულია მსუბუქ სიმპტომებთან, მათ შორის სახსრებისა და კუნთების ტკივილი, შეშუპებული ლიმფური კვანძები და კანზე ერთი ან მეტი მუწუკი ან პუსტულები.
ვირუსი, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირის შემდეგ ქრება, მაგრამ შეიძლება უფრო საშიში იყოს დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის.
ალასკაპოქსით დაინფიცირებული ადამიანის ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება კენაის ნახევრაკუნძულზე დაფიქსირდა. გარდაცვლილი ხანდაზმული მამაკაცია. ოფიციალური პირების განმარტებით, მამაკაცს კიბოზე მკურნალობის გამო დასუსტებული იმუნური სისტემა ჰქონდა, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყო მისი დაავადების სიმძიმეს.
ექსპერტები ამბობენ, რომ დაავადება ხშირად მსუბუქია და ინფიცირების შემთხვევები იშვიათია ადამიანებში, რადგან ვირუსი, ძირითადად, ალასკაზე მობინადრე მცირე ძუძუმწოვრებში გვხვდება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ორთოპოქსვირუსი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის კანის დაზიანებებთან უშუალო კონტაქტით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ალასკაპოქსით დაავადებულმა ადამიანმა ის სხვას ადამიანს გადასდოს.
ალასკაში ჯანდაცვის უწყებამ ახალი რეკომენდაციები გამოსცა, რომელიც მოიცავს კლინიცისტებისთვის ვირუსის თავისებურებების გაცნობას და მის რეგულარულ ტესტირებას – ასევე ალასკოპოსით დაავადებულთათვის რჩევას, არ დაასველონ დაზიანებები და მოერიდონ მათ შეხებას.
“ცხოველებზე მეტი ტესტირების ჩატარება ხდება, რათა უკეთ გავიგოთ ვირუსის გავრცელება ცხოველთა პოპულაციაში“, – აცხადებენ ალასკას ჯანდაცვის უწყებაში.

წყარო : edition.cnn.com
sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0