close
ემიგრანტისაქართველო

პროფესორი თენგიზ ბიბილაშვილი აშშ-ის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გუნდს უხელმძღვანელებს

სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტმა, სადაც თენგის ბიბილაშვილი ასწავლის, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფიზიკოსთა გუნდის აკადემიური დირექტორი გახდა ქართველი პროფესორი.

თენგიზ ბიბილაშვილი საბჭოთა კავშირის დროს, ვეკუას ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა, რა დროსაც ოლიმპიადებშიც იღებდა მონაწილეობას. ბიბილაშვილის მხარდაჭერით საქართველოში ფიზიკის ნაციონალური ოლიმპიადა ჩამოყალიბდა, 1998 წელს კი ის საქართველოს გუნდს ხელმძღვანელობდა ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე(IPhO). 2002 წელს აშშ-ში გაემგზავრა და მას შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტში ფიზიკას ასწავლის.

ყოველწლიურად ასოციაცია იღებს და ამზადებს სტუდენტებს ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. როდესაც ამერიკის ფიზიკის პედაგოგთა ასოციაცია ეძებდა ახალ აკადემიურ დირექტორს, შეთავაზება თენგიზ ბიბილაშვილმაც მიიღო. მისი თქმით, ფიზიკოსთა ახალი თაობების აღზრდა ნამდვილად მისი მოწოდებაა. “სწავლებისადმი ჩემმა სიყვარულმა ისევ ვეკუას ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დამაბრუნა”, — ამბობს ის.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response